ხელშეკრულება და კონფიდენციალურობის პოლიტიკა

                                                                                        ხელშეკრულება

  1. www.hotsale.ge -ზე თქვენ მიერ, თქვენი მონაცემების შეყვანით, წინამდებარე ხელშეკრულების გაცნობის შემდეგ, ველის „მე ვეთანხმები ხელშეკრულებას“ მონიშვნითა და რეგისტრაციით, შპს „რეშენალ სოლუშენს“-თან დებთ წინამდებარე ხელშეკრულებას. რეგისტრაცია მიიჩნევა წინამდებარე ხელშეკრულების ყველა პირობაზე თქვენ მიერ გამოხატულ თანხმობად.

თქვენ შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მყიდველი“/ „მომხმარებელი“

შპსრეშენალ სოლუშენს“-ი შემდგომში მოხსენიებული, როგორც „შუამავალი“

www.hotsale.ge შემდგომში მოხსენიებული, როგორც „საიტი“

ხელშეკრულება წინამდებარე ხელშეკრულება და მისი დანართ(ებ)ი ასეთის არსებობის შემთხვევაში, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ხელშეკრულება“

დანართი ნებისმიერი შეთავაზება, აქცია ან/და დამატებითი პირობა, რაც იქნება განთავსებული საიტზე, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „დანართი“

გამყიდველი  განთავსებულ საქონლზე ან/და მომსახურებაზე რეალიზაციის უფლების მქონე/განცხადების განმათავსებელი საიტზე, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „გამყიდველი“

პრომოკოდი მომხმარებლის მიერ შუამავალისგან მიღებული კოდი, რომელიც არის  ასოებისა და ციფრებისაგან შედგენილი კოდი, უნიკალური იდენტიფიკატორი, რის საშუალებითაც ხდება მომხმარებლის/მყიდველის იდენტიფიცირება და რომელიც იძლევა გამყიდველთან საქონლის/მომსახურების  შეძენის უფლებას აქციის პირობებით, მისი მოქმედების დროს, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „პრომოკოდი“

აქცია აქტივობა, რომელსაც ახორციელებს გამყიდველი საკუთარი საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის მიზნით, ან/და შუამავალი, შუამავლის საიტის მომხმარებლებისათვის, აქციის ინდივიდუალური პირობებით. აქციის ჩატარების პირობები ქვეყნდება საიტზე და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. აქციის მონაწილეა პრომოკოდის შემძენი, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „აქცია“

აქციის მოქმედების დრო დროის პერიოდი, რომლის დროსაც შუამავალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას შეიძინოს პრომოკოდი, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „აქციის მოქმედების დრო“

პრომოკოდის მოქმედების ვადა დროის პერიოდი, რომლის დროსაც გამყიდველი ვალდებულია პრომოკოდის წარმდგენ მომხმარებელს/მყიდველს გადასცეს საქონელი/მომსახურება აქციის  პირობების თანახმად, მოქმედების ვადა ეთითება საიტზე, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „პრომოკოდის მოქმედების ვადა“

