გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

როგორ დავიკლოთ წონაში დიეტის გარეშე?

როგორ დავიკლოთ წონაში დიეტის გარეშე?

13398

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის სპეციალიტებმა ჩამოთვალეს ის ღონისძიებები, რომლებიც სპეციალური დიეტის დაცვის გარეშე, წონაში კლების საშუალებას მისცემს ადამიანს.

ექიმები გვირჩევენ დღის განმავლობაში შევასრულოთ სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიში: ბუქნები, კედლიდან აზიდვა და ადგილზე სირბილი. დილა უმჯობესია დავიწყოთ 10 წუთიანი გასეირნებით.

  #!#

ასევე უნდა შევზღუდოთ ალკოჰოლის მიღება, არ უნდა დავლიოთ ყავა შუადღის შემდეგ, ძილის გასაუმჯობესებლად. ხილის წვენები და სხვა ტკბილი სასმელები უნდა ჩავანაცვლოთ წყლით, რძით ან ჩაით. იგივე დამოკიდებულებაა რძიანი შოკოლადის მიმართაც. ის უნდა შევცვალოთ შავი შოკოლადით.

დღის განმავლობაში წახემსება რომ აღარ მოგვიხდეს, ექიმები გვირჩევენ ძირითად კვებაზე მივიღოთ შედარებით მეტი საკვები. 

რჩევების ნუსხაშია ასევე სეირნობა, დადებითი ემოციების მიღების ალტერნატიული საშუალებების ძიება (საკვების გარდა), მაგალითად სასიამოვნო საუბრები მეგობრებთან.

ამასთან, ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გარკვეული საკვების აკრძალვა საჭირო არაა. თუ რაიმეს მირთმევა გსურთ, თავს უარი არ უნდა უთხრათ. უბრალოდ, ეს აუჩქარებლად უნდა გააკეთოთ.

ამ ავტორის სხვა სტატიები

  #!#