კატეგორია

ხელშეკრულება

ხელშეკრულება

  1. www.hotsale.ge -ზე თქვენ მიერ, თქვენი მონაცემების შეყვანით, წინამდებარე ხელშეკრულების გაცნობის შემდეგ, ველის „მე ვეთანხმები ხელშეკრულებას“ მონიშვნითა და რეგისტრაციით, შპს „რეშენალ სოლუშენს“-თან დებთ წინამდებარე ხელშეკრულებას. რეგისტრაცია მიიჩნევა წინამდებარე ხელშეკრულების ყველა პირობაზე თქვენ მიერ გამოხატულ თანხმობად.

თქვენ შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მყიდველი“/ „მომხმარებელი“

შპსრეშენალ სოლუშენს“-ი შემდგომში მოხსენიებული, როგორც „შუამავალი“

www.hotsale.ge შემდგომში მოხსენიებული, როგორც „საიტი“

ხელშეკრულება წინამდებარე ხელშეკრულება და მისი დანართ(ებ)ი ასეთის არსებობის შემთხვევაში, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ხელშეკრულება“

დანართი ნებისმიერი შეთავაზება, აქცია ან/და დამატებითი პირობა, რაც იქნება განთავსებული საიტზე, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „დანართი“

გამყიდველი  განთავსებულ საქონლზე ან/და მომსახურებაზე რეალიზაციის უფლების მქონე/განცხადების განმათავსებელი საიტზე, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „გამყიდველი“

პრომოკოდი მომხმარებლის მიერ შუამავალისგან მიღებული კოდი, რომელიც არის  ასოებისა და ციფრებისაგან შედგენილი კოდი, უნიკალური იდენტიფიკატორი, რის საშუალებითაც ხდება მომხმარებლის/მყიდველის იდენტიფიცირება და რომელიც იძლევა გამყიდველთან საქონლის/მომსახურების  შეძენის უფლებას აქციის პირობებით, მისი მოქმედების დროს, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „პრომოკოდი“

აქცია აქტივობა, რომელსაც ახორციელებს გამყიდველი საკუთარი საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის მიზნით, ან/და შუამავალი, შუამავლის საიტის მომხმარებლებისათვის, აქციის ინდივიდუალური პირობებით. აქციის ჩატარების პირობები ქვეყნდება საიტზე და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. აქციის მონაწილეა პრომოკოდის შემძენი, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „აქცია“

აქციის მოქმედების დრო დროის პერიოდი, რომლის დროსაც შუამავალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას შეიძინოს პრომოკოდი, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „აქციის მოქმედების დრო“

პრომოკოდის მოქმედების ვადა დროის პერიოდი, რომლის დროსაც გამყიდველი ვალდებულია პრომოკოდის წარმდგენ მომხმარებელს/მყიდველს გადასცეს საქონელი/მომსახურება აქციის  პირობების თანახმად, მოქმედების ვადა ეთითება საიტზე, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „პრომოკოდის მოქმედების ვადა“

  1. შუამავალი ახორციელებს გამყიდველის საქონლის ან/და მომსახურების ან/და აქციების განთავსებას ან/და მომხმარებლისადმი შეთავაზებას ან/და სხვადასხვა აქციებს.
  2. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ შეყვანილი ინფორმაცია არის მისი, არის ნამდვილი და სწორი და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  3. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მას გააჩნია რეგისტრაციის, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების, შემდგომი ტრანზაქციების უფლებამოსილება და ყველა შესაბამისი დოკუმენტი/ნებართვა/უფლება/ლიცენზია და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  4. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მისი მოქმედებით არ ირღვევა სხვა პირთა უფლებები და თავისუფლებები და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  5. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მას სურს გრძელვადიანი ურთიერთობის ფარგლებში საიტით სარგებლობა ან/და მომსახურების მიღება ან/და შეძენა და ამ მიზნით დებს წინამდებარე გარიგებას და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  6. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ თუ მას აღარ სურს გრძელვადიანი ურთიერთობის ფარგლებში საიტით სარგებლობა ან/და მომსახურების მიღება ან/და შეძენა იგი თავად მოახდენს რეგისტრაციის გაუქმებას და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  7. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ საიტზე შეყვანილ ინფორმაციას, პაროლს, პრომოკოდს, მიღებულ რაიმე სხვა კოდს/ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეინახავს საიდუმლოდ, დაიცავს, გაუფრთხილდება, მიიღებს ყველა შესაბამის ზომას მათი გამჟღავნებისაგან თავის დასაცავად და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  8. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ პასუხს აგებს მისი რეგისტრაციით/ანგარიშით განხორციელებულ მის ყველა აქტივობაზე.
  9. მხარეები თანხმდებიან, რომ შესაძლებელია საიტზე განთავსებული აქცია გაუქმდეს, შეიცვალოს, შეწყდეს.
  10. მხარეები თანხმდებიან, რომ შუამავალი უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე ხელშეკრულებაში, რაც შესაძლოა აცნობოს მყიდველს/მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
  11. მხარეები თანხმდებიან, რომ პრომოკოდის შეძენა ნიშნავს იმას, რომ მყიდველი/მომხმარებელი დეტალურად გაეცნო და ეთანხმება შეთავაზების/აქციის ყველა წესსა და პირობას.
  12. შუამავლის უფლებამოსილება შემოიფარგლება საიტზე გამყიდველის სახელით გარიგების საგნისა და პირობების საიტზე გამოქვეყნებით, ასევე მომხმარებლის მიერ ფულადი სახსრების ჩარიცხვის შემდეგ მისთვის რომოკოდების გადაცემით.
  13. მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა პრეტენზია შეთავაზების პირობაზე/ნასყიდობის საგანზე/მომსახურებაზე და დაკავშირებულ საკითხებზე წარედგინება გამყიდველს. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს, რომ მისთვის მკაფიოდ და ცალსახადაა ცნობილი, რომ შუამავალი გამყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელი არ არის.
  14.  მყიდველი/მომხმარებელი პრომოკოდის შეძენის ღირებულების ანგარიშსწორებას ახორციელებს შუამავლის წინაშე უნაღდო ანგარიშსწორების გზით, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
  15. მყიდველი/მომხმარებელი პრომოკოდის შეძენის ღირებულების გარდა საჭირო ანგარიშსწორებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომსახურების ან/და შეძენის მიზნით ღირებულების გადახდას ახორციელებს შუამავლის გარდა გამყიდველის წინაშე, უნაღდო ან/და ნაღდი ანგარიშსწორების გზით, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.

