-
Abastumani
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Abastumani
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
რა როლი აქვს ფაზლს ბავშვის განვითარების პროცესში?
მშობლების უმეტესობამ იცის, რომ ბავშვის სათამაშოებისა და გასართობი საშუალებების მრავალფეროვან „რეპერტუარში“ ფაზლის ჩართვა მათი განვითარების პროცესზე დადებით გავლენას ახდენს, თუმცა ბევრმა არ იცის, კონკრეტულად რა პროცესებზეა საუბარი- დიახ, ფაზლის აწყობის სახალისო პროცესი ბავშვებში ერთდროულად რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი უნარ- ჩვევის განვითარების სტიმულირებას ახდენს! ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავსატეხის სირთულე ბავშვის ასაკის გათვალისწინებით იყოს შერჩეული, რათა არც ზედმეტად მარტივი და მოსაწყენი იყოს ბავშვისთვის და არც ზედმეტად რთული.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ფაზლის აწყობის პროცესში, კუნთების შეთანხმებულად მოძრაობის უნარის-კოორდინაციის განვითარების გზით ყალიბდება მნიშვნელოვანი სენსორულ- მოტორული უნარები, მათ შორის თვალისა და ხელის კოორდინაციის უნარი და რასაკვირველია ვითარდება ბავშვის შემეცნებითი უნარები- მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; თავსატეხის წარმატებით ამოხსნის შემდეგ მაღლდება ბავშვის თვითშეფასება, ის ხდება უფრო მეტად თავდაჯერებული- სწავლობს ნდობას საკუთარი თავისადმი.
რაც შეეხება შემეცნებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ზემოქმედებას, ფაზლის აწყობისას ბავშვი ეჩვევა საკუთარი ადგილის სივრცეში აღქმას, ასევე აგროვებს დაკვირვებებს ცალკეული ობიექტების ურთიერთკავშირის შესახებ, სწავლობს ცალკეული ნაწილების ფერისა და ფორმის მიხედვით გაანალიზებას და მათი ერთმანეთთან დაკავშირების სტრატეგიებს; საინტერესოა, რომ მონტესორის სწავლებაზე დაფუძნებული პროგრამები ფართოდ იყენებენ ბიოლოგიის და ზოოლოგიის თემატიკაზე შექმნილ ხის ფაზლებს, რითაც ბავშვებს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნების შეცნობის გზაზე შეუცვლელ დახმარებას უწევენ.
კარგი იქნება, თუკი ფაზლის აწყობას თქვენს პატარასთან ერთად ცდით და წინასწარ ამოარჩევთ ცარიელ ადგილებს, რომელშიც შესაბამისი ნაწილი უნდა ჩაჯდეს, შემდეგ კი ბავშვს შესთავაზებთ ორ შესაძლო ვარიანტს, საიდანაც ის თავის არჩევანს გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ფაზლებს აქვთ არაპირდაპირი, თუმცა მნიშვნელოვანი როლი თქვენი პატარას მეტყველების განვითარებასა და ლექსიკის გამდიდრებაში, რადგანაც თავსატეხის ამოხსნის შემდეგ მათ უჩნდებათ სურვილი დასვან კითხვები და უფროსებისგან მიიღონ პასუხები იმ ობიექტების შესახებ, რომელსაც ისინი ხედავენ მათივე ხელით აწყობილ სურათებში, რაც მათ საბოლოო ჯამში, მეტყველების განვითარებასა და ახალი სიტყვების შესწავლაში ეხმარება. ასევე კარგი იქნება, თუ ფაზლის სურათის აწყობის შემდეგ ბავშვს სთხოვთ ცოტა ხნით შეტრიალდეს და გვიპასუხოს იმ კითხვებზე, რომლებსაც ფაზლის სურათზე მოცემული ობიექტების შესახებ დავუსვამთ, მაგალითად: რა ფერია დინოზავრი? ან რამდენი კნუტია სურათზე? ასეთი კითხვების მეშვეობით ბავშვის მახსოვრობას გაავარჯიშებთ.
სხვა სტატიები
Hotsale.ge-ის მომხმარებელი გირჩევთ: 5 სასტუმრო მაღალი დანაზოგით
ამ ბლოგში განხილული იქნება 5 სასტუმრო, რომელებმაც დანაზოგების ყველაზე დიდი პლატფორმა Hotsale.ge-ზე მომხმარებლის კარგი შეფასება დაიმსახურა. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმ სასტუმროებზე, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ხარისხის მომსახურებით, კომფორტით და...
განაგრძე კითხვა
7239
"ფრეშ გარდენ რესტორანი"
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა მდიდარია და მრავალფეროვანი, რასაც ერთნაირად წარმოაჩენენ როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ასპექტები. ერთი მხრივ, გვაქვს მცხეთა - ქვეყნის უძველესი დედაქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი შთამბეჭდავი არქიტექტურული ძე...
განაგრძე კითხვა
6720
5 ფაქტი მეზოთერაპიის შესახებ
5 ფაქტი მეზოთერაპიის შესახებ სახის კანის მეზოთერაპია არის კანის გაახალგაზრდავების უსაფრთხო და უმტკივნეულო თანამედროვე საშუალება, რომელიც აქტიური ნივთიერებების (ჰიალურონის მჟავის, ფოსფოლიპიდების, ვიტამინების, მინერალების, მჟავების და ა.შ.) კა...
განაგრძე კითხვა
16433
ცნობილი მწერლების საყვარელი წიგნები
ლიტერატორების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ წერის კულტურის განვითარებისთვის საუკეთესო საშუალება წიგნების კითხვაა. ალბათ, ამაში თქვენც დაეთანხმებით, რადგან სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მწერლების შემოქმედება, იმაზე მეტს გვასწავლი და შთაგვაგონებს, ვიდ...
განაგრძე კითხვა
13618
Exploring Tskaltubo: Georgia's Hidden Thermal Paradise
Nestled in the lush landscapes of western Georgia lies Tskaltubo, a historic spa town that's slowly recapturing the attention of adventurous travelers. This hidden gem, with its distinctive architecture and healing thermal waters, offers a fascinatin...
განაგრძე კითხვა
9914