კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ქალაქი
-
ყველა
-
თბილისი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ბათუმი
-
სიღნაღი, თელავი, ყვარელი
-
ბორჯომი
-
გონიო, კვარიათი
-
ქობულეთი
-
მცხეთა
-
ბაკურიანი
-
გუდაური
-
საირმე
-
მესტია
-
შეკვეთილი, ურეკი
-
სურამი, წაღვერი
-
ქუთაისი, წყალტუბო
-
ახალციხე
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
რუსთავი
-
ზუგდიდი
-
ლაგოდეხი
-
თუშეთი
-
ბაზალეთი
-
თიანეთი, სიონი
-
ბახმარო
-
გორი
-
ახმეტა
-
ბოლნისი
-
კიკეთი
-
ქალაქი
-
ყველა
-
თბილისი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ბათუმი
-
სიღნაღი, თელავი, ყვარელი
-
ბორჯომი
-
გონიო, კვარიათი
-
ქობულეთი
-
მცხეთა
-
ბაკურიანი
-
გუდაური
-
საირმე
-
მესტია
-
შეკვეთილი, ურეკი
-
სურამი, წაღვერი
-
ქუთაისი, წყალტუბო
-
ახალციხე
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
რუსთავი
-
ზუგდიდი
-
ლაგოდეხი
-
თუშეთი
-
ბაზალეთი
-
თიანეთი, სიონი
-
ბახმარო
-
გორი
-
ახმეტა
-
ბოლნისი
-
კიკეთი

Hotsale.ge-მ „Leo ინსტიტუტის“ დამფუძნებელს საჩუქარი გადასცა
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge აგრძელებს „ლურჯ ოკეანესთან“ თანამშრომლობას. 5 დეკემბერს „პუბლიკას“ ლაუნჯში გაიმართა ცნობილი ავტორისა და Leo ინსტიტუტის დამფუძნებლის, სამი კოენის წიგნის - „ცხოვრება შიშს მიღმა“ - პრეზენტაცია და თემატური ვორქშოპი, სადაც Hotsale.ge პარტნიორის სტატუსით იყო წარმოდგენილი.
სამი კოენი Leo ინსტიტუტის დამფუძნებელი და Leo მეთოდოლოგიების ავტორია. იგი უკვე 40 წელზე მეტია ეხმარებოდა ადამიანებს იპოვონ, გაიაზრონ და მიაწიონ თავიანთ მიზნებს. მისი წიგნები კი ერთგვარი ინსტრუმენტია წარმატებით სავსე ცხოვრების შექმნისთვის.
„ცხოვრება შიშს მიღმა“ - ასე ჰქვია ახალ წიგნს, რომელშიც ავტორი შიშისა და ღელვის გავლენაზე, ასევე მათი დაძლევის მეთოდებსა და ცხოვრების ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს.
„ჩვენ გამუდმებით ვინმეს მოხიბვლას ვცდილობთ ან ისეთ რამეზე ვშფოთავთ, რაც არ გვეხება. ღელვა და ხალისი ვერ თანაარსებობს, შედეგად კი ხალისისთვის ჩვენს ცხოვრებაში ადგილი აღარ რჩება. თუ კარგად დააკვირდები, ყოველწამიერად, დაინახავ, რამდენ რამეს აკეთებ, არ აკეთებ, ამბობ და არ ამბობ, საიმისოდ, რომ დაუმტკიცო საკუთარ თავსა და სხვებს რაღაც „შენზე“; დაინახავ საჭიროებას, რომ აღგიქვამდნენ „ასეთად“ და ეცდები, თავიდან აირიდო, რომ აღგიქვამდნენ „ისეთად“. თუკი ამ წიგნს მხოლოდ თეორიულად არ მიუდგები და ეცდები, გამოიყენო, როგორც ინსტრუმენტი, აღმოაჩენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რეალობა (არჩევანი) გაქვს – „ნიღბიანი“ და „უნიღბო“, შიშით და შიშს მიღმა...“, - ვკითხულობთ წიგნის აღწერაში.
წიგნის პრეზენტაციას მოჰყვა თემატური ვორქშოპი. ღონისძიების დასასრულს კი Hotsale.ge-მ ავტორს სიმბოლური საჩუქარი გადასცა. როგორც კომპანიის ბრენდმენეჯერი ლანა ცხადაძე აღნიშნავს, ეს არის წიგნი, რომელშიც შიშის დაძლევის ყველაზე ეფექტური მეთოდებია წარმოდგენილი: „სამი კოენმა აგვიხსნა, თუ როგორ შეიძლება წიგნში აღწერილი მეთოდოლოგიის პრაქტიკაში გამოყენება და ცხოვრება შიშს მიღმა, ანუ ცხოვრება სრული ადამიანური შესაძლებლობებით. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, სადაც Hotsale.ge პარტნიორის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ჩვენს კომპანიას „ლურჯ ოკეანესთან“ ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს და მომავალშიც ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში პარტნიორობას,“ - აღნიშნა ლანა ცხადაძემ.
Hotsale.ge-ის შესახებ: Hotsale.ge პალიტრა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ის არის ლიდერი ქვეყანაში ელექტრონული კომერციის სფეროში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დაზოგვას მრავალფეროვანი მომსახურების და პროდუქციის მიღების დროს. ვებგვერდზე განთავსებულია შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.
Hotsale.ge კომპანიებს ათასობით მომხმარებელთან აკავშირებს და მათ ეფექტურ და გაზომვად სარეკლამო მომსახურებას, ცნობადობის გაზრდასა და ლოიალური მომხმარებლის შეძენას სთავაზობს.
სხვა სტატიები

