-
კატეგორია
-
ბოლნისი
-
უბანი
-
კატეგორია
-
ბოლნისი
-
უბანი
წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და შპს „რეშენალ სოლუშენსი”-ს (ს/ნ 406054932) შორის დადებულ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას,რომლითაც რეგულირდება მომხმარებლის მიერ ვებგვერდის გამოყენების პირობები.
კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება მის კონტროლირებად ვებგვერდზე თითოული მომხმარებლის ვიზიტსა და იმ ინტერესს, რომელსაც მომხმარებელი ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ იჩენს.
ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კომპანია პასუხისმგებლობას იღებს, რომ იზრუნოს მომხმარებლის ინტერესების დაცვაზე და მისთვის მიწოდებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.ამავე დროს შპს „რეშენალ სოლუშენსი”-ს (ს/ნ 406054932) აცხადებს,რომ მომხმარებლისგან მიღებულ პერსონალურ მონაცემებს გამოიყენებს ლეგიტიმურად, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული მიზნის მისაღწევად.
Hotsale.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციისას/ავტორიზაციისას სავალდებულოა მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესებსა და პირობებზე და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი ვერ შეძლებს Hotsale.ge-ს ვებგვერდით სარგებლობას.შპს „რეშენალ სოლუშენსი” უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად,ამავე წესებსა და პირობებში მითითების გზით,შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
მომხმარებელი წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით („ვეთანხმები პირობებს“ უჯრის მონიშვნით) ადასტურებს, რომ სურს კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისით/მომსახურეობით სარგებლობა.
გთხოვთ,პლატფორმით სარგებლობამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს.
- ტერმინთა განმარტება
მმართველი კომპანია/კომპანია - შპს „რეშენალ სოლუშენსი” (ს/კ 406054932) (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება,რეგისტრაციის თარიღი 21/09/2011) იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქ., №49, (ნაკვ. 17/1)/, ქუთათელის ქ.,№3; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქ., №49, (ნაკვ. 17/1)/, ქუთათელის ქ.,№3. ელექტრონული ფოსტა: info@hotsale.ge; ცხელი ხაზი: 032 2 19 44 88.
ვებგვერდი - კომპანიის მიერ ოპერირებადი ვებგვერდი www.hotsale.ge.
მომხმარებელი- ნებისმიერი იურიდიული პირი ან ნებისმიერი 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი,რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ითვლება სრულწლოვანად.
გამყიდველი-ნებისმიერი იურიდიული პირი,რომელიც კომპანიის მიერ ოპერირებად ვებგვერდზე www.hotsale.ge-ზე მომხმარებელს სთავაზობს საქონელს ან/და მომსახურეობას.
მხარეები - მმართველი კომპანია ,მომხმარებელი და გამყიდველი.
პირადი ანგარიში (პროფილი) - მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრირებული ანგარიში/პირადი გვერდი.
რეგისტრაცია - მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა და ანგარიშის შექმნა მომსახურების მიღების მიზნით.
ავტორიზაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული წვდომა
„Third party“ ავტორიზაცია - კომპანიის მიერ ოპერირებად ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლა Google; Facebook; Apple ID-ის საშუალებით.
უნიკალური იდენტიფიკატორი - მომხმარებლის სახელი,გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,მობილური ტელეფონის ნომერი,რომელთა საშუალებითაც რეგისტრირდება www.hotsale.ge-ს ვებგვერდზე და სარგებლობს ხელმისაწვდომი სერვისებით.
ოპერაცია -მომხმარებლის მიერ მის ანგარიშთან ან/და პირად გვერდთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება.
პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია , რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება . ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ , მათ შორის , სახელით , გვარით , საიდენტიფიკაციო ნომრით , გეოლოკაციის მონაცემებით , ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით , ფიზიკური , ფიზიოლოგიური , ფსიქიკური , ფსიქოლოგიური , გენეტიკური , ეკონომიკური , კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.
სარეწი − ნებისმიერი უძრავი ობიექტი ან მოძრავი ობიექტი, სადაც მოვაჭრე, ჩვეულებრივ, კომერციულ საქმიანობას ახორციელებს;
აქცია - გამყიდველის მიერ საკუთარი საქონლის/მომსახურეობის რეალიზაციის მიზნით განხორციელებული აქტივობა,რომლის პირობებიც ქვეყნდება კომპანიის მიერ ოპერირებად ვებგვერდზე.ასევე,მმართველი კომპანიის მხრიდან, ოპერირებადი ვებგვერდის www.hotsale.ge-ს მომხმარებლისთვის ინდივიდუალური პირობებით შეთავაზებული აქტივობა.
აქციის მოქმედების დრო - დროის განსაზღვრული მონაკვეთი,რომლის განმავლობაში მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის მიერ ოპერირებად ვებგვერდზე შეიძინოს პრომოკოდი.
