ჩვენ არ გთავაზობთ ისეთ პროდუქტს და/ან მომსახურებას რაც ისედაც ფასდაკლებით იყიდება. ჩვენ ვარჩევთ მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების მომწოდებლებს და მათთან ერთად, მხოლოდ www.hotsale.ge-ის მომხმარებლისთვის ვამზადებთ უნიკალურ აქციებს დიდი ფასდაკლებით.
საიტზე www.hotsale.ge განთავსებული ფასდაკლებების აქციები მოქმედებს მხოლოდ საიტიდან შეძენის შემთხვევაში!
არსებობს აქციის ორი ტიპი:
- იყიდება ფასდაკლების ვაუჩერი, რომლის შეძენის შემთხვევაში მიიღებთ ექსკლუზიურ ფასდაკლებას ადგილზე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ საიტის მომხმარებლებისთვის.
- იყიდება მთლიანად მომსახურება ან პროდუქტი ექსკლუზიურ ფასად, რომელიც ასევე განკუთვნილია მხოლოდ საიტის მომხმარებლებისთვის. ასეთ შემთხვევაში ადგილზე არაფერს იხდით.
მომსახურების ან პროდუქტის ვაუჩერის შესაძენად უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე და გაიაროთ ავტორიზაცია.
გადახდა შესაძლებელია 2 გზით :
1. ბარათით - ნებისმიერი ბანკის Visa ან Mastercard ბარათის მეშვეობით. ეს პროცესი აბსოლუტურად დაცულია და არავითარი საკომისიო არ გეჭრებათ.
2. ბალანსით - შეგიძლიათ ბალანსის შევსება (ბალანსის ნომერი გენიჭებათ რეგისტრაციის დროს და მითითებულია საიტზე თქვენს პროფილში) TBC Pay, Express Pay ან Paybox სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, ასევე ელექტრონული საფულიდან Oppa და შემდგომ გადახდა თქვენი ბალანსიდან. ამ შემთხვევაშიც არავითარი საკომისიო არ გეჭრებათ. ბალანსის შევსების შემდეგ უბრუნდებით საიტს www.hotsale.ge და ახორციელებთ სასურველი პროდუქციის შეძენას.
ფასდაკლების ვაუჩერს მიიღებთ ელ. ფოსტაზე, SMS-ის სახით მობილურზე, ასევე შეგიძლიათ ნახოთ თქვენს პროფილში, განყოფილებაში „შეძენილი შეთავაზებები“ ნებისმიერ დროს.
ფასდაკლებული პროდუქციის ან/და მომსახურების მისაღებად საჭიროა ადგილზე წარადგინოთ პრომო კოდი.
ამისთვის საუკეთესო გზაა დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 2 19-44- 88 ან მოგვწეროთ ონლაინ ჩატში.
ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ხარისხიან მომსახურებასა და პროდუქციას ჩვენი საიტის მომხმარებლებისთვის. თუ თქვენთვის ცნობილია ბიზნესი, რომელიც აკმაყოფილებს გარკვეულ სტანდარტებს და გსურთ მიიღოთ მისგან ფასდაკლება, გთხოვთ, გვაცნობოთ ამ ორგანიზაციის შესახებ
ყველა ფასდაკლებას აქვს თავისი გამოყენების ვადა. ფასდაკლების გამოყენება შეგიძლიათ ფასდაკლების ძალაში შესვლიდან მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.(ვადა იხილეთ შეძენილ ვაუჩერში).
არ აქვს მნიშვნელობა, შეიძენენ თუ არა ვაუჩერს თქვენგან მიღებული ინფორმაციის შედეგად. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ფასდაკლების ძალაში შესასვლელად საჭიროა გარკვეული, მინიმალური, რაოდენობის ვაუჩერების გაყიდვა. ასეთ შემთხვევაში, თქვენი მეგობრების ძალისხმევა შესაძლებელია დაგეხმაროთ თქვენ მიერ უკვე ნაყიდი ფასდაკლების ვაუჩერის გააქტიურებაში. იაქტიურეთ და მიიღეთ ფასდაკლება როგორც თქვენ, ისე თქვენმა მეგობრებმა და ნაცნობებმა.
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ანგარიში და მიიღოთ დღიური ელექტრონული შეტყობინებები ფასდაკლებებზე აბსოლუტურად უფასოდ! თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი პროფაილის გვერდზე ყოველგვარი საფასურის გარეშე იხილოთ ინფორმაცია შეძენილ ფასდაკლებებზე.
თქვენი სურვილისამებრ, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ვაუჩერი თქვენი მეგობრებისთვისაც, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შეკვეთა ფორმდება თქვენს სახელზე და ფიქსირდება თქვენი პირადობის მოწმობის პირადი ნომერი. თანხის გადახდის შემდეგ ელ. ფოსტაზე მიიღებთ ვაუჩერს(ებს). მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება ფასდაკლების ძალაში შესვლის შემდეგ.ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებლისთვის ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია (მინიმალური რაოდენობა მითითებულია შეთავაზების დეტალურ აღწერაში).
ჩვენ დროდადრო გვაქვს ისეთი სახის აქციები, როდესაც გამყიდველის სურვილის თანახმად არ შეიძლება ერთი პირის მიერ შეძენილ იქნეს ერთ ვაუჩერზე მეტი, რისი კონტროლიც შესაძლებელია პირადობის მოწმობის მეშვეობით.ამასთანავე, პირადობის მოწმობა უზრუნველყოფს გამოირიცხოს თქვენი ვაუჩერის გამოყენება იმავე სახელისა და გვარის მქონე სხვა პირის მიერ.
შეძენის პროცედურის შემდეგ თქვენ მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე მიიღებთ ვაუჩერის შეძენის დამადასტურებელ შესაბამის კოდს. კოდის ნახვა ასევე შესაძლებელია თქვენს პროფილშიც, განყოფილებაში „შეძენილი შეთავაზებები”. ამობეჭდეთ ან ჩაინიშნეთ კოდი და თქვენს პირადობის მოწმობასთან ერთად წარადგინეთ ადგილზე მომსახურების/პროდუქტის მისაღებად.
გადახდა შესაძლებელია ორი გზით:
- პლასტიკური ბარათით;
- პირადი ბალანსით (ბალანსის შევსება შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით).
იხილეთ: ”როგორ მუშაობს HotSale-ი?”
პლასტიკური ბარათით გადახდისათვის, ბარათს ჩართული უნდა ჰქონდე ინტერნეტით გადახდის ფუნქცია. გადახდა ხორციელდება თი ბი სი ბანკის დაცული ინტერფეისის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს თქვენი ტრანზაქციის აბსოლუტურ დაცულობას.
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო შემოთავაზება www.HotSale.ge- ის ვებგვერდზე და ფასდაკლების პირობების დეტალური განმარტების გვერდზე დაამატეთ იგი თქვენს კალათში. იხილეთ: ”როგორ მუშაობს HotSale-ი?”
HotSale.ge არის ვებ-გვერდი, რომელიც გთავაზობთ ექსკლუზიურ ფასდაკლებებს სხვადასხვა მომსახურებაზე ან/და პროდუქციაზე.