ცნობილი მწერლების საყვარელი წიგნები
ლიტერატორების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ წერის კულტურის განვითარებისთვის საუკეთესო საშუალება წიგნების კითხვაა. ალბათ, ამაში თქვენც დაეთანხმებით, რადგან სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მწერლების შემოქმედება, იმაზე მეტს გვასწავლი და შთაგვაგონებს, ვიდ...
განაგრძე კითხვა
3232

სამედიცინო სერვისები 80%-მდე შეღავათით და კონსულტაცია ცნობილი ექიმებისგან - ყველაფერი Online.mkurnali.ge-ის შესახებ!
Mkurnali.ge-სა და Hotsale.ge -ს ერთობლივი პროექტი Online.mkurnali.ge უკვე ჩაეშვა და მის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მნიშვნელოვანი დანაზოგით მიიღონ. კონკრეტულად, როგორ შეგვიძლია Online.mkurnali.ge-ის მ...
განაგრძე კითხვა
6798

დაგეგმეთ თქვენი შვილის დაბადების დღე 139 ლარიდან
ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ თავიანთი დაბადების დღე, რაც მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა. ალბათ, ყველა მათგანს სურს, იპოვოს საუკეთესო გასართობი ცენტრი თავისი ბავშვისთვის, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა, ხელმისაწვდომ ფასებსაც შესთავაზ...
განაგრძე კითხვა
3582

იმოგზაურეთ მესტიაში!
მესტია ოთხივე სეზონზე საინტერესო კურორტია მოსანახულებლად თუ შესაცნობად, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურისტისთვის. ძველი ქალაქი, ინახავს სვანეთის უძველეს ისტორიას, იგი სავსეა ხუროთმოძღვრებისა თუ კულტურული ძეგლებით. აქ შეგიძლიათ ესტუმროთ ისტორიულ ეთ...
განაგრძე კითხვა
4226

3 უნიკალური აქტივობა ჯანსაღი ცხოვრებისთვის
შეუძლებელია ადამიანმა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს ფიზიკური აქტივობის გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამსახურის, სწავლისა თუ ოჯახური საქმიანობის გამო რთული და გადატვირთული გრაფიკი აქვს. ფიზიკური აქტივობა აუცილებელია სტრესის მოსახსნელად, განტვირთვისა და...
განაგრძე კითხვა
3954
.jpg)
აუზიანი სასტუმროები ზღვისპირეთში 65 ლარიდან
წელს განსაკუთრებულად ცხელი და მზიანი ზაფხული გვაქვს, არსებული კლიმატის ფონზე კი ალბათ ყველას სურს ქალაქის რუტინასა და სიცხეს თავი დააღწიოს ზღვის სანაპიროზე, შეზლონგზე, პალმების ჩრდილში. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გადაწყვეტილი სად გაატარებთ შვებულებ...
განაგრძე კითხვა
4248