გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

რჩევა დერმატოლოგებისგან: როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში

რჩევა დერმატოლოგებისგან: როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში

14146

ზამთარი თავისი გაუსაძლისი სუსხიანი დღეებით როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი სახის კანისთვის ძალიან რთული პერიოდია. ორგანიზმი ამ დროს მეტად სენსიტიური ხდება გარემო ფაქტორების მიმართ და ხშირად ვუჩივით გამონაყარს, კანის გამოშრობას და მის აქერცვლას. 
 
ამას თან ერთვის ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოწვეული სტრესი და ნერვიულობა, ასევე ნიღბის მუდმივად ტარების აუცილებლობა. რაც ცალსახად მეტად აზიანებს და ჯანსაღ იერსახეს აკარგვინებს სახის კანს.

 
განვიხილოთ რამდენიმე პროცედურა, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ამ პრობლემას და შეინარჩუნოთ კანის სიჯანსაღე. 
 
სახის ღრმა და ზედაპირული წმენდა 
სახის კანის წმენდა გულისხმობს კანის განთავისუფლებას ზედაპირული და ღრმა დაბინძურებისგან . პროცედურა გვეხმარება მკვდარი უჯრედების მოცილების,ფორების გაწმენდისა და ზოგადი სტრუქტურის გაუმჯობესებაში 
Hotsale.ge გირჩევთ ესთეტიკურ ცენტრ “ლოტუსი გარდენი/LOTUS GARDEN”-ს , სადაც პროფესიონალთა გუნდი და უმაღლესი ხარიხსის პროდუქცია გელოდებათ . რაც მთავარია დაზოგავთ ღირებულების 43%-მდე თანხას 
 #!#
 
პლაზმოლიფტინგი
პლაზმოლიფტინგი არის კანის გაახალგაზრდავების მეთოდი თრომბოციტების დახმარებით , რაც არის სრულიად უსაფრთხო . პროცედურის დროს პრეპარატად გამოყენებულია ბუნებრივი რესურსი, რომელიც მზადდება პაციენტის სისხლის პლაზმისგან
ჩაიტარე პროცედურასქინ ქეარ/SKIN CARE”-ში და მიიღე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული კანის სტრუქტურა და ფერი. 
#!# 
ბიორევიტალიზაცია 
პროცედურა არის ინექციური, რომლის დროსაც ხდება კანისა და კანქვეშა ქსოვილების გამდიდრება ჰიალურონის მჟავით. შედეგად კი, ვიღებთ საგრძნობლად შეცვლილ კანის სტრუქტურას. ქრება ზედაპირული ნაოჭები, კანი ხდება მეტად გლუვი, ელასტიური და დატენიანებული. 
“ესთეტიკური სივრცე/AESTHETIC PLACE” გაძლევთ შესაძლებლობას დაზოგოთ თანხის 53%-მდე . პროცედურას ესპანური პრეპარატით RRS proactiv-ით ჩაგიტარებთ სერთიფიცირებული ექიმი-კოსმეტოლოგი და ესთეტიკური თერაპევტი. 
 #!#
პილინგი 
პილინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტოლოგიური პროცედურაა მათთვის, ვისაც აწუხებს კანის სიმშრალე. არსებობს პილინგის რამდენიმე ნაირსახეობა: ზედაპირული, შუალედური და ღრმა. მეთოდის და პროცედურის რაოდენობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის კანის მდგომარეობიდან გამომდინარე, მკურნალი ექიმის მიერ. 
როგორც ცნობილია სეზონის ეს პერიოდი ყველაზე მისაღებია პილინგის ჩასატარებლად, ვინაიდან მზე აქტიური არ არის და თავიდან ავირიდებთ კანის ზედმეტ გაღიზიანებას.
“მილენიუმ ესთეტიკი / MILLENIUM AESTHETIC” გთავაზობთ კარბონის პილინგის პროცედურას 50%-მდე ფასდაკლებით . გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
#!# 
მეზოთერაპია 
მეზოთერაპია არის კანისა და კანქვეშა ქსოვილების მკურნალობის მეთოდი ვიტამინების კოქტეილებით. კანქვეშ შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებენ სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესზე. რაც აძლევს კანს რეგენერაციის საშუალებას და შედეგად ვიღებთ ჯანმრთელ იერსახეს. 
“G studio / ჯი სტუდიო”-ში დაგხვდებათ მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი და საუკეთესო პირობები, პროცედურის კომფორტულ გარემოში ჩასატარებლად. 
 #!#
ყველა ქალბატონის ოცნებაა შეუდარებელი, უნაკლო კანი. ამიტომ #ჯერHotsale.geზე ნახე #აქყველაზემეტსზოგავ