გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

ლამპრობა სვანეთში

ლამპრობა სვანეთში

11205

მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხი „დიდების“ ლოცვას და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღემდის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარი“-ს უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“. ასე აღწერს წმინდა გიორგის ლამპრობას, ივანე ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორიაში“.   

    ლამპრობის დღესასწაული წელს სვანეთში 14 თებერვალს აღინიშნება. "ლამპრობის" ტრადიციის ორი ვერსია არსებობს. გავრცელებულია, რომ ეს ტრადიცია მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრის რაოდენობის მიხედვით ადგენდნენ თუ რა რაოდენობის მეომარი ეყოლებოდათ საჭიროების შემთხვევაში. მეორე ვერსიით ითვლება, რომ ეს ტრადიცია კარგი ამინდის გამოთხოვას, საქონლის და ადამიანის გამრავლებას ემსახურებოდა. ამ მისტიური ტრადიციის მთავარი ატრიბუტი, ლამპარია, რომელსაც არყის ხის ტოტებისგან ამზადებენ. 

 

 

რყის ხის ლამპრები - სვანები შემოდგომაზე ტყეში გადიან და არყის ხეს ჭრიან. ხისგან კი იმდენ ლამპარს ამზადებენ, რამდენი მამაკაციცაა ოჯახში. ლამპარი თებერვლამდე უნდა გამოშრეს, დღეობაზე კარგად რომ დაიწვას. 

ლემზირებიდღეობისთვის სვანეთში ოჯახის დიასახლისი ლემზირებს ამზადებს. ლემზირი რომელიმე ღვთაების ან მფარველი არსების სახელზე შესაწირი პურია. სვანური ლემზირები ყველის გულსართით ცხვება.

ლამპრობისთვის სვანეთში განსაკუთრებით ემზადებიან. სავალდებულოა ოჯახში სიმშვიდე იყოს. სვანებს სჯერათ, რომ ამღვრეული გულით მიტანილ ლამპარს ღმერთი არ შეიწირავს.

თუ გადაწყვეტ, რომ "ლამპრობის" ტრადიციას შეუერთდე და უშუალო მონაწილე გახდე იმ კულტურისა, რაც მხოლოდ მთაში შემორჩა და დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახესა და იდეას, გახსოვდეს #ჯერჰოთსეილზენახე