კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
დუშეთი
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Dusheti
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
რა ვნახოთ ბორჯომში - 6 ნაკლებად ცნობილი ადგილი, ყველასთვის საყვარელ ქალაქში
ბორჯომის ულამაზესი ბუნება, ტყეები, ფლორისა და ფაუნის სიმდიდრე და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ეს მხარე ნამდვილი სამოთხეა მოგზაურებისთვის, სავსე უამრავი საოცრებით და მომხიბვლელი კუთხეებით. გიზიარებთ 5 აუცილებლად სანახავ ადგილს ბორჯომის რაიონში
ტაბაწყურის ტბა
ეს ყველასთვის ცნობილი ტბა წარმოქმნილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად და მის გარშემო სამყაროს ერთ-ერთი ულამაზესი ბუნებრივი გარემოა შექმნილი. ტბის მიდამოებში მდებარეობს სოფელი, რომელიც ნახევარკუნძულზეა გაშენებული და შეჭრილია თვით ტბაში, რის გამოც მას "ტაბის ყურეს" უწოდებენ.

ტობოგანი
სამთო ატრაქციონების მოყვარულთათვის ბაკურიანის ტობოგანი ნამდვილი სანახაობაა. იგი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში პირველი და ერთადერთი სამთო ატრაქციონია, არამედ საკმაოდ გრძელიც - 1,076 მეტრის სიგრძის. დიდველზე გაჭიმული ტობოგანი აუცილებლად უნდა გამოცადონ როგორც მოგზაურობის, ისე ექსტრემალური გართობის მოყვარულებმა

ფირუზა
ბორჯომის პარკის შესასვლელთან მდებარე ეს სანატორიუმი ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი შენობაა ქალაქში. ის იყო ირანის გენერალური კონსულის, მირზა რიზა ხანის საზაფხულო რეზიდენციას, რომელიც მან 1892 წელს ააშენა. შენობა უნიკალური არქიტექტურითა და ფირუზისფერი კედლებით გამოირჩევა. დღეს იგი რესტავრირებული ქსელური სასტუმროა, რომელიც კონსულის ცხოვრების წესსა და ისტორიას გვახსენებს.

პეტრეს ციხე
მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ლიკანის პირდაპირ, მაღალ კლდოვან მთაზე აღმართულია შუა საუკუნეების ამ ამაყი სიმაგრე. პეტრეს ციხე, რომელსაც ადრე ყვერბილის ციხესაც უწოდებდნენ, თვალყურს ადევნებდა ლიკანიდან ფაფისა და ნუასაკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზას და ხიდს მდინარე მტკვარზე. დღეს ციხის ნანგრევები მატერიალური მემკვიდრეობის შესანიშნავი ნიმუშია.

რომანოვების სასახლე
ეს მეცხრამეტე საუკუნის შენობა აშენებულია მდიდრული ნეოკლასიცისტური სტილით და წარმოადგენდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილის, მიხეილ რომანოვის საზაფხულო რეზიდენციას ლიკანში. სასახლეში დღემდე დაცულია უნიკალური ექსპონატები და ავეჯი მეფის ოჯახის დროიდან. რომანოვების სასახლეს გარს აკრავს ულამაზესი ბაღი იშვიათი ხემცენარეებით. სასახლე ასახავს კურორტ ბორჯომის იმდროინდელ სიდიადესა და პოპულარობას დიდგვაროვანთა შორის.

ბორჯომის ცენტრალური პარკი
ბორჯომის ცენტრალური პარკი, რომელიც გაშენდა XIX საუკუნეში ბორჯომულას ხეობაში, ქალაქის სასუნთქი გულია. აქ დააგემოვნებთ ბორჯომის ცნობილ და სამკურნალო თვისებების მქონე მინერალურ წყალს. პარკი მდიდარია ეგზოტიკური ხეებითა და მცენარეებით, აქვს მინერალური წყაროები და განკუთვნილი ბილიკები. მარადმწვანე ბუნებაში ჩაფლულ ბორჯომის პარკში ფუნქციონირებს მრავალი კაფე, ატრაქციონები, საცურაო აუზები, ხოლო პარკის ტერიტორიის ბოლოს მდებარეობს ისტორიული გოგირდოვანი აბანოებიც.

ბორჯომი მართლაც საოცარი ქალაქია საქართველოს გულში - ის გვთავაზობს როგორც მშვენიერ ბუნებას, ისე მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. ამ ადგილების მონახულება აუცილებელია თქვენი ვიზიტის დროს ბორჯომში, რათა სრულად გააცნობიეროთ ამ კურორტ-ქალაქის სიმდიდრე და მისი განსაკუთრებული იერი.
სხვა სტატიები
როგორ შევხვდეთ ზაფხულს ფორმაში? – 5 აუცილებელი პროცედურა გაზაფხულზე დასაწყებად
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი სხეული და კანი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. ზამთრის ცივი დღეების შემდეგ კანს აღდგენა სჭირდება, ამიტომ კანის მოვლა გაზაფხულზე მნიშვნელოვანია ეს საუკეთესო დროა სილამაზის გასაღვიძებლად და თავის მოვლისთვის. თ...
განაგრძე კითხვა
2581
მოამზადე შენი ეზო ზაფხულისთვის: 4 ნივთი რომელიც ეზოს გარდასახვაში დაგეხმარება
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ბუნებასთან სიახლოვე, ერთ-ერთი თერაპიაა, რომელიც განწყობაზე დადებითად მოქმედებს. სწორედ ამიტომ, დატვირთული დღის შემდეგ, საკუთარ ეზოში საღამოს გატარება საკმაოდ დიდ სიამოვნებას წარმოადგენს. ზაფხულში ყველას უნდა, რომ დიდი დრო...
განაგრძე კითხვა
13474
5 სასტუმრო ყაზბეგში, დაუვიწყარი დასვენების დღეების გასატარებლად
ყაზბეგი თავისი ულამაზესი, მრავალფეროვანი ბუნებითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით უამრავ ტურისტს იზიდავს. ბუნების სილამაზისა და კულტურის ჰარმონიული შერწყმა ერთ-ერთია, რაც ამ მხარეს განსაკუთრებულობას ანიჭებს. გრანდიოზული მთები, ჩანჩქერები, ტბ...
განაგრძე კითხვა
72423
სამი ყველაზე მადისაღმძვრელი ბურგერი თბილისში
მეგობრული შეკრება გემრიელი სადილის გარეშე წარმოუდგენელია. თუკი გსურთ რამე მარტივი და თან ძალიან გემრიელი მიირთვათ, რა თქმა უნდა, არჩევანი ბურგერებზე უნდა შეაჩეროთ. დღეს შემოგთავაზებთ სამ ყველაზე მადისაღმძვრელ ბურგერს, რომელთა შეძენას სპეციალური შეთავ...
განაგრძე კითხვა
39309