კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ჭიათურა
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
ჭიათურა
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
ლამპრობა სვანეთში
მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხი „დიდების“ ლოცვას და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღემდის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარი“-ს უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“. ასე აღწერს წმინდა გიორგის ლამპრობას, ივანე ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორიაში“.
ლამპრობის დღესასწაული წელს სვანეთში 14 თებერვალს აღინიშნება. "ლამპრობის" ტრადიციის ორი ვერსია არსებობს. გავრცელებულია, რომ ეს ტრადიცია მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრის რაოდენობის მიხედვით ადგენდნენ თუ რა რაოდენობის მეომარი ეყოლებოდათ საჭიროების შემთხვევაში. მეორე ვერსიით ითვლება, რომ ეს ტრადიცია კარგი ამინდის გამოთხოვას, საქონლის და ადამიანის გამრავლებას ემსახურებოდა. ამ მისტიური ტრადიციის მთავარი ატრიბუტი, ლამპარია, რომელსაც არყის ხის ტოტებისგან ამზადებენ.

არყის ხის ლამპრები - სვანები შემოდგომაზე ტყეში გადიან და არყის ხეს ჭრიან. ხისგან კი იმდენ ლამპარს ამზადებენ, რამდენი მამაკაციცაა ოჯახში. ლამპარი თებერვლამდე უნდა გამოშრეს, დღეობაზე კარგად რომ დაიწვას.
ლემზირები - დღეობისთვის სვანეთში ოჯახის დიასახლისი ლემზირებს ამზადებს. ლემზირი რომელიმე ღვთაების ან მფარველი არსების სახელზე შესაწირი პურია. სვანური ლემზირები ყველის გულსართით ცხვება.
ლამპრობისთვის სვანეთში განსაკუთრებით ემზადებიან. სავალდებულოა ოჯახში სიმშვიდე იყოს. სვანებს სჯერათ, რომ ამღვრეული გულით მიტანილ ლამპარს ღმერთი არ შეიწირავს.
თუ გადაწყვეტ, რომ "ლამპრობის" ტრადიციას შეუერთდე და უშუალო მონაწილე გახდე იმ კულტურისა, რაც მხოლოდ მთაში შემორჩა და დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახესა და იდეას, გახსოვდეს #ჯერჰოთსეილზენახე
სხვა სტატიები
მეტრომარტის შეთავაზებები უკვე Hotsale.ge-ზეა
სიახლე ჰოთსეილზე! ჩვენი პარტნიორების სიას შემოუერთდა კომპანია „Metromart • მეტრომარტი“, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მულტიბრენდული მაღაზიაა და მრავალი წელია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ბრენდის მრავალფეროვან ტექნიკას. ...
განაგრძე კითხვა
29123
როგორ ჩავეწეროთ კონსულტაციაზე ცნობილ ექიმებთან ხელმისაწვდომ ფასად?
ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, როგორც წესი, მნიშვნელოვან დანახარჯებთან არის დაკავშირებული, სხვადასხვა საჭიროების გამო კი ხანდახან მასზე თანხას ვზოგავთ ხოლმე. პანდემიის გამო შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა დაზოგვას კიდევ უფრო მეტად მისცა ბიძგი.მიუ...
განაგრძე კითხვა
28328
HOTSALE.GE და ელიტ ელექტრონიქსი პარტნიორები გახდნენ
სიახლე ჰოთრეილზე! ჩვენი პარტნიორების სიას შემოუერთდა კომპანია 'ელიტ ელექტრონიქსი', რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამომხმარებლო ბაზარზე 23 წელია მოღვაწეობს და შემოგთავაზებთ მრავალფეროვან, ხარისხიან პროდუქციას! #!#...
განაგრძე კითხვა
28257
არტ ჰაუსი კოშკი • ART HOUSE KOSHKI – სასტუმრო კახეთში
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია. იგი ცნობილია ღვინისა და ვენახების უძველესი კულტურით, უნიკალური სამზარეულოთი, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებით და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. აქაური ბუნება, ალაზნის ველი და კავკასი...
განაგრძე კითხვა
14801