პრომოკოდი/ჯავშნის კოდი - უნიკალური,ასოებისა და ციფრებისაგან შემდგარი კოდი,რომლის საშუალებითაც ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება და გამყიდველისგან (გამყიდველის სარეწში) საქონლის/მომსახურეობის შეძენა აქციის პირობებით.
პრომოკოდის/ჯავშნის კოდის მოქმედების ვადა - კომპანიის ოპერირებად ვებგვერდზე განთავსებული დროის პერიოდი,რომლის განმავლობაშიც გამყიდველი ვალდებულია პრომოკოდის წარმდგენ მომხმარებელს აქციის პირობებით გადასცეს საქონელი/მომსახურეობა.
გამოყენების წესები-კომპანიის ვებგვერდით სარგებლობისათვის წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული წესები.
ხელშეკრულება-მხარეებს შორის წინამდებარე ვებგვერდით სარგებლობის მიზნით დადებული სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე შეთანხმება,რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
- განცხადებები და გარანტიები:
- hotsale.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციით/ავტორიზაციით მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა,რომ:
- არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი ან/და 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი,რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ითვლება სრულწლოვანად;
- აქვს იურიდიული უფლებამოსილება შეასრულოს წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- გაეცნო წინამდებარე წესებსა და პირობებს და ყოველგვარ საჭირო ზომას მიიღებს მის შესასრულებლად;
- უზრუნველყოფს მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტეს და მის განახლებას. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანზე;
- არ გამოიყენებს მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელ/დისკრიმინაციულ ფრაზას;
- იკისრებს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე;
- მისი მოქმედებით არ ირღვევა სხვა პირთა უფლებები და თავისუფლებები;
- პრომოკოდის შეძენამდე დეტალურად გაეცნო აქციის პირობებს და
- ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახავს მისი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდებს და არასდროს გაუმჟღავნებს მათ მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება;
- იკისრებს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ კომპანიას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
- არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის hotsale.ge-ს გამართულ ფუნქციონირებას;
- არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე წესებითა და პირობებით და hotsale.ge-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით;
- დაიცავს ვებგვერდზე რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას;
- მის მიერ პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- არის სრული ქმედუნარიანობის მქონე პირი და მოქმედებს ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე და იგი არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ნებისმიერი პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც გამორიცხავს მისი თავისუფალი ნების გამოვლენას. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ მასზე არ განხორციელებულა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როგორიცაა მუქარა, ზეწოლა, ძალადობა და სხვა და იგი სრულად აცნობიერებს თავისი ნების გამოვლენის შინაარსა და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს.არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით.
- არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში).
- hotsale.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციით/ავტორიზაციით მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა,რომ:
- რეგისტრაციის/ავტორიზაციის წესები
- კომპანიის მიერ ოპერირებად ვებგვერდზე განთავსებული საქონლის/მომსახურეობის შეძენის მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია დარეგისტრირდეს/ავტორიზაცია გაიაროს hotsale.ge-ს ვებგვერდზე.
- მომხმარებლის ვებგვერდზე რეგისტრაცია ხორციელდება სახელის,გვარის,მობილური ტელეფონის ნომრის,ელექტრონული ფოსტის მისამართისა და სისტემაში შესასვლელი პაროლის მითითების გზით, „რეგისტრაცია“ ღილაკზე ხელის დაჭერით მომხმარებლის ანგარიში hotsale.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრირებულად მიიჩნევა.
- რეგისტრაციის/ავტორიზაციის დასასრულებლად საჭიროა, რომ მომხმარებელი დაეთანხმოს აპლიკაციით სარგებლობის წესებსა და პირობებს, ასევე თანდართულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
- აპლიკაციაში რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდგომ მომხმარებელი უფლებამოსილია პირად პროფილში შეცვალოს/წაშალოს თავისი პერსონალური მონაცემები.
- ვებგვერდზე მომხმარებლის ავტორიზაცია ასევე შესაძლებელია ისეთი “third party” სერვისების გამოყენების გზით,როგორიცაა: Google; Facebook; Apple ID.ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დამატებით დაეთანხმოს აღნიშნული “third party” სერვისების წესებსა და პირობებს.
- hotsale.ge-ს ვებგვერდით შემდგომი სარგებლობის მიზნით მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია: მობილური ტელეფონის ნომრისა და სისტემაში შესასვლელი პაროლის მითითების გზით.
- გთხოვთ,გაითვალისწინოთ,რომ მომხმარებელი უფლებამოსილია ვებგვერდზე ხელმისაწვდომი სერვისი და მომსახურეობა შეიძინოს ასევე ავტორიზაციის გავლის გარეშეც სახელის,გვარისა და მობილური ტელეფონის ნომრის მმართველი კომპანიის ოპერირებად ვებგვერდზე მითითების გზით.