  1. შუამავალი ახორციელებს გამყიდველის საქონლის ან/და მომსახურების ან/და აქციების განთავსებას ან/და მომხმარებლისადმი შეთავაზებას ან/და სხვადასხვა აქციებს.
  2. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ შეყვანილი ინფორმაცია არის მისი, არის ნამდვილი და სწორი და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  3. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მას გააჩნია რეგისტრაციის, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების, შემდგომი ტრანზაქციების უფლებამოსილება და ყველა შესაბამისი დოკუმენტი/ნებართვა/უფლება/ლიცენზია და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  4. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მისი მოქმედებით არ ირღვევა სხვა პირთა უფლებები და თავისუფლებები და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  5. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მას სურს გრძელვადიანი ურთიერთობის ფარგლებში საიტით სარგებლობა ან/და მომსახურების მიღება ან/და შეძენა და ამ მიზნით დებს წინამდებარე გარიგებას და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  6. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ თუ მას აღარ სურს გრძელვადიანი ურთიერთობის ფარგლებში საიტით სარგებლობა ან/და მომსახურების მიღება ან/და შეძენა იგი თავად მოახდენს რეგისტრაციის გაუქმებას და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  7. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ საიტზე შეყვანილ ინფორმაციას, პაროლს, პრომოკოდს, მიღებულ რაიმე სხვა კოდს/ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეინახავს საიდუმლოდ, დაიცავს, გაუფრთხილდება, მიიღებს ყველა შესაბამის ზომას მათი გამჟღავნებისაგან თავის დასაცავად და იგი აგებს პასუხს წინამდებარე გარანტიის მცდარობის/დარღვევის ყველა შედეგზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  8. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ პასუხს აგებს მისი რეგისტრაციით/ანგარიშით განხორციელებულ მის ყველა აქტივობაზე.
  9. მხარეები თანხმდებიან, რომ შესაძლებელია საიტზე განთავსებული აქცია გაუქმდეს, შეიცვალოს, შეწყდეს.
  10. მხარეები თანხმდებიან, რომ შუამავალი უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე ხელშეკრულებაში, რაც შესაძლოა აცნობოს მყიდველს/მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
  11. მხარეები თანხმდებიან, რომ პრომოკოდის შეძენა ნიშნავს იმას, რომ მყიდველი/მომხმარებელი დეტალურად გაეცნო და ეთანხმება შეთავაზების/აქციის ყველა წესსა და პირობას.
  12. შუამავლის უფლებამოსილება შემოიფარგლება საიტზე გამყიდველის სახელით გარიგების საგნისა და პირობების საიტზე გამოქვეყნებით, ასევე მომხმარებლის მიერ ფულადი სახსრების ჩარიცხვის შემდეგ მისთვის რომოკოდების გადაცემით.
  13. მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა პრეტენზია შეთავაზების პირობაზე/ნასყიდობის საგანზე/მომსახურებაზე და დაკავშირებულ საკითხებზე წარედგინება გამყიდველს. მყიდველი/მომხმარებელი აცხადებს, რომ მისთვის მკაფიოდ და ცალსახადაა ცნობილი, რომ შუამავალი გამყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელი არ არის.
  14.  მყიდველი/მომხმარებელი პრომოკოდის შეძენის ღირებულების ანგარიშსწორებას ახორციელებს შუამავლის წინაშე უნაღდო ანგარიშსწორების გზით, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
  15. მყიდველი/მომხმარებელი პრომოკოდის შეძენის ღირებულების გარდა საჭირო ანგარიშსწორებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომსახურების ან/და შეძენის მიზნით ღირებულების გადახდას ახორციელებს შუამავლის გარდა გამყიდველის წინაშე, უნაღდო ან/და ნაღდი ანგარიშსწორების გზით, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.

  16. ანგარიშსწორებისას ყველა დაკავშირებულ ხარჯს ანაზღაურებს მომხმარებელი/მყიდველი.

  17. მომხმარებლის/მყიდველის გამოუყენებელი თანხის მის საბანკო ანგარიშზე  დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა/მყიდველმა წარადგინა წერილობითი მოთხოვნა და ყველა საჭირო დოკუმენტი, არანაკლებ წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

  18. საქონლის დაბრუნება ხდება მხოლოდ პრომოკოდის მოქმედების დროს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ შეესაბამება საიტზე განთავსებულ აღწერას.
  19. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ პრომოკოდი გააქტიურდა (გამოყენებულ იქნა) და მომხმარებლის მიერ გამყიდველისაგან მიღებულ იქნა საქონელი/მომსახურება, ყველა პრეტენზია ასეთი პრომოკოდების შესაბამისი ფულადი თანხის დაბრუნების შესახებ, მიმართული იქნება გამყიდველისაკენ.
  20. აქციის დამთავრების შემდეგ თანხა უკან არ ბრუნდება.
  21. მომხმარებელი/მყიდველი აცხადებს, რომ მის მონაცემებს, კერძოდ სავალდებულოდ შესავსები  ველების შევსებით სახელს, გვარს, ელექტრონულ ფოსტას, ტელეფონის ნომერს აძლევს მისი თანხმობითა და ნებით შუამავალს -  მომსახურების გაწევის მიღების მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, მომხმარებლის/მყიდველის განცხადების განსახილველად, პირდაპირი მარკეტინგის  მიზნებისათვის, ხარისხის მართვისა და გაუმჯობესებისათვის,  მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად, საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად

    22.1. მომხმარებელი/მყიდველი აცხადებს, რომ მის მონაცემებს, კერძოდ არა სავალდებულოდ შესავსები  ველების მისი ინიციატივით შევსების შემთხვევაში დაბადების თარიღს აძლევს მისი თანხმობითა და ნებით შუამავალს -  პირდაპირი მარკეტინგის  მიზნებისათვის, რათა მოხდეს დაბადების თარიღის შესაბამისად სხვადასხვა აქციების, ფასდაკლების შეთავაზება, საჩუქრის გადაცემა.

