Category
Category
Category
Category
-
Mtsketa
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
-
Mtsketa
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
რა როლი აქვს ფაზლს ბავშვის განვითარების პროცესში?
მშობლების უმეტესობამ იცის, რომ ბავშვის სათამაშოებისა და გასართობი საშუალებების მრავალფეროვან „რეპერტუარში“ ფაზლის ჩართვა მათი განვითარების პროცესზე დადებით გავლენას ახდენს, თუმცა ბევრმა არ იცის, კონკრეტულად რა პროცესებზეა საუბარი- დიახ, ფაზლის აწყობის სახალისო პროცესი ბავშვებში ერთდროულად რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი უნარ- ჩვევის განვითარების სტიმულირებას ახდენს! ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავსატეხის სირთულე ბავშვის ასაკის გათვალისწინებით იყოს შერჩეული, რათა არც ზედმეტად მარტივი და მოსაწყენი იყოს ბავშვისთვის და არც ზედმეტად რთული.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ფაზლის აწყობის პროცესში, კუნთების შეთანხმებულად მოძრაობის უნარის-კოორდინაციის განვითარების გზით ყალიბდება მნიშვნელოვანი სენსორულ- მოტორული უნარები, მათ შორის თვალისა და ხელის კოორდინაციის უნარი და რასაკვირველია ვითარდება ბავშვის შემეცნებითი უნარები- მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; თავსატეხის წარმატებით ამოხსნის შემდეგ მაღლდება ბავშვის თვითშეფასება, ის ხდება უფრო მეტად თავდაჯერებული- სწავლობს ნდობას საკუთარი თავისადმი.
რაც შეეხება შემეცნებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ზემოქმედებას, ფაზლის აწყობისას ბავშვი ეჩვევა საკუთარი ადგილის სივრცეში აღქმას, ასევე აგროვებს დაკვირვებებს ცალკეული ობიექტების ურთიერთკავშირის შესახებ, სწავლობს ცალკეული ნაწილების ფერისა და ფორმის მიხედვით გაანალიზებას და მათი ერთმანეთთან დაკავშირების სტრატეგიებს; საინტერესოა, რომ მონტესორის სწავლებაზე დაფუძნებული პროგრამები ფართოდ იყენებენ ბიოლოგიის და ზოოლოგიის თემატიკაზე შექმნილ ხის ფაზლებს, რითაც ბავშვებს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნების შეცნობის გზაზე შეუცვლელ დახმარებას უწევენ.
კარგი იქნება, თუკი ფაზლის აწყობას თქვენს პატარასთან ერთად ცდით და წინასწარ ამოარჩევთ ცარიელ ადგილებს, რომელშიც შესაბამისი ნაწილი უნდა ჩაჯდეს, შემდეგ კი ბავშვს შესთავაზებთ ორ შესაძლო ვარიანტს, საიდანაც ის თავის არჩევანს გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ფაზლებს აქვთ არაპირდაპირი, თუმცა მნიშვნელოვანი როლი თქვენი პატარას მეტყველების განვითარებასა და ლექსიკის გამდიდრებაში, რადგანაც თავსატეხის ამოხსნის შემდეგ მათ უჩნდებათ სურვილი დასვან კითხვები და უფროსებისგან მიიღონ პასუხები იმ ობიექტების შესახებ, რომელსაც ისინი ხედავენ მათივე ხელით აწყობილ სურათებში, რაც მათ საბოლოო ჯამში, მეტყველების განვითარებასა და ახალი სიტყვების შესწავლაში ეხმარება. ასევე კარგი იქნება, თუ ფაზლის სურათის აწყობის შემდეგ ბავშვს სთხოვთ ცოტა ხნით შეტრიალდეს და გვიპასუხოს იმ კითხვებზე, რომლებსაც ფაზლის სურათზე მოცემული ობიექტების შესახებ დავუსვამთ, მაგალითად: რა ფერია დინოზავრი? ან რამდენი კნუტია სურათზე? ასეთი კითხვების მეშვეობით ბავშვის მახსოვრობას გაავარჯიშებთ.
სხვა სტატიები
5 სასტუმრო სადაც ოთხივე სეზონზე შეძლებთ კომფორტულად დასვენებას
დასვენების აუცილებლობაზე ექიმებიც საუბრობენ, თუ როგორი აუცილებელია, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ მინდა მოგიყვეთ სასტუმროებზე, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს შეძლებთ დასვენებას, რათა აღიდგინოთ ენერგი...
განაგრძე კითხვა
20394
Discover the Magic of Tbilisi: Top Fun Activities and Attractions
Nestled in the heart of the Caucasus, Tbilisi, the capital of Georgia, is a city that effortlessly blends ancient history with modern charm. Whether you’re an adventure seeker, a history buff, or a culinary enthusiast, Tbilisi offers a plethora...
განაგრძე კითხვა
29219
76%-მდე დანაზოგი სტომატოლოგიურ მომსახურებაზე-Hotsale.ge-ზე Black friday გრძელდება
Hotsale.ge გთავაზობთ შავი პარასკევის განსაკუთრებულ შეთავაზებებს სტომატოლოგიურ პროცედურებზე, სადაც მიიღებთ 76%-მდე დანაზოგს. იზრუნეთ თქვენი ღიმილის სილამაზესა და ჯანმრთელობაზე უფრო ხელმისაწვდომ ფასად....
განაგრძე კითხვა
26050
სად დავრჩეთ სიღნაღში
სიღნაღი ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი და საინტერესო რაიონია და უამრავ ტურისტს იზიდავს. აქ მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების მონახულებას შეძლებთ. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ბოდბის მონასტერი, რომელიც გადმოცემის თანახმად წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილასა...
განაგრძე კითხვა
14488