  16. ანგარიშსწორებისას ყველა დაკავშირებულ ხარჯს ანაზღაურებს მომხმარებელი/მყიდველი.

  17. მომხმარებლის/მყიდველის გამოუყენებელი თანხის მის საბანკო ანგარიშზე  დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა/მყიდველმა წარადგინა წერილობითი მოთხოვნა და ყველა საჭირო დოკუმენტი, არანაკლებ წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

  18. საქონლის დაბრუნება ხდება მხოლოდ პრომოკოდის მოქმედების დროს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ შეესაბამება საიტზე განთავსებულ აღწერას.
  19. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ პრომოკოდი გააქტიურდა (გამოყენებულ იქნა) და მომხმარებლის მიერ გამყიდველისაგან მიღებულ იქნა საქონელი/მომსახურება, ყველა პრეტენზია ასეთი პრომოკოდების შესაბამისი ფულადი თანხის დაბრუნების შესახებ, მიმართული იქნება გამყიდველისაკენ.
  20. აქციის დამთავრების შემდეგ თანხა უკან არ ბრუნდება.
  21. მომხმარებელი/მყიდველი აცხადებს, რომ მის მონაცემებს, კერძოდ სავალდებულოდ შესავსები  ველების შევსებით სახელს, გვარს, ელექტრონულ ფოსტას, ტელეფონის ნომერს აძლევს მისი თანხმობითა და ნებით შუამავალს -  მომსახურების გაწევის მიღების მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, მომხმარებლის/მყიდველის განცხადების განსახილველად, პირდაპირი მარკეტინგის  მიზნებისათვის, ხარისხის მართვისა და გაუმჯობესებისათვის,  მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად, საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად

    22.1. მომხმარებელი/მყიდველი აცხადებს, რომ მის მონაცემებს, კერძოდ არა სავალდებულოდ შესავსები  ველების მისი ინიციატივით შევსების შემთხვევაში დაბადების თარიღს აძლევს მისი თანხმობითა და ნებით შუამავალს -  პირდაპირი მარკეტინგის  მიზნებისათვის, რათა მოხდეს დაბადების თარიღის შესაბამისად სხვადასხვა აქციების, ფასდაკლების შეთავაზება, საჩუქრის გადაცემა.

    22.2. მომხმარებელი/მყიდველი აცხადებს, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს შუამავალთან ან/და გამყიდველთან პირადობის მოწმობის წარდგენა, იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევის მიღების მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ან მომხმარებლის/მყიდველის მომსახურების გასაწევად/ნივთის გადასაცემად საჭიროა პირის ასაკის ცოდნა/შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში - რაც განსაზღვრული იქნება კონკრეტული შეთავაზების დანართში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    22.3. მომხმარებელი/მყიდველი თანხმობას აძლევს შუამავალს, რომ მისი მონაცემები, კერძოდ სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი გადაეცეს გამყიდველს მომსახურების გაწევის მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, მომხმარებლის/მყიდველის განცხადების განსახილველად, ხარისხის მართვისა და გაუმჯობესებისათვის, მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად, საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად.