    22.2. მომხმარებელი/მყიდველი აცხადებს, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს შუამავალთან ან/და გამყიდველთან პირადობის მოწმობის წარდგენა, იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევის მიღების მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ან მომხმარებლის/მყიდველის მომსახურების გასაწევად/ნივთის გადასაცემად საჭიროა პირის ასაკის ცოდნა/შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში - რაც განსაზღვრული იქნება კონკრეტული შეთავაზების დანართში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    22.3. მომხმარებელი/მყიდველი თანხმობას აძლევს შუამავალს, რომ მისი მონაცემები, კერძოდ სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი გადაეცეს გამყიდველს მომსახურების გაწევის მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, მომხმარებლის/მყიდველის განცხადების განსახილველად, ხარისხის მართვისა და გაუმჯობესებისათვის, მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად, საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად.

    22.4. მომხმარებელი/მყიდველი თანხმობას აძლევს შუამავალს, რომ მისი მონაცემები, გადაეცეს სუბიექტს, რომელიც შეიძენს შუამავალს, ასეთის არსებობის შემთხვევაში  -  მომსახურების გაწევის მიღების მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, მომხმარებლის/მყიდველის განცხადების განსახილველად, პირდაპირი მარკეტინგის  მიზნებისათვის, ხარისხის მართვისა და გაუმჯობესებისათვის,  მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად, საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად, მომხმარებლის/მყიდველის განცხადების განსახილველად საჭიროა პირის ასაკის ცოდნა/შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში - რაც განსაზღვრული იქნება კონკრეტული შეთავაზების დანართში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

    22.4.1  მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც საქართველოში მოქმედი კოპანიების უმეტესი ნაწილი  გადავიდა მიწოდების სერვისზე, გაჩნდა საჭიროება მომხმარებლის მხრიდან მიეთითოს პირადი ნომერი, რათა ჩვენთვის, როგორც საშუამავლო კომპანიისთვის  შესაძლებელი გახდეს საბოლოო მომხმარებლზე სასაქონლო ზედნადების  გამოწერა.მიწოდების სერვისის შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად კი აუცილებელია მომხმარებლის მიერ, მიტანის სერვისით პროდუქტის შეკვეთისას მიეთითოს მიმღების მისამართი.
     აღნიშული მონაცმები შიენახება საიტზე  მიწოდების სერვისის არსებობის /მოქმედების ვადით.

    22.5. მომხმარებელს/მყიდველს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს შუამავალს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა, ასეთი მოთხოვნა უნდა დაფიქსირდეს support@hotsale.ge, info@hotsale.ge ელექტრონულ ფოსტაზე.

    22.6. მომხმარებელი/მყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს მისი რეგისტრაცია საიტზე ღილაკზე დაჭერით, ასეთ შემთხვევაში იშლება მომხმარებელთან/მყიდველთან დაკავშირებული ყველა მონაცემი, ხოლო გაუხარჯავი ბალანსი რჩება შუამავალს და არ ექვემდებარება დაბურნებას. საიტზე რჩება მხოლოდ ის რეგისტრაციისას მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, ხოლო მომხმარებლის/მყიდველის მიერ შეყვანილი მონაცემები იშლება. რეგისტრაციის გაუქმების უფლება წარმოადგენს მომხმარებლის/მყიდველის უფლებას.

    22.7. მომხმარებლის/მყიდველის რეგისტრაცია შეიძლება გააუქმოს შუამავალმა, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის/მყიდველი  მისი რეგისტრაციით ლახავს სხვა პირთა უფლებებს და თავისუფლებებს, ასეთ შემთხვევაში გაუქმებამდე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოხდება ინფორმირება და ბალანსზე გაუხარჯავი თანხის დაბრუნება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    22.8. შუამავალი უფლებამოსილია მომხმარებლის/მყიდველის რეგისტრაცია გააუქმოს  იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის/მყიდველის  რეგისტრაციიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში არ განხორციელებულა არცერთი აქტივობა. ასეთ შემთხვევაში გაუქმებამდე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოხდება ინფორმირება, გაუხარჯავი ბალანსი რჩება შუამავალს და არ ექვემდებარება დაბურნებას,  ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    22.9. მომხმარებელი/მყიდველი უფლებამოსილია საიტზე რეგისტრირებული იყოს მანამ, სანამ არ გააუქმებს თავად რეგისტრაციას ან არ გაუქმდება რეგისტრაცია.

