გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

  • რაჭა - ონი, ამბროლაური
  • რაჭა - ონი, ამბროლაური
რა სიახლეებსა და დანაზოგს გვთავაზობს Hotsale.ge 2024 წლის ზაფხულში

რა სიახლეებსა და დანაზოგს გვთავაზობს Hotsale.ge 2024 წლის ზაფხულში

26076

დას­ვე­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის სე­ზო­ნი უდა­ვოდ ზა­ფხუ­ლია. ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი სწო­რედ ამ დროს მოგ­ზა­უ­რობს ქვეყ­ნის შიგ­ნი­თა თუ სა­ზღვრებს გა­რეთ და მუდ­მი­ვად სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის ძებ­ნა­შია. და­ნა­ზო­გე­ბის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე დიდი პლატ­ფორ­მა Hotsale.ge კი მომ­ხმა­რებ­ლებს 400-ზე მეტ გან­თავ­სე­ბის ობი­ექტს მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი და­ნა­ზო­გით სთა­ვა­ზობს. კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვი­ლი ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის სი­ახ­ლე­ებ­ზე გვიყ­ვე­ბა.

 

თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის­თვის ზა­ფხუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტი­უ­რია. რით გა­მო­ირ­ჩე­ვა Hotsale.ge-ს მიმ­დი­ნა­რე შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი?

 

ზა­ფხუ­ლი ჩვე­ნი პლატ­ფორ­მის­თვის მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ამ­ჟა­მად Hotsale.ge-ზე ნა­ხავთ 400-ზე მეტ გან­თავ­სე­ბის ობი­ექტს, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს რო­გორც პრე­მი­უმ, ისე სტან­დარ­ტუ­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო­ებს ზღვის­პი­რეთ­ში, კა­ხეთ­ში, ბა­კუ­რი­ან­სა და სხვა რე­გი­ო­ნებ­ში.

 

გე­ტყვით, რომ მხო­ლოდ გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი პლატ­ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით 2000-მდე ჯავ­შა­ნი გა­ი­ყი­და. მე­ო­რე მხრივ, 2024 წლის ივ­ნის­ში ტუ­რიზ­მის კა­ტე­გო­რი­ა­ში ჯავ­შნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 53%-ით აღე­მა­ტე­ბო­და წინა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელს.

 

ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მომ­ხმა­რებ­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ხა­რის­ხი­ა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი მი­ვა­წო­დოთ, რათა მათ შეძ­ლონ სა­სურ­ვე­ლი სას­ტუმ­როს არ­ჩე­ვა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ არის ასე­თი მა­ღა­ლი სტა­ბი­ლუ­რი ზრდა ჩვენს შე­თა­ვა­ზე­ბებ­ზე.

 

ჩვე­ნი გუნ­დი სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბით ზრუ­ნავს პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის ზრდა­ზე. ამ ეტაპ­ზე Hotsale.ge-ს ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა Castello Mare Hotel & Wellness Resort, „ავერ­სის კლი­ნი­კა“, „სას­ტუმ­რო დრიმ­ლენდ ოა­ზი­სი • DREAMLAND OASIS HOTEL“, „ვილა მო­სა­ვა­ლი • VILLA MOSAVALI“, „ორბი ჯგუ­ფი“ და სხვე­ბი.

 

ჩვენს ვებგ­ვერდს ყო­ველ­თვი­უ­რად 320 000-ზე მეტი უნი­კა­ლუ­რი ვი­ზი­ტო­რი ჰყავს, რაც ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე კი­დევ უფრო იზ­რდე­ბა

 

რო­გორ ახერ­ხებთ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის მუდ­მი­ვად რჩე­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი­სა და მათ­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტის შექ­მნას?

 

მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვა ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია. პლატ­ფორ­მა კომ­ფორ­ტუ­ლია მომ­ხმა­რე­ბელ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ინ­ტერ­ფე­ი­სით, ჯავ­შნის პრო­ცე­სი კი - მარ­ტი­ვი. ჩვე­ნი გუნ­დი მუდ­მი­ვად ავი­თა­რებს ბრენ­დს, პრო­დუქტს და პლატ­ფორ­მას, რათა მომ­ხმა­რებ­ლებ­მა თავი კომ­ფორ­ტუ­ლად და მშვი­დად იგ­რძნონ.

 

გვაქვს მომ­ხმა­რებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე აპ­ლი­კა­ცია. სას­ტუმ­რო­ში მი­სუ­ლი სტუ­მა­რი QR კო­დით მარ­ტი­ვად შეძ­ლებს შე­თა­ვა­ზე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. გვაქვს ჯავ­შნის სის­ტე­მა, მომ­ხმა­რე­ბე­ლი სას­ტუმ­როს­თან და­მა­ტებთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­რე­შე, ჩვე­ნი­ვე სა­ი­ტი­დან შეძ­ლებს სა­სურ­ვე­ლი ნომ­რის, სა­სურ­ველ თა­რიღ­ში და­ჯავ­შნას.

 

რო­გო­რია მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უკუ­კავ­ში­რი თქვე­ნი სერ­ვი­სის მი­მართ? რო­გორ ზო­მავთ მათი კმა­ყო­ფი­ლე­ბის ხა­რისხს?

 

ჩვენ­თვის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უკუ­კავ­ში­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რამ­დე­ნი­მე წე­ლია, შევ­ქმე­ნით მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც კვლე­ვებს ატა­რებს რო­გორც ონ­ლა­ინ, ასე­ვე სა­ტე­ლე­ფო­ნო გა­მო­კი­თხვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად ვი­ღებთ უკუ­კავ­შირს 1000 მომ­ხმა­რებ­ლის­გან, რაც თვე­ში 4000 გა­მო­კი­თხვას უდ­რის. ამის შემ­დეგ ვა­ტა­რებთ კონ­სულ­ტა­ცი­ებს კომ­პა­ნი­ებ­თან და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვაძ­ლევთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, დავ­რწმუნ­დეთ, რომ ჩვენს პლატ­ფორ­მა­ზე მხო­ლოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

 

მიმ­დი­ნა­რე წელს რა სი­ახ­ლე­ებს შეს­თა­ვა­ზებთ მომ­ხმა­რებ­ლებს?

 

2024 წელს სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს ჩვე­ნი აპ­ლი­კა­ცია. ბოლო 3 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, დაგ­ვე­მა­ტა 45000 ახა­ლი იუ­ზე­რი. ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­მოდ­გო­მა­ზე 100000-ს მი­აღ­წევს. მუდ­მი­ვად ვა­ვი­თა­რებთ ჩვენს პლატ­ფორ­მას, ყო­ველ­თვის ვუს­მენთ ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებს და ვპა­სუ­ხობთ მათ სურ­ვი­ლებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს. ბევ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე გე­ლით მო­მა­ვალ­შიც.

 

მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი და უკუ­კავ­ში­რი ჩვე­ნი გუნ­დის­თვის მო­ტი­ვა­ცი­აა, რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე სი­ა­რუ­ლი და მომ­ხმა­რებ­ლებს სა­უ­კე­თე­სო მომ­სა­ხუ­რე­ბა შევ­თა­ვა­ზოთ.