-
კატეგორია
-
გურია
-
უბანი
-
კატეგორია
-
გურია
-
უბანი
როგორ ვუშველოთ თავს ცხელ ამინდებში და როგორ დავზოგოთ თანხა აუზზე
წელს, ზაფხული განსაკუთრებით ცხელი და მზიანი გამოდგა. ასეთ ამინდში მხოლოდ ერთი სურვილი გაქვს: სადმე, ზღვის სანაპიროზე, შეზლონგზე წამოწვე და ქოლგის ჩრდილს შეეფარო. მაგრამ თუ შვებულება შორსაა, ყველას გვიწევს შევეგუოთ რუტინას, სამსახურს და ქალაქის სიცხეს.
რა გავაკეთოთ სიცხეში
ქალაქის სიცხე დაუნდობელია. მას მხოლოდ კონდიციონერიან შენობაში თუ დაემალები. ცუდი ვარიანტი არ არის, მაგრამ ვის მოუნდება მთელი ზაფხული ოთხ კედელს შორის გაატაროს? დააკავოს ბავშვები სახლში მაშინ, როცა ძალიან გინდა სადმე გაერთო მათთან ერთად და მზეს მიეფიცხო. საბედნიეროდ, დღეს უკვე თითქმის ყველა ქალაქში არის ადგილი, სადაც მთელი ოჯახი შეძლებს სიცხისაგან გადარჩენას.
ღია აუზი
როგორც წესი, ღია აუზში შესაძლებელია არა მარტო სპორტული ცურვით დაკავდე, არამედ უბრალოდ ინებივრო წყალში, გაირუჯო მზეზე, დალიო ცივი სასმელი და დრო სასიამოვნოდ გაატარო. ზაფხულობით აუზები სპეციალურ დასასვენებელ ზონებს აწყობენ, შეზლონგებით, წყლის ატრაქციონებით, შადრევნებით, ბარით და ა.შ. განსაკუთრებით აქტუალური აკვაპარკებია, სადაც შეგიძლიათ მთელი დღე გაატაროთ.
აუზზე ვიზიტი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს დაზოგვის პლატფორმა, სადაც ფასდაკლების ვაუჩერის შეძენაა შესაძლებელი. მაგალითად, hotsale.ge-ზე უამრავ ბიუჯეტურ და ძალიან მომგებიან შეთავაზებას იპოვით, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - ევრო პარკია, რომლის ფასდაკლების ვაუჩერს ექსკლუზიურად მხოლოდ ჰოტსეილზე ნახავთ.
ევრო პარკის ტერიტორიაზე აუზების გარდა, არის საბავშვო წყლის ატრაქციონიც და კეთილმოწყობილი ბარი. აქ შეგიძლიათ მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად გაატაროთ დღე, იცურავოთ, გაირუჯოთ და ზაფხულის ცხელ დღეებში მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.
ვიზიტორებისთვის გასათვალისწინებელი დადგენილებები და წესები პანდემიის პერიოდში:
- გამოიყენეთ პირბადე დახურულ სივრცეში
- გაიარეთ თერმოსკრინინგი
- მიიღეთ შხაპი აუზზე შესვლის წინ
- აუცილებელია იქონიეთ საკუთარი პირსახოცი
- დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია შეზლონგებს შორის, (შეზლონგებს შორის დისტანცია განისაზღვრება თითეულ შეზლონგთან დატანებული ნიშნულით) დისტანცია დაიცავით ასევე ბართან, სალაროსთან და მითითებულ სივრცეებთან.
რა უნდა ჭამოთ სიცხეში
როდესაც ტემპერატურა 28 გარდუსს სცილდება, სადილი გავიწყდება და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ გაგრილდე. ასეთ ამინდში არ უნდა დატვირთო ორგანიზმი მძიმე საკვებით. მიირთვით მსუბუქი კერძები: სალათები, ცივი წვნიანები და წასახემსებლები. რაც მთავარია, მიიღეთ ბევრი სითხე. ის ორგანიზმს ეხმარება სიცხის გადატანაში. მიირთვით ხილი, ნაყინი.
რა უნდა წაიღოთ ღია აუზზე
- თუ ჰოთსეილის ფასდაკლების ვაუჩერს შეიძენთ, ადგილზე უნდა წარადგინოთ ელექტრონული ბილეთი;
- საცურაო კოსტიუმი;
- აუზის ქუდი (სასურველია);
- წყლის და მზის სათვალე;
- პირსახოცი;
- შლოპანცები;
- შხაპისთვის - საპონი, შამპუნი;
- მზის ქუდი;
- ანტისეპტიკი, პირბადე.
დაგეგმეთ შაბათი ან კვირა, ან სულაც მოიწყვეთ ერთდღიანი განტვირთვის დღე - ჰოთსეილთან ერთად!