- მომსახურეობის სახე და პირობები
- მმართველი კომპანია, შპს „რეშენალ სოლუშენსი” (ს/კ 406054932) შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, მის ოპერირებად ვებგვერდზე hotsale.ge-ზე შეიძინოს გამყიდველის მიერ შეთავაზებული საქონელი, მომსახურეობა ან/და აქცია ფასდაკლებით.
- შპს „რეშენალ სოლუშენსი“,როგორც შუამავალი კომპანია ვებგვერდ hotsale.ge-ზე აქვეყნებს გამყიდველის საქონელს/მომსახურეობას და გამყიდველის მიერ განსაზღვრულ საქონლის/მომსახურეობის შეძენის პირობებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ,რომ შეკვეთის განხორციელებისას შესაძლებელია აღმოაჩნდეს,რომ გამყიდველს თქვენ მიერ შეკვეთილი პროდუქცია მარაგში აღარ აქვს,რის თაობაზეც შპს „რეშენალ სოლუშანსი“,როგორც შუამავალი კომპანია დაუყოვნებლივ აცნობებს მომხმარებელს და მიიღებს შესაბამის ზომებს.
- შპს „რეშენალ სოლუშენსი”,როგორც შუამავალი კომპანია გამყიდველსა და მომხმარებელს შორის,თავის ოპერირებად ვებგვერდ hotsale.ge-ზე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს პრომოკოდი,რომლის საშუალებითაც მომხმარებელი გამყიდველის სარეწში სერვისის/მომსახურეობის შეძენას შეძლებს ექსკლუზიური ფასდაკლებით.
- 2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში პრომოკოდის ღირებულების გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით შპს „რეშენალ სოლუშენსი“-ს მიერ ოპერირებად ვებგვერდზე,ხოლო დანრჩენილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქონლის/მომსახურეობის ექსკლუზიურად ფასდაკლებული ღირებულების გადახდას მომხმარებელი ახორციელებს უნდაღდო/ნაღდი ანგარიშსწორებით გამყიდველის სარეწში.
- ვებგვერდ hotsale.ge-ზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს გამყიდველის საქონელი/მომსახურეობა ექსკლუზიურ ფასად,რა დროსაც შეძენილი საქონლის/მომსახურეობის ღირებულების გადახდა ხორციელდება უშუალოდ ვებგვერდზე,გამყიდველის სარეწში დამატებითი თანხის გადახდის გარეშე.
- მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეძენილი აქციის/პრომოკოდის ვაუჩერი ნებისმიერ დროს იხილოს პირად პროფილში,განყოფილებაში „შეძენილი შეთავაზებები“ და ამავე დროს, შეძენილი ვაუჩერის მიიღოს შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ ფოსტაზე.
- ღირებულების გადახდა
- მომხმარებელი უფლებამოსილია საქონლის/მომსახურეობის ღირებულება გადაიხადოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული Visa ან Mastercard ბარათით, „გადახდა“ ღილაკზე ხელის დაჭერის გზით მოხმარებელი გადადის ახალ გვერდზე,სადაც ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითება ხდება უშუალოდ საგადასახადო მომსახურეობის პროვაიდერთან, შედეგად ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემებთან შპს „რეშენალ სოლუშენსი“-ს წვდომა არ აქვს და მომხმარებელს საკომისიო არ ეჭრება.
- მომხმარებელს საქონლის/მომსახურეობის ღირებულების გადახდა შეუძლია ასევე apple pay-სა და google pays-ს საშუალებით 4.1 მუხლში განსაზღვრული წესების შესაბამისად.
- საქონლის/მომსახურეობის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ვებგვერდ hotsale.ge-ზე მომხმარებლის არსებული ბალანსით. შპს „რეშენალ სოლუშენსი“-ს ოპერირებად ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელს ენიჭება საკუთარი ბალანსის ექვსნიშნა ნომერი (ბალანსის ნომრის ხელვა შესაძლებელია პირად პროფილში ნებისმიერ დროს).მომხმარებელი უფლებამოსილია www.hotsale.ge-ზე პირადი ბალანსი შეავსოს TBC Pay, Express Pay ან Paybox სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით მისი ბალანსის ნომრის მითითების გზით,რა დროსაც მომხმარებელს არავითარი საკომისიო არ ჩამოეჭრება,სასურველი საქონლის/მომსახურეობის შეძენას კი მომხმარებელი ვებგვერდ www.hotsale.ge-ზე ბალანსის მეშვეობით ღირებულების გადახდის გზით შეძლებს.
- საქონლის/მომსახურეობის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საქართველოს/თიბისის/კრედო ბანკის განვადებით,რისთვისაც აუცილებელია მიჰყვეთ ვებგვერდზე არსებულ ინსტრუქციას.
- ვებგვერდ hotsale.ge-ზე საქონლის/მომსახურეობის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის მიერ შემოთავაზებული ნაწილ-ნაწილ გადახდის სისტემის საშუალებითაც,რისთვისაც აუცილებელია მიჰყვეთ ვებგვერდზე არსებულ ინსტრუქციას.
