Category
Category
Category
Category
Category
-
Shekvetili
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Shekvetili
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
რა როლი აქვს ფაზლს ბავშვის განვითარების პროცესში?
მშობლების უმეტესობამ იცის, რომ ბავშვის სათამაშოებისა და გასართობი საშუალებების მრავალფეროვან „რეპერტუარში“ ფაზლის ჩართვა მათი განვითარების პროცესზე დადებით გავლენას ახდენს, თუმცა ბევრმა არ იცის, კონკრეტულად რა პროცესებზეა საუბარი- დიახ, ფაზლის აწყობის სახალისო პროცესი ბავშვებში ერთდროულად რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი უნარ- ჩვევის განვითარების სტიმულირებას ახდენს! ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავსატეხის სირთულე ბავშვის ასაკის გათვალისწინებით იყოს შერჩეული, რათა არც ზედმეტად მარტივი და მოსაწყენი იყოს ბავშვისთვის და არც ზედმეტად რთული.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ფაზლის აწყობის პროცესში, კუნთების შეთანხმებულად მოძრაობის უნარის-კოორდინაციის განვითარების გზით ყალიბდება მნიშვნელოვანი სენსორულ- მოტორული უნარები, მათ შორის თვალისა და ხელის კოორდინაციის უნარი და რასაკვირველია ვითარდება ბავშვის შემეცნებითი უნარები- მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; თავსატეხის წარმატებით ამოხსნის შემდეგ მაღლდება ბავშვის თვითშეფასება, ის ხდება უფრო მეტად თავდაჯერებული- სწავლობს ნდობას საკუთარი თავისადმი.
რაც შეეხება შემეცნებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ზემოქმედებას, ფაზლის აწყობისას ბავშვი ეჩვევა საკუთარი ადგილის სივრცეში აღქმას, ასევე აგროვებს დაკვირვებებს ცალკეული ობიექტების ურთიერთკავშირის შესახებ, სწავლობს ცალკეული ნაწილების ფერისა და ფორმის მიხედვით გაანალიზებას და მათი ერთმანეთთან დაკავშირების სტრატეგიებს; საინტერესოა, რომ მონტესორის სწავლებაზე დაფუძნებული პროგრამები ფართოდ იყენებენ ბიოლოგიის და ზოოლოგიის თემატიკაზე შექმნილ ხის ფაზლებს, რითაც ბავშვებს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნების შეცნობის გზაზე შეუცვლელ დახმარებას უწევენ.
კარგი იქნება, თუკი ფაზლის აწყობას თქვენს პატარასთან ერთად ცდით და წინასწარ ამოარჩევთ ცარიელ ადგილებს, რომელშიც შესაბამისი ნაწილი უნდა ჩაჯდეს, შემდეგ კი ბავშვს შესთავაზებთ ორ შესაძლო ვარიანტს, საიდანაც ის თავის არჩევანს გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ფაზლებს აქვთ არაპირდაპირი, თუმცა მნიშვნელოვანი როლი თქვენი პატარას მეტყველების განვითარებასა და ლექსიკის გამდიდრებაში, რადგანაც თავსატეხის ამოხსნის შემდეგ მათ უჩნდებათ სურვილი დასვან კითხვები და უფროსებისგან მიიღონ პასუხები იმ ობიექტების შესახებ, რომელსაც ისინი ხედავენ მათივე ხელით აწყობილ სურათებში, რაც მათ საბოლოო ჯამში, მეტყველების განვითარებასა და ახალი სიტყვების შესწავლაში ეხმარება. ასევე კარგი იქნება, თუ ფაზლის სურათის აწყობის შემდეგ ბავშვს სთხოვთ ცოტა ხნით შეტრიალდეს და გვიპასუხოს იმ კითხვებზე, რომლებსაც ფაზლის სურათზე მოცემული ობიექტების შესახებ დავუსვამთ, მაგალითად: რა ფერია დინოზავრი? ან რამდენი კნუტია სურათზე? ასეთი კითხვების მეშვეობით ბავშვის მახსოვრობას გაავარჯიშებთ.
სხვა სტატიები
3 ღირსშესანიშნავი ადგილი კახეთში, რომელიც საქართველოს სხვა თვალით დაგანახებთ
საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა თავისი მრავალფეროვანი კულტურით, ღირსშესანიშნავი ადგილებითა და ისტორიით. დღეს, კონკრეტულად, აღმოსავლეთო საქართველოს მშვენებაზე - კახეთზე - ვისაუბრებთ....
განაგრძე კითხვა
40905
როგორ შევინარჩუნოთ რუჯი დიდი ხნით?
პლაჟის სეზონის დაწყებისთანავე, ყველა გოგო ცდილობს, რაც შეიძლება კარგად გაირუჯოს. მზისგან დამცავი საშუალებების ყიდვის შემდეგ, ისინი საათობით წვანან მზის სხივების ქვეშ, რომ მათი კანი უფრო მუქი გახდეს. და მაშინ, როდესაც მიზანი მიღწეულია და ბრონზისფერი რ...
განაგრძე კითხვა
20408
სპეციალური შეთავაზებები 85%-მდე დანაზოგით - ახალი სიტყვა სამედიცინო ბიზნესში
პანდემიის გამო შექმნილმა კრიზისმა უამრავ ადამიანს სამუშაო ადგილი დააკარგინა, ნაწილს შემოსავალი შეუმცირდა, ნაწილი კი ბუნდოვანი პროგნოზების გამო, თანხის დაზოგვაზეა ორიენტირებული. აღნიშნულმა პრობლემებმა არამხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიოს ბევრი განვი...
განაგრძე კითხვა
26292
როგორ ვუშველოთ თავს ცხელ ამინდებში და როგორ დავზოგოთ თანხა აუზზე
წელს, ზაფხული განსაკუთრებით ცხელი და მზიანი გამოდგა. ასეთ ამინდში მხოლოდ ერთი სურვილი გაქვს: სადმე, ზღვის სანაპიროზე, შეზლონგზე წამოწვე და ქოლგის ჩრდილს შეეფარო. მაგრამ თუ შვებულება შორსაა, ყველას გვიწევს შევეგუოთ რუტინას, სამსახურს და ქალაქის სიცხეს...
განაგრძე კითხვა
34649