კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ასურეთი
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
ასურეთი
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
დარღვევები სილამაზის სალონებში და როგორ უნდა აღმოფხვრათ ისინი
marao.ge სილამაზის სფეროში არსებული ხარვეზებისა და hotsale.ge ს დანერგილი პრობლემების აღმოფხვრის საშუალებების შესახებ.
სერვისები სილამაზის სფეროში სულ უფრო იხვეწება და მრავალფეროვანი ხდება. შესაბამისად, იზრდება კონკურენციაც. თუმცა მომსახურების გაწევის დროს არც ისე იშვიათია ხარვეზებიც. ხარვეზები უმეტესად იმ შემთხვევაში ფიქსირდება ხოლმე, როცა მომსახურებას ფასდაკლებით იღებენ, რადგან ამ დროს სილამაზის ცენტრები და სალონები ნაკლებ შემოსავალს იღებენ და ცდილობენ, თავადაც მაქსიმალურად დაზოგონ პროდუქცია.
ამ პრობლემის მოგვარებას აქტიურად ცდილობს „ჰოთსეილი“, რომელიც საქართველოში მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და სხვადასხვა სერვისის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ცდილობს.
ეს არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას დანაზოგით სთავაზობს და ამავდროულად, გარანტიაა იმისა, რომ მიღებული მომსახურება მაღალი ხარისხის იქნება„
ჰოთსეილი“ მისტიკური მყიდველებისა და მომხმარებლებთან უშუალო კავშირის შედეგად ცდილობს, ხარვეზები აღმოაჩინოს, აღმოფხვრას და ფასდაკლებით ზუსტად ისეთივე დონის მომსახურება შესთავაზოს მათ, როგორსაც ფასდაკლების გარეშე იღებენ ხოლმე.
სილამაზე „ჰოთსეილის“ ერთ-ერთი მთავარი მიმარულებაა. სწორედ ამიტომ ამ სფეროს მონიტორინგს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სილამაზის სალონებში მონიტორინგის გააქტიურებამდე უფრო ხშირად ფიქსირდებოდა ხოლმე დარღვევები. ბოლო პერიოდში მათი რაოდენობა მინიმუმამდე დავიდა. დარღვევები კი უმეტესად შემდეგი სახის ფიქსირდებოდა:
ეპილაციის დროს ხდებოდა იმპულსების დაკლება, ანუ პროცედურა ხარისხიანად არ კეთდებოდა. შეიძლება ნახევარი საათი საქმე 15 წუთში გაეკეთებინათ, რაც სრულყოფილი შედეგის მიღების საშუალებას არ იძლეოდა.
თმის სხვადასხვა სახის შეღებვის დროს ხდებოდა ხოლმე დამატებით თანხის მოთხოვნა, მიზეზად კი ასახელებდნენ იმას, რომ თმა სქელი იყო და მეტი პროდუქცია დაიხარჯა. კერატინით გასწორების დროსაც ხდებოდა ხოლმე მსგავსი დარღვევა. დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც სალონში იმ ბრენდის (კერატინი და საღებავი) პროდუქციით არ მოემსახურნენ კლიენტს, რომელიც შეთანხმებული იყო.
მაკიაჟის შემთხვევაშიც ისე ხდებოდა ხოლმე, რომ იმ პროდუქციით არ მუშაობდა ვიზაჟისტი, რომელიც წინასწარ ჰქონდა მითითებული. შედეგად მაკიაჟს არ ჰქონდა საკმარისი მდგრადობა.
წამწამების პროცედურების დროს ხდებოდა ხოლმე ღერების დაკლება.
აღნიშნული დარღვევების აღმოჩენის შემდეგ „ჰოთსეილმა“ რამდენიმე პარტნიორ სალონს ფულადი სანქცია დაუწესა და მათთან თანამშრომლობაც შეწყვიტა. დარღვევების არსებობის შემთხვევაში მათი გამოვლენის და შედეგად მომსახურების დონის კიდევ უფრო ამაღლების მიზნით მნიშვნელოვანია მომხმარებლების მაქსიმალური ჩართულობაც. „ჰოთსეილი“ მისტიკური მომხმარებლების საშუალებით ცდილობს დარღვევების აღმოფხვრას, მაგრამ აუცილებელია, რომ თავად კლიენტებმაც შეატყობინონ მათ, თუ რამე სახის ხარვეზს აღმოაჩენენ. მომსახურების მაღალი სტანდარტის დასანერგად ფართო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო. მათ დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭონ. პრობლების აღმოჩენის შემთხვევაში „ჰოთსეილი“ ისე აგვარებს მათ, რომ მომხმარებლის ანონიმურობა დაცულია და პირადად მას სილამაზის სალონსა თუ სხვა ობიექტთან ურთიერთობა არ უწევს.
დარღვევებთან აქტიური ბრძოლისა და ფასდაკლებით მაღალი დონის მომსახურების მიღების შესაძლებლობის შეთავაზების პარალელურად, „ჰოთსეილმა“ მომსახურების სფეროში კონსულტაციების გაწევაც დაიწყო. საბოლოოდ, კომპანიის ყველა აქტივობა ქვეყანაში მაღალი სტანდარტების სერვისის დანერგვას ემსახურება.
სხვა სტატიები
როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთრის პერიოდში - 3 კოსმეტოლოგიური პროცედურა
ზამთარი – ეს არ არის მხოლოდ ცივი ამინდი და სადღესასწაულო განწყობა. ეს არის დრო, როდესაც ჩვენი კანი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. სიცივე, ქარი და მშრალი ჰაერი აზიანებს კანს, ხდის მას მშრალს, მგრძნობიარეს და მოწყვლადს. სწორედ ამიტომ, ზამთრი...
განაგრძე კითხვა
11785
რა უპირატესობები აქვს Alma Soprano Titanium-ის აპარატით ჩატარებულ ეპილაციას
ლაზერული ეპილაცია წარმოადგენს უსაფრთხო და სწრაფ საშუალებას არასასურველი თმის მოსაშორებლად, იგი გამოირჩევა მრავალფეროვნებით და იყოფა შემდეგნაირად: ალექსანდრიტი, დიოდი და ნეოდიუმი. თითოეული მათგანის გამოყენებას აქვს საკუთარი დანიშნულება და თითქმის...
განაგრძე კითხვა
24575
EVELINE COSMETICS GEORGIA-ს პროდუქცია უკვე HOTSALE.GE-ზეა!
სიახლე ჰოთსეილზე! ჩვენი პარტნიორების სიას შემოუერთდა EVELINE COSMETICS GEORGIA, რომელიც დაფუძნდა პოლონეთში 1984 წელს. კომპანია აწარმოებს სახისა და სხეულის, თმის მოვლის საშუალებებსა და დეკორატიულ კოსმეტიკას. პროდუქცია შედის და პოპულარობით სარგებლობს ...
განაგრძე კითხვა
20469
სამი მიზეზი იმისა, თუ რატომ გთავაზობენ კომპანიები აქციებს დანაზოგით
ალბათ ნებისმიერ მომხმარებელს აქვს თავისი შეხედულება დანაზოგისა თუ იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც მათ სტანდარტულთან შედარებით დაბალ ფასს სთავაზობენ რიგ მომსახურებასა და პროდუქტზე. გავრცელებული სტერეოტიპები, რომლებიც სამართლიანი იქნება თუ ვაღი...
განაგრძე კითხვა
22203
5 ადგილი კახეთში რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ოჯახთან ერთად
კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია-მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და დამსვენებლების ყურადღებას. ამ მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის....
განაგრძე კითხვა
17079