კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ასურეთი
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
ასურეთი
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
hotsale.ge საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული CityThon-ის პარტნიორია
ევროკავშირის პროგრამის „ყოვლისმომცველი ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, განხორციელდა პროექტი CityThon, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 24 გუნდი შეირჩა.
გუნდის წევრები ქალაქში არსებული გამოწვევების კრეატიულად გადაჭრის გზებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ჰაკათონის მონაწილეებმა, 36 საათის მანძილზე იმუშავეს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების საკითხებზე და ახალი ინოვაციური ხედვები და მიდგომები ჩამოაყალიბეს.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები Portall და Time Trips, რომლებიც ქუთაისის მერიის მუნიციპალური სერვისების გასავითარებლად (ტურისტული და სატრანსპორტო მიმართულება) - ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროდუქტებს დაამზადებენ. ეს პროექტი წარმატებული ინოვაციური თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერის მაგალითი გახდა.
პროდუქტის შესაქმნელად გამარჯვებულ გუნდებს 5000 ევროს ოდენობის ჯილდო გადაეცათ.
პროექტის CityThon პერიოდში, მონაწილეები ორი დღის მანძილზე მუშაობდნენ ქალაქ ქუთაისში არსებული მუნიციპალური სერვისების ტექნოლოგიური და ინოვაციური გზით განვითარებაზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში. საბოლოოდ, ოცი გუნდი საკუთარი ინოვაციური იდეის პრეზენტაციით ჟიურის წინაშე წარდგა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
სამუშაო პროცესის ორგანიზება კომპანია „ქლევერტონმა“ უზრუნველყო. პროექტის პარტნიორები არიან: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და კომპანია Hotsale.
Hotsale.ge-მ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სიურპრიზი დაახვედრა და ერთ-ერთ გუნდს საჩუქრად სასტუმრო ევერგრინი • EVERGREEN HOTEL-ის საგზური გადასცა.
სასტუმრო ბორჯომში, ტყის პირას ქალაქის ცენტრიდან და ცენტრალური პარკიდან 5 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. აქვს სამი ორადგილიანი და ერთი სამადგილიანი ნომერი. თითოეულ ნომერს ინდივიდუალური სველი წერტილი და ყველა საჭირო ინვენტარი გააჩნია კომფორტული დასვენებისთვის.
სტუმრების უსაფრთხოებისთვის სასტუმროში დამონტაჟებულია კამერები, რომელიც 24/7-ზე ფუნქციონირებს. ასევე, აქვს კეთილმოწყობილი გამწვანებული ეზო და დაცული საპარკინგე სივრცე.
სასტუმრო ევერგრინი • EVERGREEN HOTEL -ის მეგობრული პერსონალი მაქსიმალურადაა ორიენტირებული იმაზე, რომ თითოეულ სტუმარს შეუქმნას მშვიდი და კომფორტული გარემო დასვენებისთვის.
სხვა სტატიები
როგორ დავიცვათ თავი მზისგან ზაფხულის მცხუნვარე დღეებში
მზის სხივები, აუზიდან თუ ზღვიდან ამოსვლის შემდეგ ყოველთვის სასიამოვნოდ იგრძნობა კანზე, მით უმეტეს თუ ვიცით, რომ გარუჯვის პროცესს იდეალური ნამზეური ახლავს თან. თუმცა, ისიც მოგვეხსენება, რომ სილამაზე ამ შემთხვევაშიც მოითხოვს მსხვერპლს და ოქროსფერი ბზინ...
განაგრძე კითხვა
22607
5 ვერანდა სადაც დაუვიწყარ დროს გაატარებთ
ყველა ადამიანს სურს დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ მეგობრებთან ერთად გავიდეს და შეაწუხოს ქალაქი, ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანი იქნებოდა ვერანდა, სადაც სტუმარს შეუძლია განიტვირთოს და ისიამოვნოს, ამავდროულად გაერთოს და დაუვიწყარი საღამო გაატაროს....
განაგრძე კითხვა
16463
ავერსის რეაბილიტაციის ცენტრი • Aversi Rehabilitation Center - იზრუნე ჯანმრთელობაზე
რეაბილიტაცია ჯანმრთელობის აღდგენისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ტრავმის, ოპერაციის ან სხვადასხვა დაავადების შემდეგ სწორად შერჩეული სარეაბილიტაციო პროგრამა ადამიანს ეხმარება სწრაფად დაუბრუნდეს ყოველდღიურ ...
განაგრძე კითხვა
2411
ხუთი სასტუმრო კახეთში, სადაც ოქროსფერ შემოდგომას გაატარებდით
ჩვენი ქვემოთ ჩამოთვლილი 5 სასტუმრო ყველა გემოვნების და ხასიათის მოხმარებლებისთვის არის გათვლილი. ჯადოსნური, ფერადი შემოდგომა ადამიანებში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. ზოგს მოსწონს ფერების ზეიმი, ზოგისთვის მელანქოლიურია, ზოგისთვის იდუმალი, ხ...
განაგრძე კითხვა
21385
საჩუქრების იდეები მათთვის, ვინც SECRET SANTA-ს თამაშობს
ახალი წელი ახლოვდება და ალბათ უკვე დაიწყეთ "სეკრეტ სანტას" თამაში. ადრესატისთვის საჩუქრის შერჩევა, არც თუ ისე მარტივია. წარმოგიდგენთ რამდენიმე ორიგინალურ, სახალისო და ძალიან სასიამოვნო საჩუქარს, რომელიც ძვირი არ დაგიჯდებათ და მიმღებიც ძალიან გახარებუ...
განაგრძე კითხვა
56535