კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
თბილისი
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
თბილისი
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
ზამთრის კურორტები საქართველოში
ზამთარი საქართველოში განსაკუთრებულია, ის მდიდარია ზამთრის კურორტებით, რომლებიც სათხილამურო სპორტისა და დასვენების მოყვარულთათვის იდეალურია. თუ ხარ ადამიანი, რომლისთვისაც თოვლით დაფარული მთები და სუფთა ჰაერი განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო ვარიანტია, მაშინ გუდაური, ბაკურიანი და მესტია სწორედ შენთვისაა.
გუდაური მდებარეობს თბილისიდან დაახლოებით 120 კილომეტრში და ზღვის დონიდან 2,000 მეტრზე. ეს კურორტი პოპულარულია თხილამურებისა და სნოუბორდის მოყვარულთათვის, რადგან აქ 70 კილომეტრზე გადაჭიმული ტრასებია, რომლებიც ყველა დონის გამოცდილების მქონე ადამიანისთვისაა განკუთვნილი. გუდაურში სრიალის გარდა შესაძლებელია ჰელისკინგი, ფრირაიდინგი და პარაპლანით ფრენა. აქტიური დღის შემდეგ, დამსვენებლებს შეუძლიათ ისიამოვნონ ბარებითა და რესტორნებით, სადაც ტრადიციული ქართული კერძები და ღვინო დაგხვდებათ…გუდაური გამორჩეული ადგილია ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის და თავგადასავლების მაძიებლებისთვის.
ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის რაიონში და იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. კურორტი მთელ წელს იზიდავს ტურისტებს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ზამთარში.ბაკურიანი ყველა დონის მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს ემსახურება. კურორტს აქვს სამი განსხვავებული სათხილამურო ზონა: დიდველი, კოხტა და მიტარბი, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია. ბავშვებისა და დამწყებებისთვის სპეციალური სასრიალო ტრასები და სათხილამურო სკოლებია, რაც კურორტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. აქ ასევე არის გასართობი პარკები, სადაც პატარები მშვენივრად გაერთობიან. ბაკურიანის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მდებარეობაა ბორჯომის ნაკრძალთან ახლოს. აქ შეგიძლიათ დატკბეთ მინერალური წყლებით, სუფთა ჰაერით და ულამაზესი ბუნებით, რაც ზამთრის დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
მესტია სვანეთის რეგიონში მდებარეობს და გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. მესტია და მის გარშემო მდებარე კურორტები, როგორებიცაა თეთნულდი და ჰაწვალი, ზამთარში განსაკუთრებით პოპულარულია. მოთხილამურეებისთვის და ალპინისტებისთვის ეს რეგიონი შესანიშნავი არჩევანია სხვადასხვა სირთულის მქონე სასრიალო ტრასებისა და მწვერვალების დასაპყრობად.
ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს და გთავაზობთ 5 სასრიალო ტრასას, რაც დამწყებთათვისაც და პროფესიონალთათვისაც შესაფერისია. აქ არის ორი საბაგირო და ღამის სრიალის შესაძლებლობა, რაც სეზონისა და ამინდის პირობებზეა დამოკიდებული.
თეთნულდი, რომელიც მესტიიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სასრიალო ტრასებით გამოირჩევა. მისი სიმაღლე მერყეობს 2260-დან 3160 მეტრამდე, რაც უზრუნველყოფს თოვლის კარგ ხარისხსა და სრიალის ხანგრძლივ სეზონს.
მესტიაში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ სვანეთის უნიკალური კოშკები და ეთნოგრაფიული მუზეუმი, რაც თქვენს ვიზიტს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის.
Hotsale.ge გთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებებს ზამთრის კურორტებზე. აქ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის სასურველი შეთავაზებები 90 ლარიდან. ნახე აქ: t.ly/cDs-M
სხვა სტატიები
7 აუცილებლად სანახავი ადგილი ბორჯომში
ბორჯომი — ქალაქი და კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. ულამაზესი ტყეები, ალპური მდელოები, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ბორჯომი საინტერესოა კულტ...
განაგრძე კითხვა3316
ტრადიცია და ინოვაცია: "სენთ ბანი • ST.BUNNY_TBILISI"-ს გასტრონომიული სამყარო
გასტრონომიის სამყაროში ხშირად გვხვდება ადგილები, რომლებიც მხოლოდ საჭმელს კი არ გვთავაზობენ, არამედ მთელ კულინარიულ მოგზაურობას. სწორედ ასეთია რესტორანი "სენთ ბანი • ST.BUNNY_TBILISI", რომელიც თბილისის კულინარიულ რუკაზე განსაკუთრებულ ადგილს იკავე...
განაგრძე კითხვა1379
რა ვაჩუქო? იდეები Secret Santa-სთვის
ზამთარი დადგა, რაც ახალი წლის მოახლოებას კიდევ უფრო საგრძნობს ხდის. სეკრეტ სანტას ტრადიციამ საქართველოში დიდი ხანია, რაც ფეხი მოიკიდა. საჩუქრების გაცვლა და ანონიმურობა ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის. სეკრეტ სანტას თამაში ყველა ადამიანთან ე...
განაგრძე კითხვა14732