- გადახდა ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც თანხა აისახება კომპანიის სისტემაში.
- საქონლის/მომსახურეობის შეძენამდე მნიშვნელოვანია ყველა ტექნიკურ მახასიათებლთან გაცნობა, რომ სწორად დადგინდეს პროდუქტის შესაბამისობა მომხმარებლის წინაშე არსებულ საჭიროებებთან
- ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია. არასწორი/არასრული საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში საქონლის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
- შპს „რეშენალ სოლუშენსი“ მომხმარებელს სთავაზობს ცალკეული საქონლის მიწოდებას.მიწოდების სერვისი მოქმედებს მთელი საქართველოს მაშტაბით და სერვისით შეუფერხებლად სარგებლობისათვის მომხმარებელი ვალდებულია შესაბამის გრაფაში მიუთითოს მისი მისამართი,რომლის დამუშავება/შენახვაც ვებგვერდის მიერ ხორციელდება მხოლოდ საქონლის მომხმარებლისთვის გადაცემამდე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ცალკეულ შემთხვევებში,როგორც შუამავალ კომპანიას შპს „რეშენალ სოლუშენსი“-ს წარმოეშვება მომხმარებელზე სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება,რისთვისაც შესაძლებელია მომხმარებლის მხრიდან დამატებით საჭირო გახდეს პირადი ნომრის მითითება.
- თბილისის მაშტაბით საქონლის მიწოდება ხორციელდება 2-3 სამუშაო დღის ვადაში 14:00-დან 20:00-მდე ინტერვალში.
- რეგიონებში საქონლის მიწოდება ხორციელდება 3 სამუშაო დღის ინტერვალში,გარდა მესტია, ცაგერი, ლენტეხი, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგისა,სადაც მიწოდება განხორციელდება 3-დან 5 სამუშაო დღის ვადაში.
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ,რომ შაბათ-კვირას შპს „რეშენალ სოლუშენსი არ უზრუნველყოფს საქონლის მიწოდებას.
- ვებ-გვერდზე შეძენილი პროდუქციის მოწოდებასთან დაკავშირებული პრეტენზიის შემთხვევაში, მომხარებელი უფლებამოსილია, გამოიყენოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები.
- საქონლის/მომსახურეობის/აქციის დეტალური პირობები მოცემული იქნება თითოეული პროდუქციის აღწერაში.
- ანგარიშის გაუქმება
- მომხმარებელი უფლებამოსილია შპს „რეშენალ სოლუშენსი“-ს ოპერირებად ვებგვერდ hotsale.ge-ზე პირადი ანგარიში გააუქმოს ნებისმიერ დროს,რისთვისაც აუცილებელია მიჰყვეს საიტზე არსებულ ინსტრუქციას. რეგისტრაციიის გაუქმების შემდეგ, უქმდება მომხმარებლის პირადი ანგარიში და იშლება მომხმარებლის მიერ შპს „რეშენალ სოლუშენსი“-სათვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები,ხოლო ვებგვერდზე არსებული ბალანსი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რჩება შუამავალს.
- წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღრული განცხადებებისა და განარტიების მომხმარებლის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში შპს „რეშენალ სოლუშენსი“ უფლებამოსილია გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში ვებგვერდ hotsale.ge-ზე ,რის თაობაზეც მომხმარებელს წინასწარ ეცნობება ვებგვერდზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე 2 (ორი) დღით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით და მოხდება მისთვის საიტზე არსებული ბალანსის უკან დაბრუნება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- მმართველი კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს მოხმარებლის ანგარიში ვებგვერდ hotsale.ge-ზე, იმ შემთხვევაში თუკი რეგისტრაციიდან 2 წლის განმავლობაში არ განხორციელდება მომხმარებლის ანგარიშიდან არცერთი აქტივობა და დაიტოვოს მისი ბალანსი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- წინამდებარე ხელშეკრულების 5.3 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში მმართველი კომპანია ვებგვერდზე მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე 2 (ორი) დღით ადრე გაუგზავნის მომხმარებელს შეტყობინებას ანგარიშის მოსალოდნელი გაუქმების შესახებ.
- კომპანიის უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა
- კომპანია პასუხს არ აგებს არასწორად მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე მომხმარებლისთვის ან/და მესამე პირებისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე.
- ვებ-გვერდის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში მმართველი კომპანია უფლებამოსილია წაშალოს დამრღვევი მომხმარებლის ანგარიში.
- კომპანია გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის, ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.
- კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.
- კომპანია ვალდებულია დაექვემდებაროს წინამდებარე წესებს.
- კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მითითებული ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემების უსაფრთხოებაზე.
- კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევებზე, როდესაც ტექნიკური მიზეზებისა თუ დროებითი ხარვეზის გამო, მომხმარებელმა ვერ შეძლო სასურველი პროდუქციის შეძენა.