    22.4. მომხმარებელი/მყიდველი თანხმობას აძლევს შუამავალს, რომ მისი მონაცემები, გადაეცეს სუბიექტს, რომელიც შეიძენს შუამავალს, ასეთის არსებობის შემთხვევაში  -  მომსახურების გაწევის მიღების მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, მომხმარებლის/მყიდველის განცხადების განსახილველად, პირდაპირი მარკეტინგის  მიზნებისათვის, ხარისხის მართვისა და გაუმჯობესებისათვის,  მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად, საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად, მომხმარებლის/მყიდველის განცხადების განსახილველად საჭიროა პირის ასაკის ცოდნა/შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში - რაც განსაზღვრული იქნება კონკრეტული შეთავაზების დანართში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

    22.4.1  მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც საქართველოში მოქმედი კოპანიების უმეტესი ნაწილი  გადავიდა მიწოდების სერვისზე, გაჩნდა საჭიროება მომხმარებლის მხრიდან მიეთითოს პირადი ნომერი, რათა ჩვენთვის, როგორც საშუამავლო კომპანიისთვის  შესაძლებელი გახდეს საბოლოო მომხმარებლზე სასაქონლო ზედნადების  გამოწერა.მიწოდების სერვისის შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად კი აუცილებელია მომხმარებლის მიერ, მიტანის სერვისით პროდუქტის შეკვეთისას მიეთითოს მიმღების მისამართი.
     აღნიშული მონაცმები შიენახება საიტზე  მიწოდების სერვისის არსებობის /მოქმედების ვადით.

    22.5. მომხმარებელს/მყიდველს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს შუამავალს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა, ასეთი მოთხოვნა უნდა დაფიქსირდეს support@hotsale.ge, info@hotsale.ge ელექტრონულ ფოსტაზე.

    22.6. მომხმარებელი/მყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს მისი რეგისტრაცია საიტზე ღილაკზე დაჭერით, ასეთ შემთხვევაში იშლება მომხმარებელთან/მყიდველთან დაკავშირებული ყველა მონაცემი, ხოლო გაუხარჯავი ბალანსი რჩება შუამავალს და არ ექვემდებარება დაბურნებას. საიტზე რჩება მხოლოდ ის რეგისტრაციისას მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, ხოლო მომხმარებლის/მყიდველის მიერ შეყვანილი მონაცემები იშლება. რეგისტრაციის გაუქმების უფლება წარმოადგენს მომხმარებლის/მყიდველის უფლებას.

    22.7. მომხმარებლის/მყიდველის რეგისტრაცია შეიძლება გააუქმოს შუამავალმა, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის/მყიდველი  მისი რეგისტრაციით ლახავს სხვა პირთა უფლებებს და თავისუფლებებს, ასეთ შემთხვევაში გაუქმებამდე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოხდება ინფორმირება და ბალანსზე გაუხარჯავი თანხის დაბრუნება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    22.8. შუამავალი უფლებამოსილია მომხმარებლის/მყიდველის რეგისტრაცია გააუქმოს  იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის/მყიდველის  რეგისტრაციიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში არ განხორციელებულა არცერთი აქტივობა. ასეთ შემთხვევაში გაუქმებამდე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოხდება ინფორმირება, გაუხარჯავი ბალანსი რჩება შუამავალს და არ ექვემდებარება დაბურნებას,  ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    22.9. მომხმარებელი/მყიდველი უფლებამოსილია საიტზე რეგისტრირებული იყოს მანამ, სანამ არ გააუქმებს თავად რეგისტრაციას ან არ გაუქმდება რეგისტრაცია.

  22. საიტზე სტუმრობისას სერვერზე ფიქსირდება საიტზე შესვლის თარიღი და მეთოდი, ინტერნეტპროტოკოლის მისამართი, რეფერალი და დათვალიერებული რესურსის მისამართი, საიტის  ხარისხის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ტექნიკური და მარკეტინგული შეფასების/ანალიზის მიზნით, შპს „რეშენალ სოლუშენს“-ი სარგებლობს Google Analytics, Yandex Metrika, AdOcean, Facebook Pixel, Hotjar სერვისებით. საიტზე „მზა ჩანაწერები“ გამოიყენება ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების და ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით, მზა ჩანაწერებში ინახება  XSRF შეტევისგან თავდაცვისთვის მომხმარებლისთვის მინიჭებული უნიკალური ჰეში, შპს „რეშენალ სოლუშენს“-ის ვებ-გვერდი www.hotsale.ge შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას სხვა საიტების  შესახებ, შპს „რეშენალ სოლუშენს“-ი არ არის პასუხისმგებელი ასეთ საიტებზე არსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, სხვა საიტის სტუმრობისას შეგიძლიათ გაეცნოთ მასზე არსებულ ხელშეკრულებას ან/და წესებსა და პირობებს.