განვიხილოთ რამდენიმე პროცედურა, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ამ პრობლემას და შეინარჩუნოთ კანის სიჯანსაღე.
სახის ღრმა და ზედაპირული წმენდა
სახის კანის წმენდა გულისხმობს კანის განთავისუფლებას ზედაპირული და ღრმა დაბინძურებისგან . პროცედურა გვეხმარება მკვდარი უჯრედების მოცილების,ფორების გაწმენდისა და ზოგადი სტრუქტურის გაუმჯობესებაში
პლაზმოლიფტინგი
პლაზმოლიფტინგი არის კანის გაახალგაზრდავების მეთოდი თრომბოციტების დახმარებით , რაც არის სრულიად უსაფრთხო . პროცედურის დროს პრეპარატად გამოყენებულია ბუნებრივი რესურსი, რომელიც მზადდება პაციენტის სისხლის პლაზმისგან
ჩაიტარე პროცედურა
“სქინ ქეარ/SKIN CARE”-ში და მიიღე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული კანის სტრუქტურა და ფერი.
ბიორევიტალიზაცია
პროცედურა არის ინექციური, რომლის დროსაც ხდება კანისა და კანქვეშა ქსოვილების გამდიდრება ჰიალურონის მჟავით. შედეგად კი, ვიღებთ საგრძნობლად შეცვლილ კანის სტრუქტურას. ქრება ზედაპირული ნაოჭები, კანი ხდება მეტად გლუვი, ელასტიური და დატენიანებული.
“ესთეტიკური სივრცე/AESTHETIC PLACE” გაძლევთ შესაძლებლობას დაზოგოთ თანხის 53%-მდე . პროცედურას ესპანური პრეპარატით RRS proactiv-ით ჩაგიტარებთ სერთიფიცირებული ექიმი-კოსმეტოლოგი და ესთეტიკური თერაპევტი.
პილინგი
პილინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტოლოგიური პროცედურაა მათთვის, ვისაც აწუხებს კანის სიმშრალე. არსებობს პილინგის რამდენიმე ნაირსახეობა: ზედაპირული, შუალედური და ღრმა. მეთოდის და პროცედურის რაოდენობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის კანის მდგომარეობიდან გამომდინარე, მკურნალი ექიმის მიერ.
როგორც ცნობილია სეზონის ეს პერიოდი ყველაზე მისაღებია პილინგის ჩასატარებლად, ვინაიდან მზე აქტიური არ არის და თავიდან ავირიდებთ კანის ზედმეტ გაღიზიანებას.
მეზოთერაპია
მეზოთერაპია არის კანისა და კანქვეშა ქსოვილების მკურნალობის მეთოდი ვიტამინების კოქტეილებით. კანქვეშ შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებენ სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესზე. რაც აძლევს კანს რეგენერაციის საშუალებას და შედეგად ვიღებთ ჯანმრთელ იერსახეს.
“G studio / ჯი სტუდიო”-ში დაგხვდებათ მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი და საუკეთესო პირობები, პროცედურის კომფორტულ გარემოში ჩასატარებლად.
ყველა ქალბატონის ოცნებაა შეუდარებელი, უნაკლო კანი. ამიტომ #ჯერ
Hotsale.geზე ნახე #აქყველაზემეტსზოგავ