კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
საირმე
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sairme
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
5 ადგილი კახეთში, რომელიც ოჯახთან ერთად უნდა მოინახულოთ
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მიმზიდველი ტურისტული რეგიონია. ის ცნობილია მდიდარი ისტორიით, უძველესი კულტურული ძეგლებით, ულამაზესი ბუნებითა და, რა თქმა უნდა, ღვინის დაყენების უნიკალური ტრადიციებით.
თუ გეგმავთ საოჯახო მოგზაურობას, კახეთი იდეალური არჩევანია აქტიური, შემეცნებითი და ამავდროულად მშვიდი დასვენებისთვის.
1. ბოდბის სამონასტრო კომპლექსი
ბოდბის მონასტერი სიღნაღიდან სულ რაღაც 2 კილომეტრში მდებარეობს. ეს ისტორიული და სულიერი ცენტრი წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. კომპლექსი გარშემორტყმულია ულამაზესი ბაღებითა და სიმწვანით, საიდანაც ალაზნის ველის შთამბეჭდავი ხედები იშლება. ბოდბე შესანიშნავი ადგილია ოჯახთან ერთად მშვიდი და სულიერად სავსე დროის გასატარებლად.

2. ალავერდის ტაძარი
მე-6 საუკუნის ეს დიდებული არქიტექტურული ძეგლი კახეთის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ალავერდის მონასტერი მოიცავს გალავანს, ისტორიულ მარანსა და სამრეკლოს. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიას და ტრადიციული ქვევრის ღვინის დაყენების კულტურას

3. სიღნაღი – "სიყვარულის ქალაქი"
სიღნაღი ცნობილია თავისი ძველი ციხალაგვით, ქვაფენილიანი ქუჩებითა და ტრადიციული აივნებით. ქალაქის გალავნიდან იშლება პანორამული ხედები ალაზნის ველსა და კავკასიონის ქედზე. სიღნაღი იდეალურია ოჯახური სეირნობისთვის, ფოტოგრაფიისთვის და ადგილობრივი კულინარიული შედავრების დაგემოვნებისთვის.

4. ლოპოტას ტბა
ლოპოტას ტბის რეკრეაციული ზონა კახეთში კომფორტული და თანამედროვე დასვენების მოყვარულთა საყვარელი ადგილია. ბუნების წიაღში მდებარე ტბის კომპლექსი გთავაზობთ გარემოს, სადაც ოჯახის თითოეული წევრი იპოვის გასართობს – წყლის აქტივობებს, ველოსიპედით სეირნობასა თუ აუზებს.

5. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები
ბუნების მოყვარულთათვის ლაგოდეხის ეროვნული პარკი ნამდვილი აღმოჩენაა. კავკასიონის ფერდობებზე გაშლილი ეს ტერიტორია მდიდარია უნიკალური ფლორითა და ფაუნით, ჩანჩქერებითა და სალაშქრო ბილიკებით. განსაკუთრებით პოპულარულია მარშრუტები ნინოსხევის ჩანჩქერისა და შავი კლდეების ტბისკენ.

დაგეგმეთ საოჯახო დასვენება კახეთში Hotsale.ge-სთან ერთად
თუ კახეთში მოგზაურობას გეგმავთ და ეძებთ საუკეთესო სასტუმროს ოჯახისთვის, Hotsale.ge გთავაზობთ განთავსების ობიექტების ფართო არჩევანს ექსკლუზიური დანაზოგით. 2011 წლიდან Hotsale.ge საქართველოში ელექტრონული კომერციის ლიდერი პლატფორმაა, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ საუკეთესო შეთავაზებები
სხვა სტატიები
Mind Up Olympiad 2025-ის ფინალი და დაჯილდოება
22 დეკემბერს ჩატარდა Mind Up Olympiad 2025-ის ფინალური ტური და დაჯილდოების ღონისძიება. ფინალურ ტურში მონაწილეობა მიიღო სამივე კატეგორიიდან ჯამში 32 გამორჩეულმა ფინალისტმა, ხოლო მთლიანობაში, ოლიმპიადაში 700-მდე ბავშვი მონაწილეობდა. ...
განაგრძე კითხვა
9237
მოამზადე შენი ეზო ზაფხულისთვის: 4 ნივთი რომელიც ეზოს გარდასახვაში დაგეხმარება
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ბუნებასთან სიახლოვე, ერთ-ერთი თერაპიაა, რომელიც განწყობაზე დადებითად მოქმედებს. სწორედ ამიტომ, დატვირთული დღის შემდეგ, საკუთარ ეზოში საღამოს გატარება საკმაოდ დიდ სიამოვნებას წარმოადგენს. ზაფხულში ყველას უნდა, რომ დიდი დრო...
განაგრძე კითხვა
13805
Affordable Hotels in Tbilisi, Georgia – Exclusive Deals on Hotsale.ge
Travelers searching for budget-friendly hotels in Tbilisi, Georgia often worry they’ll have to compromise on quality or location. The good news? You don’t have to. Whether you're planning a trip to explore the capital's historic charm or ...
განაგრძე კითხვა
19027
"ჯინო აკვაპარკი / GINO AQUAPARK" Hotsale.ge-ზე დაბრუნდა
თუ გსურთ განტვირთვა, წყლის ატრაქციონები და დაუვიწყარი გართობა მთელი ოჯახისათვის, მაგრამ ქალაქგარეთ გასვლას ვერ ახერხებთ, საუკეთესო გამოსავალ "ჯინო აკვაპარკი / GINO AQUAPARK"-ია. ზაფხულის დასრულების მიუხედავად, "ჯინო აკვაპარკი / GINO A...
განაგრძე კითხვა
11849
როგორ დავისვენოთ ბიუჯეტურად ყაზბეგში
ყაზბეგი, აღმოსავლეთ საქართველოში მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარე ისტროიული ხევის ტერიტორია, უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აქ არის აღმოჩენილი ძვ.წ. VI-V საუკუნეებით დათარიღებული ყაზბეგის განძი, რომელიც კავკასიის ძველი ტომების რელიგიურ ...
განაგრძე კითხვა
29890
Hotsale.ge-მ ფინანსისტთა და ბუღალტერთა III დაჯილდოების გამარჯვებულები დაასაჩუქრა
Hotsale.ge-მ ყველაზე მასშტაბური ფინანსური დაჯილდოების გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. ფინანსისტთა და ბუღალტერთა რიგით III დაჯილდოება 22 დეკემბერს Grand Hall-ში გაიმართა და მისი მიზანი იყო პროფესიის პრესტიჟისა და ფინანსური სექტორის მიღწევების შ...
განაგრძე კითხვა
22666