  22. საიტზე სტუმრობისას სერვერზე ფიქსირდება საიტზე შესვლის თარიღი და მეთოდი, ინტერნეტპროტოკოლის მისამართი, რეფერალი და დათვალიერებული რესურსის მისამართი, საიტის  ხარისხის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ტექნიკური და მარკეტინგული შეფასების/ანალიზის მიზნით, შპს „რეშენალ სოლუშენს“-ი სარგებლობს Google Analytics, Yandex Metrika, AdOcean, Facebook Pixel, Hotjar სერვისებით. საიტზე „მზა ჩანაწერები“ გამოიყენება ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების და ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით, მზა ჩანაწერებში ინახება  XSRF შეტევისგან თავდაცვისთვის მომხმარებლისთვის მინიჭებული უნიკალური ჰეში, შპს „რეშენალ სოლუშენს“-ის ვებ-გვერდი www.hotsale.ge შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას სხვა საიტების  შესახებ, შპს „რეშენალ სოლუშენს“-ი არ არის პასუხისმგებელი ასეთ საიტებზე არსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, სხვა საიტის სტუმრობისას შეგიძლიათ გაეცნოთ მასზე არსებულ ხელშეკრულებას ან/და წესებსა და პირობებს.                           

                                               

                                         

                                       კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პრეამბულა

წინამდებარე პოლიტიკის საფუძველზე რეგულირდება მომხმარებელთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესი და უზრუნველყოფილია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა ნებისმიერი მესამე პირის მიერ არასანქცირებული წვდომისგან.

   კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება მის კონტროლირებად ვებგვერდზე თითოული მომხმარებლის ვიზიტსა და იმ ინტერესს, რომელსაც მომხმარებელი ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ იჩენს.

   ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კომპანია პასუხისმგებლობას იღებს, რომ იზრუნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე, გამოიყენოს მონაცემები მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის განუხრელად დაცვა.

   ვებგვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

ტერმინთა განმარტება

მმართველი კომპანია/კომპანია - შპსრეშენალ სოლუშენსი (ს/კ 406054932) (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება,რეგისტრაციის თარიღი 21/09/2011) იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქ., №49, (ნაკვ. 17/1)/, ქუთათელის ქ.,№3; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქ., №49, (ნაკვ. 17/1)/, ქუთათელის ქ.,№3. ელექტრონული ფოსტა: info@hotsale.ge; ცხელი ხაზი: 032 2 19 44 88.

ვებგვერდი - კომპანიის მიერ ოპერირებადი ვებგვერდი www.hotsale.ge

პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) ნებისმიერი ინფორმაცია , რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება . ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ , მათ შორის , სახელით , გვარით , საიდენტიფიკაციო ნომრით , გეოლოკაციის მონაცემებით , ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით , ფიზიკური , ფიზიოლოგიური , ფსიქიკური , ფსიქოლოგიური , გენეტიკური , ეკონომიკური , კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

მონაცემთა დამუშავება − მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან /და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.

მონაცემთა ავტომატური საშუალებებით დამუშავება − მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.

მონაცემთა სუბიექტი ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება.

მონაცემთა სუბიექტის თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად ) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება.

მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად ) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ.

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი , იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება , რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს , უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას.

დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი ,იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება , რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით . დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი.

მესამე პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა,სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით.

პირდაპირი მარკეტინგი − ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან /და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან /და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან /და მხარდაჭერის მიზნით. პირდაპირ მარკეტინგად არ ჩაითვლება სახელმწიფო დაწესებულების მიერ ფიზიკური პირისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ ამ ინფორმაციის მიწოდება თავსებადია  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების რომელიმე საფუძველთან.