- კომპანია არ არის პასუხისმგებელი, თუ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის მოქმედებით (ხანძარი, აფეთქება, ავარია, ეპიდემია, პანდემია, წყალდიდობა და სხვა ფორს-მაჟორული გარემოებები).
- კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად შეცვალოს პროდუქტის შეძენის ან/და ანგარიშსწორების წესები.
- მმართველი კომპანია ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი;
- საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მმართველი კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც მმართველი კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.
- მმართველი კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა მმართველ კომპანიას ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც მმართველი კომპანია დაეთანხმა.
- მომხმარებლის უფლებამოსილებები
- თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მმართველ კომპანიას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან;
- საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მმართველ კომპანიას მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს;
- საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
- საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მმართველი კომპანიის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
- ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
- ბ) მმართველმა კომპანიამ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
- გ) მმართველი კომპანიის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:
- ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
- ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
- გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
- მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
- თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მმართველ კომპანიას ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
- მხარეთა პასუხისმგებლობა
- თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
- მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
- დაბრუნების პოლიტიკა ყოველგვარი საფუძვლის მითითების ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი
- „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში,გარდა იმ შემთხვევისა თუ:
- მმართელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მმართველი კომპანია ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
- მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
- მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
- მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
- მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
- მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
- მიწოდებულ იქნა ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი/მისი მიწოდების საფუძველი სააბონენტო ხელშეკრულებაა;
- ხელშეკრულება დაიდო უძრავი ქონების არასაცხოვრებელი მიზნით გადაცემაზე, საქონლის გადაზიდვაზე, სატრანსპორტო საშუალების ქირავნობაზე, კვების ორგანიზებაზე ან დასვენებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე და მასში მითითებულია ხელშეკრულების შესრულების განსაზღვრული თარიღი ან პერიოდი;
- მას ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ალკოჰოლური სასმელების მიწოდება, რომელთა ფასი შეთანხმდა ხელშეკრულების დადების მომენტში, ხოლო მიწოდება მოხდება 30 დღის შემდეგ, ამასთანავე, აღნიშნული ფასი დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ მერყეობაზე, რომელსაც მმართველი კომპანია ვერ აკონტროლებს;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთის მიწოდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია აღნიშნული ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობა, წესი და პირობები.
- ეს ვადა აითვლება: ა) მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან; ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან; გ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან; დ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
- დაბრუნების პირობები
- მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე. ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ნივთის დაბრუნების ფორმა (იხ. ჩვენს ვებ-გვერდზე) და გადმოგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@hotsale.ge.
- ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია: ა) მმართველ კომპანიას ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა; ბ) გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
- იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მმართველი კომპანია თავისი რესურსით.
- მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
- მმართველი კომპანია ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მმართველ კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
- თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
- მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
- ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ. ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი.
- კონფიდენციალურობის პოლიტიკა
- კომპანიის კონტროლირებად ვებ-გვერდზე hotsale.ge-ზე, ხელმისაწვდომია თანდართული ფაილის სახით წარმოდგენილი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
- კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.
- ვებ-გვერდზე hotsale.ge-ზე, რეგისტრაციით და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და დაეთანხმა კონფიდენციალურობის პოლიტიკას და კომპანიის ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
- მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი
- წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართები, ასევე მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება/დამატება, მოქმედებს მომხმარებლის მიერ ანგარიშის გაუქმებამდე.
- წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის კომპანიის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.
- მარეგულირებელი კანონმდებლობა
- წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
- დასკვნითი დებულებები
- წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე პუნქტის ბათილობა არ იწვევს მთლიანად წესებისა და პირობების ბათილობას.
- წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები ერთად წარმოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
- კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთ ხსენებული ცვლილების შემდეგ აპლიკაციის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.
- მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული ვადაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ წესებისა და პირობების მოქმედება კომპანიის მიმართ წერილობითი შეტყობინების განხორციელების საფუძველზე.
- საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებითა და პირობებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
- ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ნომერზე 032 2 19 44 88 ან მიმართოს კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით ელ.ფოსტაზე info@hotsale.ge.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
პრეამბულა
წინამდებარე პოლიტიკის საფუძველზე რეგულირდება მომხმარებელთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესი და უზრუნველყოფილია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა ნებისმიერი მესამე პირის მიერ არასანქცირებული წვდომისგან.
კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება მის კონტროლირებად ვებგვერდზე თითოული მომხმარებლის ვიზიტსა და იმ ინტერესს, რომელსაც მომხმარებელი ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ იჩენს.
ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კომპანია პასუხისმგებლობას იღებს, რომ იზრუნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე, გამოიყენოს მონაცემები მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის განუხრელად დაცვა.
ვებგვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით.
