კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ხელვაჩაური
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
აბაშა
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
ბაღდათი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ვარძია
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ქედა
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
ხელვაჩაური
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
აბაშა
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
ბაღდათი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ვარძია
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ქედა
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
ზამთრის კურორტები საქართველოში
ზამთარი საქართველოში განსაკუთრებულია, ის მდიდარია ზამთრის კურორტებით, რომლებიც სათხილამურო სპორტისა და დასვენების მოყვარულთათვის იდეალურია. თუ ხარ ადამიანი, რომლისთვისაც თოვლით დაფარული მთები და სუფთა ჰაერი განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო ვარიანტია, მაშინ გუდაური, ბაკურიანი და მესტია სწორედ შენთვისაა.
გუდაური მდებარეობს თბილისიდან დაახლოებით 120 კილომეტრში და ზღვის დონიდან 2,000 მეტრზე. ეს კურორტი პოპულარულია თხილამურებისა და სნოუბორდის მოყვარულთათვის, რადგან აქ 70 კილომეტრზე გადაჭიმული ტრასებია, რომლებიც ყველა დონის გამოცდილების მქონე ადამიანისთვისაა განკუთვნილი. გუდაურში სრიალის გარდა შესაძლებელია ჰელისკინგი, ფრირაიდინგი და პარაპლანით ფრენა. აქტიური დღის შემდეგ, დამსვენებლებს შეუძლიათ ისიამოვნონ ბარებითა და რესტორნებით, სადაც ტრადიციული ქართული კერძები და ღვინო დაგხვდებათ…გუდაური გამორჩეული ადგილია ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის და თავგადასავლების მაძიებლებისთვის.

ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის რაიონში და იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. კურორტი მთელ წელს იზიდავს ტურისტებს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ზამთარში.ბაკურიანი ყველა დონის მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს ემსახურება. კურორტს აქვს სამი განსხვავებული სათხილამურო ზონა: დიდველი, კოხტა და მიტარბი, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია. ბავშვებისა და დამწყებებისთვის სპეციალური სასრიალო ტრასები და სათხილამურო სკოლებია, რაც კურორტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. აქ ასევე არის გასართობი პარკები, სადაც პატარები მშვენივრად გაერთობიან. ბაკურიანის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მდებარეობაა ბორჯომის ნაკრძალთან ახლოს. აქ შეგიძლიათ დატკბეთ მინერალური წყლებით, სუფთა ჰაერით და ულამაზესი ბუნებით, რაც ზამთრის დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

მესტია სვანეთის რეგიონში მდებარეობს და გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. მესტია და მის გარშემო მდებარე კურორტები, როგორებიცაა თეთნულდი და ჰაწვალი, ზამთარში განსაკუთრებით პოპულარულია. მოთხილამურეებისთვის და ალპინისტებისთვის ეს რეგიონი შესანიშნავი არჩევანია სხვადასხვა სირთულის მქონე სასრიალო ტრასებისა და მწვერვალების დასაპყრობად.
ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს და გთავაზობთ 5 სასრიალო ტრასას, რაც დამწყებთათვისაც და პროფესიონალთათვისაც შესაფერისია. აქ არის ორი საბაგირო და ღამის სრიალის შესაძლებლობა, რაც სეზონისა და ამინდის პირობებზეა დამოკიდებული.
თეთნულდი, რომელიც მესტიიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სასრიალო ტრასებით გამოირჩევა. მისი სიმაღლე მერყეობს 2260-დან 3160 მეტრამდე, რაც უზრუნველყოფს თოვლის კარგ ხარისხსა და სრიალის ხანგრძლივ სეზონს.
მესტიაში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ სვანეთის უნიკალური კოშკები და ეთნოგრაფიული მუზეუმი, რაც თქვენს ვიზიტს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის.

Hotsale.ge გთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებებს ზამთრის კურორტებზე. აქ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის სასურველი შეთავაზებები 90 ლარიდან. ნახე აქ: t.ly/cDs-M
სხვა სტატიები
კასს დაიმონდ რეზორტი • KASS DIAMOND RESORT hotsale.ge-ზე
აღმოაჩინე საქართველოს უნიკალური ბუნება, შენთან ახლოს ისე, როგორც არასდროს! თუ თავად არ განიცადე, რთულია წარმოიდგინო ბუნების ხელუხლებელ ქმნილებაზე, კანიონზე გადაჭიმული შუშის ხიდი, რომელიც გგონია ფეხქვეშ გამოგეცლება, მაგრამ ზუსტად ამ დროს, გრძნობ რომ ...
განაგრძე კითხვა
23723
სასმელი, როგორც დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი - როგორი სასმელი უნდა აჩუქოთ მამაკაცს
რა ადვილია, გაუკეთო ქალს საჩუქარი და რა რთულია, შეურჩიო ის მამაკაცს! მამაკაცები ყოველთვის, ყველაფერში ეძებენ ქვეტექსტებს. საჩუქარი მათ სტატუსს და გემოვნებას უნდა უსვამდეს ხაზს. საბედნიეროდ, არსებობს უნივერსალური საჩუქარი, რომელიც ნებისმიერი სტატუს...
განაგრძე კითხვა
31917
ავერსის რეაბილიტაციის ცენტრი • Aversi Rehabilitation Center - იზრუნე ჯანმრთელობაზე
რეაბილიტაცია ჯანმრთელობის აღდგენისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ტრავმის, ოპერაციის ან სხვადასხვა დაავადების შემდეგ სწორად შერჩეული სარეაბილიტაციო პროგრამა ადამიანს ეხმარება სწრაფად დაუბრუნდეს ყოველდღიურ ...
განაგრძე კითხვა
1074
დაგეგმეთ თქვენი შვილის დაბადების დღე 139 ლარიდან
ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ თავიანთი დაბადების დღე, რაც მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა. ალბათ, ყველა მათგანს სურს, იპოვოს საუკეთესო გასართობი ცენტრი თავისი ბავშვისთვის, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა, ხელმისაწვდომ ფასებსაც შესთავაზ...
განაგრძე კითხვა
22006
დარღვევები სილამაზის სალონებში და როგორ უნდა აღმოფხვრათ ისინი
marao.ge სილამაზის სფეროში არსებული ხარვეზებისა და hotsale.ge ს დანერგილი პრობლემების აღმოფხვრის საშუალებების შესახებ. სერვისები სილამაზის სფეროში სულ უფრო იხვეწება და მრავალფეროვანი ხდება. შესაბამისად, იზრდება კონკურენციაც. თუმცა მომსახ...
განაგრძე კითხვა
23159
პრემიუმ დასვენება ზღვისპირეთში განსაკუთრებულ ფასად - Castello Mare Hotsale.ge-ზე
თუ ზაფხულში ზღვისპირას დასვენებას გეგმავთ, სადაც კომფორტი, სიმშვიდე და შთამბეჭდავი ხედები ერთიანდება, Castello Mare ციხისძირში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. საქართველოს წამყვანი დანაზოგების პლატფორმა Hotsale.ge უკვე წლებია თანამშრომლობს პრემიუმ...
განაგრძე კითხვა
6176