პროფაილინგი − მონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა , რომელიც გულისხმობს მონაცემების გამოყენებას ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად , კერძოდ , იმ მახასიათებლების ანალიზსა და პროგნოზირებას , რომლებიც შეეხება ფიზიკური პირის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხს , მის ეკონომიკურ მდგომარეობას , ჯანმრთელობას , პირად ინტერესებს , სანდოობას , ქცევას , ადგილსამყოფელს ან გადაადგილებას;

ფაილური სისტემა − მონაცემთა სტრუქტურიზებული წყება , რომელშიც ისინი დალაგებული და ხელმისაწვდომია კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით.

მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება , როდესაც შეუძლებელია მონაცემთა სუბიექტთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას , ხარჯებს ან /და დროს საჭიროებს.

მონაცემთა ფსევდონიმიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება , როდესაც დამატებითი ინფორმაციის გამოყენების გარეშე შეუძლებელია მონაცემების კონკრეტულ მონაცემთა სუბიექტთან დაკავშირება და ეს დამატებითი ინფორმაცია შენახულია ცალკე და ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მეშვეობით მონაცემების იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან დაკავშირება არ ხდება.

მონაცემთა დაბლოკვა − მონაცემთა დამუშავების (გარდა შენახვისა ) დროებით შეჩერება.

ინციდენტი − მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა , რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას , დაკარგვას , აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებას , განადგურებას , შეცვლას , მათზე წვდომას , მათ შეგროვებას /მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას.

  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესის მხარეები
    • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სუბიექტს წარმოადგენს მომხმარებელი,რომელიც ვებგვერდზე რეგისტრაცია-ავტორიზაციის ან/და მომსახურეობის შეძენის გზით თანხმობას აცხადებს მის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნით დამუშავებაზე.
    • პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელს წარმოადგენს:

შპსრეშენალ სოლუშენსი (ს/კ 406054932) (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება,რეგისტრაციის თარიღი 21/09/2011) იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქ., №49, (ნაკვ. 17/1)/, ქუთათელის ქ.,№3; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქ., №49, (ნაკვ. 17/1)/, ქუთათელის ქ.,№3. ელექტრონული ფოსტა: info@hotsale.ge; ცხელი ხაზი: 032 2 19 44 88.