ტერმინთა განმარტება
მმართველი კომპანია/კომპანია - შპს „რეშენალ სოლუშენსი” (ს/კ 406054932) (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება,რეგისტრაციის თარიღი 21/09/2011) იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქ., №49, (ნაკვ. 17/1)/, ქუთათელის ქ.,№3; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქ., №49, (ნაკვ. 17/1)/, ქუთათელის ქ.,№3. ელექტრონული ფოსტა: info@hotsale.ge; ცხელი ხაზი: 032 2 19 44 88.
ვებგვერდი - კომპანიის მიერ ოპერირებადი ვებგვერდი www.hotsale.ge
პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია , რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება . ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ , მათ შორის , სახელით , გვარით , საიდენტიფიკაციო ნომრით , გეოლოკაციის მონაცემებით , ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით , ფიზიკური , ფიზიოლოგიური , ფსიქიკური , ფსიქოლოგიური , გენეტიკური , ეკონომიკური , კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.
მონაცემთა დამუშავება − მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან /და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.
მონაცემთა ავტომატური საშუალებებით დამუშავება − მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება.
მონაცემთა სუბიექტის თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად ) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება.
მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად ) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი , იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება , რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს , უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას.
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი ,იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება , რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით . დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი.
მესამე პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა,სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით.
პირდაპირი მარკეტინგი − ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან /და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან /და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან /და მხარდაჭერის მიზნით. პირდაპირ მარკეტინგად არ ჩაითვლება სახელმწიფო დაწესებულების მიერ ფიზიკური პირისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ ამ ინფორმაციის მიწოდება თავსებადია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების რომელიმე საფუძველთან.
პროფაილინგი − მონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა , რომელიც გულისხმობს მონაცემების გამოყენებას ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად , კერძოდ , იმ მახასიათებლების ანალიზსა და პროგნოზირებას , რომლებიც შეეხება ფიზიკური პირის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხს , მის ეკონომიკურ მდგომარეობას , ჯანმრთელობას , პირად ინტერესებს , სანდოობას , ქცევას , ადგილსამყოფელს ან გადაადგილებას;
ფაილური სისტემა − მონაცემთა სტრუქტურიზებული წყება , რომელშიც ისინი დალაგებული და ხელმისაწვდომია კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით.
მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება , როდესაც შეუძლებელია მონაცემთა სუბიექტთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას , ხარჯებს ან /და დროს საჭიროებს.
მონაცემთა ფსევდონიმიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება , როდესაც დამატებითი ინფორმაციის გამოყენების გარეშე შეუძლებელია მონაცემების კონკრეტულ მონაცემთა სუბიექტთან დაკავშირება და ეს დამატებითი ინფორმაცია შენახულია ცალკე და ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მეშვეობით მონაცემების იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან დაკავშირება არ ხდება.
მონაცემთა დაბლოკვა − მონაცემთა დამუშავების (გარდა შენახვისა ) დროებით შეჩერება.
ინციდენტი − მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა , რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას , დაკარგვას , აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებას , განადგურებას , შეცვლას , მათზე წვდომას , მათ შეგროვებას /მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი- მმართველი კომპანიის მიერ განსაზღვრული/დანიშნული პირი, რომელიც ასრულებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს და ზედამხედველობას ახორციელებს კომპანიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ პროცეს(ებ)ზე.
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესის მხარეები
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სუბიექტს წარმოადგენს მომხმარებელი,რომელიც ვებგვერდზე რეგისტრაცია-ავტორიზაციის ან/და მომსახურეობის შეძენის გზით თანხმობას აცხადებს მის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნით დამუშავებაზე.
- პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელს წარმოადგენს:
შპს „რეშენალ სოლუშენსი” (ს/კ 406054932) (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება,რეგისტრაციის თარიღი 21/09/2011) იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქ., №49, (ნაკვ. 17/1)/, ქუთათელის ქ.,№3; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქ., №49, (ნაკვ. 17/1)/, ქუთათელის ქ.,№3. ელექტრონული ფოსტა: info@hotsale.ge; ცხელი ხაზი: 032 2 19 44 88.
- მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
-
- კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, ერთ -ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
- მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
- მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- მონაცემთა დამუშავება საჭიროა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
- მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
- მონაცემთა სუბიექტისთვის მომსახურების გასაწევად;
- კომპანიისა და მომხმარებლის კანონიერი ინტერესების დასაცავად.
- მომხმარებელი არც კანონით და არც ხელშეკრულებით არ არის ვალდებული მიაწოდოს კომპანიას თავისი პერსონალური მონაცემები. მხოლოდ მათზე მიუწვდომლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ მომხმარებელი ვერ შეძლებს კომპანიის ვებგვერდით განსაზღვრული მომსახურეობის მიღებას.
- კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, ერთ -ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი
- მომხმარებლის მიერ hotsale.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაცია ხორციელდება მისი მხრიდან სახელის,გვარის,მობილური ტელეფონის ნომრისა და ელ.ფოსტის მითითების გზით,შესაბამისად კომპანია სრული და ეფექტური მომსახურეობის გაწევის მიზნით უფლებამოსილია დაამუშავოს მონაცემთა სუბიექტის ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემები.
- მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის მიერ ოპერირებად hotsale.ge ვებგვერდზე ავტორიზაცია გაიაროს ისეთი ე,წ Third party სერვისების საშუალებით , როგორიცაა:Google; Facebook; Apple ID.ავტორიზაციის აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას კომპანიას გადაეცემა მომხმარებელთან დაკავშირებული შემდეგი სახის პერსონალური მონაცემები:სახელი,გვარი,ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- მომხმარებელი უფლებამოსილია ვებგვერდზე განთავსებული სერვისი/მომსახურეობა,შეიძინოს ავტორიზაციის გავლის გარეშე კომპანიისთვის მასთან დაკავშირებული შემდეგი სახის პერსონალური მონაცემების მიწოდების გზით:სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი.
- კომპანიის მიერ შეთავაზებული მიწოდების სერვისით სარგებლობისას მომხმარებელმა კომპანიას დამატებით უნდა მიაწოდოს შემდეგი სახის პერსონალური მონაცემები:მისამართი,ტელეფონის ნომერი,პირადი ნომერი.აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების გარეშე მომხმარებელი ვერ შეძლებს მიწოდების სერვისით სარგებლობას.
- კომპანიის ოპერირებადი ვებგვერდის მეშვეობით არ ხორციელდება განსაკუთრებული კატეგორიის,ჯანმრთელობასთან დაკავშირებული,გენეტიკური და ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება.კომპანია არ ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებულია საბანკო ოპერაციების წარმოებასთან. აღნიშნული ოპერაციების განხორციელებისას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი საფინანსო დაწესებულების მიერ.
- კომპანიასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, კომპანია ახორციელებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებით:
- მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა;
- ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვა;
- მომხმარებელზე მორგებული ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შემუშავება და განხორციელება;
- მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
- კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მოწოდება;
- ვებგვერდისა და მისი კომპონენტების ადაპტირება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით
- ვებგვერდის მომხმარებლების დაცვა და თაღლითური ქმედებების პრევენცია
- მომხმარებლების იმ ჯგუფის განსაზღვრა, რომლისთვისაც უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება
- კომპანიის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
- კომპანიის მიერ კანონისმიერი და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად და ჯეროვნად შესრულება;
- მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და პრეტენზიებზე რეაგირება;
- ახალი პროდუქტების, სისტემების ან სერვისების დასატესტვა;
- კომპანიისა და კომპანიის მომხმარებლების რისკების მართვა;
- მომხმარებლის გადახდების განსახორციელება და მართვა;
- ვებგვერდზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების გაგზავნა მომხმარებელთან, როგორებიცაა მაგ. შესყიდვის წარმატებულად განხორციელება;
- სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა ლეგიტიმური მიზნები.
- პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლება-მოვალეობები
- მომხმარებელი ვალდებულია მომსახურების მიღების მიზნით მიაწოდოს კომპანიას მის შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია.
- მომხმარებელს, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტს, უფლება აქვს:
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს იმის დადასტურება , მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები , დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა,უსასყიდლოდ მიიღოს კომპანიასთან დაცული მისი პერსონალური მონაცემი;
- მოითხოვოს ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
- მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის (დროის ) შესახებ , ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია , ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე ;
- მოითხოვოს მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების , აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ ინფორმაცია;
- მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ , მათ შორის , ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე , თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
- მოითხოვოს კომპანიასთან დაცული თავისი პერსონალური მონაცემების ასლის გადაცემა;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი , არაზუსტი ან /და არასრული მონაცემების გასწორება , განახლება ან /და შევსება
- კომპანიას მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის , პროფაილინგის ) შეწყვეტა , წაშლა ან განადგურება;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
- ნებისმიერ დროს მოითხოვოს მარკეტინგული შეტყობინებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნის შეწყვეტა. კომპანია პატივს სცემს მომხმარებლის სურვილს და ასეთი შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში , მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეწყვეტს მომხმარებლის პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის;
- ნებისმიერ დროს , ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა ან შეზღუდოს კომპანიის მიერ თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რასთან დაკავშირებითაც უნდა აცნობოს კომპანიას ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კომპანია კისრულობს ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება. თუ მომხმარებელი არ ისურვებს პირადი ინფორმაციის გაცემას ან მოითხოვს ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
- წარადგინოს პრეტენზია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით,მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა ან/და სასამართლოში.
- არასრულწლოვანი პირები
- ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტები/სერვისები არ არის გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მიუღწევიათ კანონით განსაზღვრულ სრულწლოვნების ასაკამდე.
