HOTSALE-ის შესახებ

 

მისია

ჩვენი მისიაა მომხმარებელმა მიიღოს რეალური დანაზოგი რაც შეიძლება მარტივად.

 

ღირებულებები

• ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებელზე ისე, როგორც საკუთარ თავზე რადგან #დაზოგვაჭკვიანურია.

• ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ბიზნესზე ისე, როგორც საკუთარზე, რადგან პარტნიორი კომპანიების წარმატება ჩვენი წარმატებაა.

 

კომპანიის შესახებ

Hotsale.ge 2011 წელს დაარსდა. ის არის ლიდერი ქვეყანაში ელექტრონული კომერციის სფეროში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დაზოგვას მრავალფეროვანი მომსახურების და პროდუქციის მიღების დროს. საიტზე Hotsale.ge განთავსებულია შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიებისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.

Hotsale.ge აკავშირებს კომპანიებს უამრავ მომხმარებელთან და სთავაზობს მათ ეფექტურ და გაზომვად სარეკლამო მომსახურებას, ცნობადობის გაზრდასა და ლოიალური მომხმარებლის შეძენას. თითოეული პარტნიორისთვის იგეგმება ინდივიდუალური, მათზე მორგებული მარკეტინგული კამპანია.

კომპანიის სტრუქტურა
თითოეული შეთავაზების დამუშავებაში კომპანიის რამდენიმე სამსახური არის ჩართული.
ჩვენ ვარჩევთ საუკეთესო კომპანიებს და მათთან ერთად ვქმნით ექსკლუზიურ შეთავაზებას მხოლოდ ჰოთსეილის მოხმარებლისთვის.