  1. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
    • კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, ერთ -ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
      • მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან  რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
      • მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
      • მონაცემთა დამუშავება საჭიროა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
      • მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
      • მონაცემთა სუბიექტისთვის მომსახურების გასაწევად;
      • კომპანიისა და მომხმარებლის კანონიერი ინტერესების დასაცავად.
    • მომხმარებელი არც კანონით და არც ხელშეკრულებით არ არის ვალდებული მიაწოდოს კომპანიას თავისი პერსონალური მონაცემები. მხოლოდ მათზე მიუწვდომლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ მომხმარებელი ვერ შეძლებს კომპანიის ვებგვერდით განსაზღვრული მომსახურეობის მიღებას.
  2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი
    • მომხმარებლის მიერ hotsale.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაცია ხორციელდება მისი მხრიდან სახელის,გვარის,მობილური ტელეფონის ნომრისა და ელ.ფოსტის მითითების გზით,შესაბამისად კომპანია სრული და ეფექტური მომსახურეობის გაწევის მიზნით უფლებამოსილია დაამუშავოს მონაცემთა სუბიექტის ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემები.
    • მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის მიერ ოპერირებად hotsale.ge ვებგვერდზე ავტორიზაცია გაიაროს ისეთი ე,წ Third party სერვისების საშუალებით , როგორიცაა:Google; Facebook; Apple ID.ავტორიზაციის აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას კომპანიას გადაეცემა მომხმარებელთან დაკავშირებული შემდეგი სახის  პერსონალური მონაცემები:სახელი,გვარი,ელექტრონული ფოსტის მისამართი.
    • მომხმარებელი უფლებამოსილია ვებგვერდზე განთავსებული სერვისი/მომსახურეობა,შეიძინოს ავტორიზაციის გავლის გარეშე კომპანიისთვის მასთან დაკავშირებული შემდეგი სახის პერსონალური მონაცემების მიწოდების გზით:სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი.
    • კომპანიის მიერ შეთავაზებული მიწოდების სერვისით სარგებლობისას მომხმარებელმა კომპანიას დამატებით უნდა მიაწოდოს შემდეგი სახის პერსონალური მონაცემები:მისამართი,ტელეფონის ნომერი,პირადი ნომერი.აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების გარეშე მომხმარებელი ვერ შეძლებს მიწოდების სერვისით სარგებლობას.
    • კომპანიის ოპერირებადი ვებგვერდის მეშვეობით არ ხორციელდება განსაკუთრებული კატეგორიის,ჯანმრთელობასთან დაკავშირებული,გენეტიკური და ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება.კომპანია არ ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებულია საბანკო ოპერაციების წარმოებასთან. აღნიშნული ოპერაციების განხორციელებისას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი საფინანსო დაწესებულების მიერ.
    • კომპანიასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, კომპანია ახორციელებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებით:
      • მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა;
      • ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვა;
      • მომხმარებელზე მორგებული ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შემუშავება და განხორციელება;
      • მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
      • კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მოწოდება;
      • ვებგვერდისა და მისი კომპონენტების ადაპტირება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით
      • ვებგვერდის მომხმარებლების დაცვა და თაღლითური ქმედებების პრევენცია
      • მომხმარებლების იმ ჯგუფის განსაზღვრა, რომლისთვისაც უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება
      • კომპანიის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
      • კომპანიის მიერ კანონისმიერი და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად და ჯეროვნად შესრულება;
      • მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და პრეტენზიებზე რეაგირება;
      • ახალი პროდუქტების, სისტემების ან სერვისების დასატესტვა;
      • კომპანიისა და კომპანიის მომხმარებლების რისკების მართვა;
      • მომხმარებლის გადახდების განსახორციელება და მართვა;
      • ვებგვერდზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების გაგზავნა მომხმარებელთან, როგორებიცაა მაგ. შესყიდვის წარმატებულად განხორციელება;
      • სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
      • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა ლეგიტიმური მიზნები.
  1. პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლება-მოვალეობები
    • მომხმარებელი ვალდებულია მომსახურების მიღების მიზნით მიაწოდოს კომპანიას მის შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია.
    • მომხმარებელს, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტს, უფლება აქვს:
      • დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს იმის დადასტურება , მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები , დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა,უსასყიდლოდ მიიღოს კომპანიასთან დაცული მისი პერსონალური მონაცემი;
      • მოითხოვოს ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
      • მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის (დროის ) შესახებ , ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია , ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე ;
      • მოითხოვოს მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების , აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ ინფორმაცია;
      • მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ , მათ შორის , ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე , თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
      • მოითხოვოს კომპანიასთან დაცული თავისი პერსონალური მონაცემების ასლის გადაცემა;
      • დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი , არაზუსტი ან /და არასრული მონაცემების გასწორება , განახლება ან /და შევსება
      • კომპანიას მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის , პროფაილინგის ) შეწყვეტა , წაშლა ან განადგურება;
      • დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
      • ნებისმიერ დროს მოითხოვოს მარკეტინგული შეტყობინებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნის შეწყვეტა. კომპანია პატივს სცემს მომხმარებლის სურვილს და ასეთი შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში , მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეწყვეტს მომხმარებლის პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის;
      • ნებისმიერ დროს , ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა ან შეზღუდოს კომპანიის მიერ თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რასთან დაკავშირებითაც უნდა აცნობოს კომპანიას ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კომპანია კისრულობს ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება. თუ მომხმარებელი არ ისურვებს პირადი ინფორმაციის გაცემას ან მოითხოვს ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
      • წარადგინოს პრეტენზია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით,მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა ან/და სასამართლოში.
  1. არასრულწლოვანი პირები
    • ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტები/სერვისები  არ არის გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მიუღწევიათ კანონით განსაზღვრულ სრულწლოვნების ასაკამდე.
    • კომპანია განზრახ არ აგროვებს ან ინახავს ინფორმაციას 18 წლამდე ასაკის პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვას კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება.
    • კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორე,სწორედ ამიტომ, იმ შემთხვევაში თუკი თქვენთვის ცნობილი გახდა კომპანიის მიერ ოპერირებად ვებგვერდზე არასრულწლოვანის მიერ საქონლის/მომსახურეობის შეძენის ფაქტის შესახებ.გთხოვთ,დაგვიკავშირდეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: info@hotsale.ge.
  2. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და შენახვის ვადა
    • კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვასა და უსაფრთხოებას.
    • კომპანია პასუხისმგებელია, რომ მიიღოს ყველა ორგანიზაციული და ტექნიკურ ზომა და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ და დაცულ იქნეს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მონაცემთა დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის, განადგურებისგან, წაშლისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან.
    • მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. კომპანია ატარებს კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დაიცვას პერსონალური მონაცემები და ასევე ცდილობს პარტნიორული კავშირები დაამყაროს მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას. თუმცა კომპანია ვერ გასცემს გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.
    • კომპანია მონაცემების შენახვას ახორციელებს იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად.
    • მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე ანგარიშის/პროფილის გაუქმების შემდეგ, მისი მონაცემები შეინახება პოლიტიკის, კანონით და მარეგულირებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით..

