კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
უფლისციხე
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
უფლისციხე
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
Hotsale.ge-მ „Leo ინსტიტუტის“ დამფუძნებელს საჩუქარი გადასცა
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge აგრძელებს „ლურჯ ოკეანესთან“ თანამშრომლობას. 5 დეკემბერს „პუბლიკას“ ლაუნჯში გაიმართა ცნობილი ავტორისა და Leo ინსტიტუტის დამფუძნებლის, სამი კოენის წიგნის - „ცხოვრება შიშს მიღმა“ - პრეზენტაცია და თემატური ვორქშოპი, სადაც Hotsale.ge პარტნიორის სტატუსით იყო წარმოდგენილი.
სამი კოენი Leo ინსტიტუტის დამფუძნებელი და Leo მეთოდოლოგიების ავტორია. იგი უკვე 40 წელზე მეტია ეხმარებოდა ადამიანებს იპოვონ, გაიაზრონ და მიაწიონ თავიანთ მიზნებს. მისი წიგნები კი ერთგვარი ინსტრუმენტია წარმატებით სავსე ცხოვრების შექმნისთვის.
„ცხოვრება შიშს მიღმა“ - ასე ჰქვია ახალ წიგნს, რომელშიც ავტორი შიშისა და ღელვის გავლენაზე, ასევე მათი დაძლევის მეთოდებსა და ცხოვრების ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს.
„ჩვენ გამუდმებით ვინმეს მოხიბვლას ვცდილობთ ან ისეთ რამეზე ვშფოთავთ, რაც არ გვეხება. ღელვა და ხალისი ვერ თანაარსებობს, შედეგად კი ხალისისთვის ჩვენს ცხოვრებაში ადგილი აღარ რჩება. თუ კარგად დააკვირდები, ყოველწამიერად, დაინახავ, რამდენ რამეს აკეთებ, არ აკეთებ, ამბობ და არ ამბობ, საიმისოდ, რომ დაუმტკიცო საკუთარ თავსა და სხვებს რაღაც „შენზე“; დაინახავ საჭიროებას, რომ აღგიქვამდნენ „ასეთად“ და ეცდები, თავიდან აირიდო, რომ აღგიქვამდნენ „ისეთად“. თუკი ამ წიგნს მხოლოდ თეორიულად არ მიუდგები და ეცდები, გამოიყენო, როგორც ინსტრუმენტი, აღმოაჩენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რეალობა (არჩევანი) გაქვს – „ნიღბიანი“ და „უნიღბო“, შიშით და შიშს მიღმა...“, - ვკითხულობთ წიგნის აღწერაში.
წიგნის პრეზენტაციას მოჰყვა თემატური ვორქშოპი. ღონისძიების დასასრულს კი Hotsale.ge-მ ავტორს სიმბოლური საჩუქარი გადასცა. როგორც კომპანიის ბრენდმენეჯერი ლანა ცხადაძე აღნიშნავს, ეს არის წიგნი, რომელშიც შიშის დაძლევის ყველაზე ეფექტური მეთოდებია წარმოდგენილი: „სამი კოენმა აგვიხსნა, თუ როგორ შეიძლება წიგნში აღწერილი მეთოდოლოგიის პრაქტიკაში გამოყენება და ცხოვრება შიშს მიღმა, ანუ ცხოვრება სრული ადამიანური შესაძლებლობებით. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, სადაც Hotsale.ge პარტნიორის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ჩვენს კომპანიას „ლურჯ ოკეანესთან“ ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს და მომავალშიც ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში პარტნიორობას,“ - აღნიშნა ლანა ცხადაძემ.
Hotsale.ge-ის შესახებ: Hotsale.ge პალიტრა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ის არის ლიდერი ქვეყანაში ელექტრონული კომერციის სფეროში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დაზოგვას მრავალფეროვანი მომსახურების და პროდუქციის მიღების დროს. ვებგვერდზე განთავსებულია შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.
Hotsale.ge კომპანიებს ათასობით მომხმარებელთან აკავშირებს და მათ ეფექტურ და გაზომვად სარეკლამო მომსახურებას, ცნობადობის გაზრდასა და ლოიალური მომხმარებლის შეძენას სთავაზობს.
სხვა სტატიები
იცით თუ არა, რა არის Hotsale.ge -ს ჯანმრთელობის ბარათი?
გვსურს გაგაცნოთ ჩვენი ახალი პროდუქტი - ჯანმრთელობის ბარათი., რომლითაც შეძლებთ ისარგებლოთ პაკეტური სამედიცინო მომსახურებით. ამბობენ, რომ ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია. რა არის ჯანმრთელობის ბ...
განაგრძე კითხვა
16144
ხუთი საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ზაფხულამდე წონაში დავიკლოთ
ზაფხულის მოახლოება უფრო და უფრო აქტუალურს ხდის სასურველი ფორმებისთვის ბრძოლის ტენდენციას. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ვემზადებით საცურაო კოსტიუმის სეზონისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები, თუ როგორ ჩავდ...
განაგრძე კითხვა
14081
4 პრემიუმ ტიპის კოტეჯი ყველაზე დიდი დანაზოგით
ატმოსფერული კოტეჯები, სიმწვანე, ტყე, სუფთა ჰაერი და რაც მთავარია სიმშვიდე - ასეთ გარემოში საყვარელ ადამიანთან ერთად მთაში დასვენებას არაფერი შეედრება. საკმაოდ ბევრი ახალი, მყუდრო კოტეჯი აშენდა ბოლო წლებში, საქართველო...
განაგრძე კითხვა
11717
Exploring Tskaltubo: Georgia's Hidden Thermal Paradise
Nestled in the lush landscapes of western Georgia lies Tskaltubo, a historic spa town that's slowly recapturing the attention of adventurous travelers. This hidden gem, with its distinctive architecture and healing thermal waters, offers a fascinatin...
განაგრძე კითხვა
9445
ტოპ 10 სასტუმრო ზღვისპირეთში 40-დან 75 ლარამდე
ზღვის სეზონი ახლოვდება და გადავწყვიტე შემოგთავაზოთ სასტუმროები ზღვისპირეთში ყველაზე ბიუჯეტურ და მისაღებ ფასად სადაც დაუვიწყარ დროს გაატარებთ ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად შეძლებთ მოაწყოთ ტურები, დაათვალიროდ ღირსშესანიშნაობები, უყუროთ მზის ჩასვლას თქვე...
განაგრძე კითხვა
19307
Horizon Batumi - აპარტოტელი ზღვიდან 150 მეტრში
აჭარის სანაპირო ზოლი ყველასთვის დასამახსოვრებელი და ულამაზესი ტურისტული ადგილია, რომელიც ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტ ვიზიტორს იზიდავს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით. ბუნებრივი სილამაზისა და კულტურული მემკვიდრეობის ნაზავით, აჭარა სწრაფად ხდებ...
განაგრძე კითხვა
8210