- კომპანია განზრახ არ აგროვებს ან ინახავს ინფორმაციას 18 წლამდე ასაკის პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვას კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება.
- კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორე,სწორედ ამიტომ, იმ შემთხვევაში თუკი თქვენთვის ცნობილი გახდა კომპანიის მიერ ოპერირებად ვებგვერდზე არასრულწლოვანის მიერ საქონლის/მომსახურეობის შეძენის ფაქტის შესახებ.გთხოვთ,დაგვიკავშირდეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: info@hotsale.ge.
- პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და შენახვის ვადა
- კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვასა და უსაფრთხოებას.
- კომპანია პასუხისმგებელია, რომ მიიღოს ყველა ორგანიზაციული და ტექნიკურ ზომა და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ და დაცულ იქნეს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მონაცემთა დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის, განადგურებისგან, წაშლისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან.
- მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. კომპანია ატარებს კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დაიცვას პერსონალური მონაცემები და ასევე ცდილობს პარტნიორული კავშირები დაამყაროს მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას. თუმცა კომპანია ვერ გასცემს გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.
- კომპანია მონაცემების შენახვას ახორციელებს იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად.
- მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე ანგარიშის/პროფილის გაუქმების შემდეგ, მისი მონაცემები შეინახება პოლიტიკის, კანონით და მარეგულირებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით..
- პერსონალური მონაცემების მიღების გზები და გაზიარება მესამე პირებისთვის
- კომპანია პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციას იღებს მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ავსებს სარეგისტრაციო ფორმას;გადის ავტორიზაციას ე.წ ე,წ Third party სერვისების საშუალებით ან/და ახორციელებს სერვისის/პროდუქტის შეძენას ავტორიზაციის გავლის გარეშე .
- კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსქტრუქციის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.
- ეფექტური,სწრაფი მომსახურეობის გასაწევად, კომპანია უფლებამოსილია გადასცეს მომხმარებელთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, კერძოდ:სახელი,გვარი,ტელეფონის ნომერი,ელ. ფოსტის მისამართი, მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ კომპანიებს,რომელთა პროდუქციის/სერვისების შესყიდვაც ხორციელდება მომხმარებლის მხრიდან კომპანიის მიერ ოპერირებად hotsale.ge-ს ვებგვერდზე.
- 3 მუხლით განსაზღვრულ პირებს,რომლებსაც მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.
- საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საკურიერო მომსახურების გამწევ პირს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია:შეკვეთის შესახებ ინფორმაცია,მობილური ტელეფონის ნომერი,მისამართი, პირადი ნომერი.მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.
- მონაცემების გაზიარება კომპანიის პარტნიორი კომპანიებისათვის,საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის,ქვეკონტრაქტორებისათვის,შესაძლოა საჭირო გახდეს იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
- პირდაპირი მარკეტინგი
- მონაცემთა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში,პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის,კერძოდ კომპანიისგან სარეკლამო შეტყობინებების, დაგეგმილი სიახლეების/აქციების/გათამაშებების/ფასდაკლებების შესახებ შეტყობინების მისაღებად შეიძლება დამუშავდეს მონაცემთა სუბიექტთან დაკავშირებული შემდეგი სახის პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მარკეტინგული შეტყობინებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნის შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი განხორციელდა ან/და info@hotsale.ge-ზე შეტყობინების გამოგზავნის გზით. კომპანია პატივს სცემს მომხმარებლის სურვილს და ასეთი შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში , მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეწყვეტს მომხმარებლის პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
- მზა-ჩანაწერები
- კომპანიის მიერ ოპერირებადი ვებგვერდი hotsale.ge იყენებს მზა-ჩანაწერებს ე.წ cookies ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების და ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით.
- კომპანიის მხრიდან მომხმარებელთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების მოპოვება და დამუშავება მზა-ჩანაწერების საშუალებით არ ხორციელდება.
- ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
- კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შევცვალოს წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა.
- კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ ეცნობება ავტორიზებულ/რეგისტრირებულ მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე,პირად პროფილზე შეტყობინების გაგზავნის/განთავსების გზით.
- გამოყენების პირობები
- წესებისა და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ამავდროულად ეთანხმება წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას, მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა მომხმარებლის სურვილით და ამისათვის მას გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
- კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი და “კონვენცია პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“.
- კავშირი კომპანიასთან
პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული კითხვების ან/და მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, მომხარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:info@hotsale.ge; ცხელი ხაზი: 032 2 19 44 88.
- კავშირი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან
მმართველ კომპანიას შპს „რეშენალ სოლუშენსი“-ს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესისა და პოლიტიკის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის მიზნით დანიშნული/განსაზღვრული ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ზედამხედველობს კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავების პროცესს და ახორციელებს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. შპს „რეშენალ სოლუშენსი“-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: m.toliashvili@legalgroup.ge.