 

  1. პერსონალური მონაცემების მიღების გზები და გაზიარება მესამე პირებისთვის
    • კომპანია პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციას იღებს მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ავსებს სარეგისტრაციო ფორმას;გადის ავტორიზაციას ე.წ ე,წ Third party სერვისების საშუალებით ან/და ახორციელებს სერვისის/პროდუქტის შეძენას ავტორიზაციის გავლის გარეშე .
    • კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსქტრუქციის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.
    • ეფექტური,სწრაფი მომსახურეობის გასაწევად, კომპანია უფლებამოსილია გადასცეს მომხმარებელთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, კერძოდ:სახელი,გვარი,ტელეფონის ნომერი,ელ. ფოსტის მისამართი, მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ კომპანიებს,რომელთა პროდუქციის/სერვისების შესყიდვაც ხორციელდება მომხმარებლის მხრიდან კომპანიის მიერ ოპერირებად hotsale.ge-ს ვებგვერდზე.
    • 3 მუხლით განსაზღვრულ პირებს,რომლებსაც მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.
    • საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საკურიერო მომსახურების გამწევ პირს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია:შეკვეთის შესახებ ინფორმაცია,მობილური ტელეფონის ნომერი,მისამართი, პირადი ნომერი.მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.
    • მონაცემების გაზიარება კომპანიის პარტნიორი კომპანიებისათვის,საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის,ქვეკონტრაქტორებისათვის,შესაძლოა საჭირო გახდეს იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

 

  1. პირდაპირი მარკეტინგი
    • მონაცემთა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში,პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის,კერძოდ კომპანიისგან  სარეკლამო შეტყობინებების, დაგეგმილი სიახლეების/აქციების/გათამაშებების/ფასდაკლებების შესახებ შეტყობინების მისაღებად შეიძლება დამუშავდეს მონაცემთა სუბიექტთან დაკავშირებული  შემდეგი სახის პერსონალური მონაცემები: სახელი,გვარი,ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
    • მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მარკეტინგული შეტყობინებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნის შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი განხორციელდა ან/და info@hotsale.ge-ზე შეტყობინების გამოგზავნის გზით. კომპანია პატივს სცემს მომხმარებლის სურვილს და ასეთი შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში , მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეწყვეტს მომხმარებლის პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
  2. მზა-ჩანაწერები
    •  კომპანიის მიერ ოპერირებადი ვებგვერდი hotsale.ge იყენებს მზა-ჩანაწერებს ე.წ cookies ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების და ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით.
    • კომპანიის მხრიდან მომხმარებელთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების მოპოვება და დამუშავება მზა-ჩანაწერების საშუალებით არ ხორციელდება.

 

  1. ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
    • კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შევცვალოს წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა.
    • კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ ეცნობება ავტორიზებულ/რეგისტრირებულ მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე,პირად პროფილზე შეტყობინების გაგზავნის/განთავსების გზით.
  2. გამოყენების პირობები
    • წესებისა და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ამავდროულად ეთანხმება წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას, მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა მომხმარებლის სურვილით და ამისათვის მას გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
    • კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი და “კონვენცია პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“.
  3. კავშირი კომპანიასთან
    • პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული კითხვების ან/და მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, მომხარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:info@hotsale.ge; ცხელი ხაზი: 032 2 19 44 88.