კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
საირმე
-
ყველა
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
ბაღდათი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
ნატახტარი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
Саирме
-
ყველა
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
ბაღდათი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
ნატახტარი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
Hotsale.ge და „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ საჩუქრებით ესტუმრა
Hotsale.ge, რომელიც „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა, ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ ესტუმრა, მის ბენეფიციარებს 3 მარტი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
Hotsale-ის ინიციატივის ფარგლებში, ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარების დასახმარებლად ჰოლდინგის სხვადასხვა შვილობილი კომპანია გაერთიანდა და საჩუქრები ერთობლივად შეაგროვეს.
„3 მარტის აღნიშვნა ხანდაზმულთა პანსიონატში გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, სიმბოლურია ეს ყველაფერი. გვინდოდა, ამ ადამიანებისთვის დედის დღე გაგველამაზებინა და გამოგვივიდა კიდეც. ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კორპორაციული სოციალური პასუხსიმგებლობის ფარგლებში აქტივობა განვახორციელეთ. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. კიდევ არაერთი მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტი გვაქვს, რომლებსაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განვახორციელებთ,“ - განაცხადა Hotsale.ge-ს ბრენდ მენეჯერმა ლანა ცხადაძემ.
ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებისთვის სტუმრობა მართლაც ძალიან ემოციური იყო. მათ კიდევ ერთხელ იგრძნეს, რომ საზოგადოება მათზე ზრუნავს და ყურადღებას აქცევს.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Hotsale.ge-ს ამ ყურადღებისთვის. სწორედ ამ კომპანიამ გაუწია ორგანიზება ჩვენთან სტუმრობას და მეგობარი კომპანიებიც ჩააყენა საქმის კურსში. როგორც ვიცი, ძალიან დიდი ერთსულოვნება და ჩართულობა იყო „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიებში. ეს არის ჰოლდინგი, რომელმაც მისი არსებობის მანძილზე ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. ამჯერად ჩვენ მოვექეცით მათი ყურადღების ცენტრში. მეც და ბებოებიც ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სტუმრები მომავალში კვლავ მოსვლას დაგვპირდნენ,“ - განაცხადა ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ დამფუძნებელმა რუსუდან ბერიძემ.
ეს მართლაც არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც Hotsale.ge და „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ სხვადასხვა ტიპის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტში ჩაერთო.
„პალიტრა მედია ჰოლდინგი“ მუდმივად ჩართულია სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში. დიდი სიხარულით შევხვდით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის, Hotsale.ge-ის ინიციატივას, რომ პანსიონატში მოვსულიყავით და ბებიები და ბაბუები გაგვეხარებინა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო Hotsale.ge-ს და ჩვენს თითოეულ შვილობილ კომპანიას, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ინიციატივაში და დიდი ყურადღება გამოიჩინეს პროექტის მიმართ,“ - აღნიშნა „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შიდა კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა თამთა მურადაშვილმა.
Hotsale.ge სამომავლოდაც გეგმავს ხანდაზმულთა პანსიონატის დახმარებასა და სხვა ტიპის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების განხორციელებას.
სხვა სტატიები
სიახლე სამედიცინო სფეროში, ორი წარმატებული კომპანიის Mkurnali.ge და Hotsale.ge-ს ერთობლივი პროექტი online.mkurnali.ge!
დანაზოგის გაკეთება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების დროსაც შესაძლებელია - მედია პორტალის Mkurnali.ge-ს და Hotsale.ge-ს ერთობლივი პროექტი online.mkurnali.ge სწორედ ამას ემსახურება. ამჟამად არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კლინიკებში ვიზიტი...
განაგრძე კითხვა
24693
HOTSALE.GE და ივ როშე / YVES ROCHER GEORGIA პარტნიორები გახდნენ
სიახლე ჰოთსეილზე! ჩვენი პარტნიორების სიას შემოუერთდა ივ როშე / YVES ROCHER, რომელიც 50 წელზე მეტია, რაც მცენარეული კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ფუძემდებელი ბრენდია. ივ როშე გთავაზობთ უნიკალურ თავის მოვლის საშუალებებს, ნებისმიერი ასაკისა თუ კანის...
განაგრძე კითხვა
29502
საქართველოში მომსახურების სფერო და მისი კონტროლის მექანიზმები
მომსახურების სფერო ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასარეგულირებელი მიმართულებაა, რადგან ის ერთი კონკრეტული ორგანიზაციის მიერ არ იმართება. თითოეული კომპანია, რომელიც გარკვეულ პროდუქტსა თუ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, ამ სფეროს ნაწილია და ისინი საკუთ...
განაგრძე კითხვა
21711
მოამზადე შენი ეზო ზაფხულისთვის: 4 ნივთი რომელიც ეზოს გარდასახვაში დაგეხმარება
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ბუნებასთან სიახლოვე, ერთ-ერთი თერაპიაა, რომელიც განწყობაზე დადებითად მოქმედებს. სწორედ ამიტომ, დატვირთული დღის შემდეგ, საკუთარ ეზოში საღამოს გატარება საკმაოდ დიდ სიამოვნებას წარმოადგენს. ზაფხულში ყველას უნდა, რომ დიდი დრო...
განაგრძე კითხვა
12715
განსახვავებული საჩუქრები დედისთვის
3 მარტი ის დღეა, რომლისთვისაც ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი განსაკუთრებულად ემზადება. თანამედროვე სამყაროსთვის დედის დღე ამერიკელი ანა უარვისის ინიციატივით დაწესებულ დღესთან ასოცირდება, თუმცა ამ დღესასწაულს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და ის სათავე...
განაგრძე კითხვა
29084
რა ვნახოთ აჭარაში?
აჭარა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომლის ტერიტორია დიდ ისტორიას ინახავს. იქ შეხვდებით სხვადასხვა პერიოდის კულტურულ ძეგლებს, ზღვის სანაპიროსა და ენდემურ ბუნებას. აჭარა შესანიშნავი მხარეა როგორც ხმაურიანი გართობის მოყვარულებისთვის, ისე ბუნ...
განაგრძე კითხვა
24917
ხუთი სასტუმრო კახეთში, სადაც ოქროსფერ შემოდგომას გაატარებდით
ჩვენი ქვემოთ ჩამოთვლილი 5 სასტუმრო ყველა გემოვნების და ხასიათის მოხმარებლებისთვის არის გათვლილი. ჯადოსნური, ფერადი შემოდგომა ადამიანებში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. ზოგს მოსწონს ფერების ზეიმი, ზოგისთვის მელანქოლიურია, ზოგისთვის იდუმალი, ხ...
განაგრძე კითხვა
21025