გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

Hotsale.ge-მ  საქართველოს წამყვან ტექ ღონისძიებაზე,  Change Inspire მე-6 კონფერენციაზე, პრემიუმ ტიპის სასტუმროების საგზურები გაათამაშა

Hotsale.ge-მ საქართველოს წამყვან ტექ ღონისძიებაზე, Change Inspire მე-6 კონფერენციაზე, პრემიუმ ტიპის სასტუმროების საგზურები გაათამაშა

152

4 ივლისს, "პულმან თბილისი აქსის თაუერსში" Change Inspire მე-6 კონფერენცია გაიმართა – საქართველოს წამყვანი ტექ ღონისძიება, რომელიც 2018 წლიდან ტარდება.

ნიშურ შეკრებად დაწყებული ღონისძიება დღეს უკვე რეგიონში IT სფეროს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან კონფერენციად იქცა, რომელიც ყოველწლიურად 500-ზე მეტ ტექ ლიდერს აერთიანებს.

 

წლევანდელი ღონისძიება ერთდღიან, მრავალტრეკიან ფორმატში ჩატარდა და ინოვაციის წინა ხაზზე შეკრიბა ტექნოლოგიების მენეჯერები და ინჟინრები. დღის განმავლობაში ერთმანეთს დაუკავშირდა ინტელექტი და სტრატეგია, სპორტის ენერგია და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები.

 

2025 წლის კონფერენციის თემა გახლდათ: AI ჩემპიონთა ლიგა

კონფერენცია ფოკუსირებული იყო ხელოვნური ინტელექტის რეალურ გამოყენებაზე და წარმოადგენდა იმ ორგანიზაციებსა და ლიდერებს, რომლებიც მომავალს ქმნიან.

დამსწრე საზოგადოებას ადგილზე დახვდათ საინტერესო გამოსვლები და პრაქტიკული ქეისები გლობალური და რეგიონალური ექსპერტებისგან ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • ციფრული ტრანსფორმაცია
  • BIG Data
  • კიბერუსაფრთხოება
  • IT ინფრასტრუქტურა

 

ღონისძიების პარტნი­ორმა, დანაზოგების ყველაზე მასშტაბურმა პლატფორმამ Hotsale.ge-მ, რომელიც წელს პირველად მონაწილეობდა, სტუმ­რებს სა­ინ­ტე­რე­სო სა­ჩუქ­რე­ბი მო­უმ­ზა­და. ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრად აჭარის პრემიუმ ტიპის სასტუმროების ვაუჩერები გადაეცათ, მათ შორის:

 

ლიც რეზორტი • LITZ RESORT

 

„ლიც რეზორტი“ - ხუთ ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც ბა­თუმ­თან ახ­ლოს, კვა­რი­ა­თის მთა­ზე, ზღვის დო­ნი­დან 370 მ სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს. 16 დო­ნი­ა­ნი შე­ნო­ბა იმ­დე­ნად ორ­გა­ნუ­ლა­დაა შერ­წყმუ­ლი მთის პეიზაჟთან, რომ შო­რი­დან მხო­ლოდ თა­ნა­მედ­რო­ვე „სვა­ნურ კოშკს" შე­ამ­ჩნევთ. მთის კი­დე­ზე აღ­მარ­თუ­ლი სას­ტუმ­რო­დან 360°-იანი პა­ნო­რა­მუ­ლი ხედი იშ­ლე­ბა თურ­ქე­თის ქა­ლაქ "რი­ზე­დან" - ბა­თუ­მამ­დე. კარგ ამინ­დში კი მთე­ლი კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სას­ტუმ­როს ყვე­ლა - 101 ოთახს აქვს ზღვის სრუ­ლი ხედი, ზოგ ოთახს კი პა­ნო­რა­მუ­ლი ხედი ორი მხრი­დან, ზოგსაც ოთხი­ვე მხრი­დან აკ­რავს. რე­ზორ­ტი გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია ულა­მა­ზე­სი ტყით, სა­დაც სე­ირ­ნო­ბა სა­ფეხ­მავ­ლო და ცხე­ნით სა­ჯი­რი­თო ბი­ლი­კე­ბითაა შესაძლებელი.

