კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
აბასთუმანი
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Abastumani
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
Hotsale.ge და „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ საჩუქრებით ესტუმრა
Hotsale.ge, რომელიც „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა, ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ ესტუმრა, მის ბენეფიციარებს 3 მარტი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
Hotsale-ის ინიციატივის ფარგლებში, ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარების დასახმარებლად ჰოლდინგის სხვადასხვა შვილობილი კომპანია გაერთიანდა და საჩუქრები ერთობლივად შეაგროვეს.
„3 მარტის აღნიშვნა ხანდაზმულთა პანსიონატში გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, სიმბოლურია ეს ყველაფერი. გვინდოდა, ამ ადამიანებისთვის დედის დღე გაგველამაზებინა და გამოგვივიდა კიდეც. ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კორპორაციული სოციალური პასუხსიმგებლობის ფარგლებში აქტივობა განვახორციელეთ. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. კიდევ არაერთი მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტი გვაქვს, რომლებსაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განვახორციელებთ,“ - განაცხადა Hotsale.ge-ს ბრენდ მენეჯერმა ლანა ცხადაძემ.
ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებისთვის სტუმრობა მართლაც ძალიან ემოციური იყო. მათ კიდევ ერთხელ იგრძნეს, რომ საზოგადოება მათზე ზრუნავს და ყურადღებას აქცევს.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Hotsale.ge-ს ამ ყურადღებისთვის. სწორედ ამ კომპანიამ გაუწია ორგანიზება ჩვენთან სტუმრობას და მეგობარი კომპანიებიც ჩააყენა საქმის კურსში. როგორც ვიცი, ძალიან დიდი ერთსულოვნება და ჩართულობა იყო „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიებში. ეს არის ჰოლდინგი, რომელმაც მისი არსებობის მანძილზე ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. ამჯერად ჩვენ მოვექეცით მათი ყურადღების ცენტრში. მეც და ბებოებიც ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სტუმრები მომავალში კვლავ მოსვლას დაგვპირდნენ,“ - განაცხადა ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ დამფუძნებელმა რუსუდან ბერიძემ.
ეს მართლაც არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც Hotsale.ge და „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ სხვადასხვა ტიპის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტში ჩაერთო.
„პალიტრა მედია ჰოლდინგი“ მუდმივად ჩართულია სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში. დიდი სიხარულით შევხვდით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის, Hotsale.ge-ის ინიციატივას, რომ პანსიონატში მოვსულიყავით და ბებიები და ბაბუები გაგვეხარებინა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო Hotsale.ge-ს და ჩვენს თითოეულ შვილობილ კომპანიას, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ინიციატივაში და დიდი ყურადღება გამოიჩინეს პროექტის მიმართ,“ - აღნიშნა „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შიდა კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა თამთა მურადაშვილმა.
Hotsale.ge სამომავლოდაც გეგმავს ხანდაზმულთა პანსიონატის დახმარებასა და სხვა ტიპის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების განხორციელებას.
სხვა სტატიები
Discover the Magic of Tbilisi: Top Fun Activities and Attractions
Nestled in the heart of the Caucasus, Tbilisi, the capital of Georgia, is a city that effortlessly blends ancient history with modern charm. Whether you’re an adventure seeker, a history buff, or a culinary enthusiast, Tbilisi offers a plethora...
განაგრძე კითხვა
26374
კვადრუმ სკი და იოგა რეზორტი • QUADRUM SKI AND YOGA RESORT
თუ გინდა დაისვენო ბუნებაში, შთამბეჭდავი ხედებით და კომფორტული გარემოთი, Quadrum Gudauri შენთვის იდეალური არჩევანია. ეს ბუტიკ სასტუმრო ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, გუდაურში მდებარეობს და უნიკალურ ატმოსფეროს გთავაზობს....
განაგრძე კითხვა
10241
"ლიც რეზორტი • LITZ RESORT" და Hotsale.ge პარტნიორები გახდნენ
თუ არჩევანს ვერ აკეთებთ მთასა და ზღვას შორის, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვის არის. და უფრო სწორად რომ ვთქვათ — ლიც რეზორტი თქვენთვის არის. ლიც რეზორტი არ გთავაზობთ მხოლოდ კომფორტულ ნომერს, ის გპირდებათ დასვენებას, რომელიც ყოველდღიურობას დაგ...
განაგრძე კითხვა
13675
5 რჩევა: როგორ მოვუაროთ სახის კანს
სახის მოვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რუტინაა ქალბატონებისთვის და არამარტო. კანის მოვლა აუცილებელია რათა ყოვლეთვის ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ, სწორედ ამიტომ HOTSALE.GE გიზიარებთ რამდენიმე რჩევას და გთავაზობთ 5 აუცილებელ პროცედურას...
განაგრძე კითხვა
27537
ჭარბი წონის მიზეზები და პრობლემის გადაჭრის მეთოდები
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი მაია ჩიქობავა. ხშირად სიმსუქნის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი კვებითი ქცევის დარღვევაა. ჯანმრთელი ადამიანის ენერგეტიკული საჭიროება 2200-2600 კი...
განაგრძე კითხვა
22071
აჭარის 3 გამორჩეული სასტუმრო ზაფხულის დაუვიწყარი დასვენებისთვის
ზაფხულის სეზონზე აჭარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. შავი ზღვის სანაპირო, მთისა და ზღვის შთამბეჭდავი ხედები, მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები და ადგილობრივი სამზარეულო ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელს იზიდავს. მიუხედავად იმი...
განაგრძე კითხვა
753