 

 

 

სასტუმრო კასტელო მარე • Castello Mare Hotel

 

სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის პლატ­ფორ­მა Hotsale.ge აგ­რძე­ლებს მრა­ვალ­წლი­ან წარ­მა­ტე­ბულ პარტნი­ო­რო­ბას ზღვის­პი­რა პრე­მი­უმ კლა­სის სას­ტუმ­რო "კას­ტე­ლო მარე • Castello Mare"-თან. მომ­ხმა­რებ­ლებს 2025 წელ­საც ეძ­ლე­ვათ უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ის­ვე­ნონ ცი­ხის­ძირ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხელ­საყ­რელ ფა­სად. სიმწვა­ნე­ში ჩაფ­ლუ­ლი, ზღვის ხე­დის პე­ი­ზა­ჟით, პრე­მი­უმ კლა­სის კომ­პლექ­სი Castello Mare გახ­სნის დღი­დან იპყრობს დამ­სვე­ნებ­ლე­ბის გუ­ლებს. უნი­კა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რა, კომ­ფორ­ტუ­ლი ლო­კა­ცია ბა­თუმ­თან ახ­ლოს (მხო­ლოდ 17 კმ) და მა­ღა­ლი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა ქმნის იდე­ა­ლურ გა­რე­მოს დას­ვე­ნე­ბი­სა და გან­ტვირ­თვის­თვის. Castello Mare წარ­მო­ად­გენს სრულ­ფა­სო­ვან გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ კომ­პლექსს, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს:

 

  • ღია და და­ხუ­რულ აუ­ზებს
  • ცხე­ლი ზო­ნით აღ­ჭურ­ვილ სპა ცენ­ტრს
  • თა­ნა­მედ­რო­ვე ფიტ­ნეს დარ­ბაზს
  • ჩოგ­ბურ­თი­სა და კა­ლათ­ბურ­თის მო­ედ­ნებს
  • ბი­ლი­არ­დსა და მა­გი­დის ჩოგ­ბურთს
  • მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ კი­ნო­თე­ატრს
  • ელე­გან­ტურ რეს­ტო­რანს

სას­ტუმ­რო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია 110 ნო­მე­რი 9 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ით – სტან­დარ­ტუ­ლი­დან საპ­რე­ზი­დენ­ტო ლუქ­სამ­დე. თი­თო­ე­უ­ლი ნო­მე­რი აღ­ჭურ­ვი­ლია აივ­ნით, სა­ი­და­ნაც იშ­ლე­ბა ულა­მა­ზე­სი ხედი შავ ზღვა­სა და აჭა­რის ბუ­ნე­ბა­ზე.

 

 

 

Hotsale.ge - და­ნა­ზო­გე­ბის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი პლატ­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ერ­თვე­ბა ბიზ­ნესისა და ტექ­ნო­ლო­გი­იის მთავარ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, მხარს უჭერს აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. Hotsale.ge 2011 წელს და­არ­სდა და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ელექტრო­ნულ კო­მერ­ცი­ა­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს დანაზოგს, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბისა და პრო­დუქ­ცი­ის მი­ღე­ბის დროს. ვებგ­ვერ­დზე იპოვით შე­თა­ვა­ზე­ბე­ბს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბის­გან: სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და კა­ფე­ე­ბი, ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრე­ბი და სა­ლო­ნე­ბი, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი, აუ­ზე­ბი და სხვა. Hotsale.ge ათა­სო­ბით კომ­პა­ნი­ებს აკავ­ში­რებს და სთა­ვა­ზობს მათ ეფექ­ტურ და გა­ზომ­ვად სა­რეკ­ლა­მო მომ­სა­ხუ­რე­ბას, ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა­სა და ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რებ­ლის შე­ძე­ნას. თი­თო­ე­უ­ლი პარტნი­ო­რის­თვის იგეგ­მე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი კამ­პა­ნია.