გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

Hotsale.ge ფინანსური ანგარიშგების კონფერენცია 2025-ის პარტნიორი იყო

Hotsale.ge ფინანსური ანგარიშგების კონფერენცია 2025-ის პარტნიორი იყო

563

დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge ფინანსური ანგარიშგების კონფერენცია 2025 -ის პარტნიორი იყო.

ფინანსური ანგარიშგების კონფერენცია 2025 - ფინანსური სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შეხვედრას 200-მდე პროფესიონალი ესწრებოდა

 

19 სექტემბერს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში “ნექსია აკადემიის” ეგიდით ფინანსური ანგარიშგების კონფერენცია 2025 გაიმართა. ფინანსური სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შეხვედრას 200-მდე პროფესიონალი ესწრებოდა.

კონფერენციის პროგრამა ფინანსური მართვის, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და სამართლებრივი რეგულაციების თანამედროვე საკითხებს მოიცავდა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სფეროს უახლეს სტანდარტებს გაცნობოდნენ და ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციის საუკეთესო პრაქტიკები განეხილათ.

5-საათიანი შეხვედრის ფარგლებში განიხილესი ისეთი თემები, როგორიცაა: წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და დეკლარირებული მონაცემების შესაბამისობა, დაკავშირებული მხარეებისგან მიღებული სესხების აღრიცხვა ფასს სტანდარტების შესაბამისად, სესხის კაპიტალად გადაკვალიფიცირება, სახელმწიფო გრანტების ბუღალტრული აღრიცხვა, მარაგებისა და ძირითადი საშუალებების გაუფასურება, ძირეული განსხვავებები სრულ ფასს-სა (IFRS) და მსს ფასს-ს (IFRS for SMEs) შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი რეგულაციები და ბუღალტრებისა და აუდიტორების პასუხისმგებლობა.

კონფერენციის სპიკერები გახლდნენ 15+ წლიანი გამოცდილების მქონე ტრენერები, მათ შორის Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი, ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტის განვითარების დირექტორი ლიკა კოღუაშვილი, ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის დირექტორები ანა გაბედავა და პაატა შარაბიძე და სხვა.

ღონისძიების პარტნი­ორმა, დანაზოგების ყველაზე მასშტაბურმა პლატფორმამ Hotsale.ge-მ, რომელიც წლებია “ნექსია აკადემიას” მეგობარია, სტუმ­რებს სა­ჩუქ­რე­ბი მო­უმ­ზა­და. ღონისძიების მონაწილეებმა კახეთის პრემიუმ ტიპის სასტუმროების ვაუჩერები მიიღეს საჩუქრად. გაგაცნობთ აღნიშნულ სასტუმროებს:

 

მარანი სანავარდო • HOTEL MARANI SANAVARDO

 

სასტუმრო მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გაიხსნა და სტუმრებს კომფორტისა და ქართული ტრადიციების ჰარმონიულ ნაზავს სთავაზობს. მისი მთავარი კონცეფციაა, სტუმრებმა სრულად შეიგრძნონ კახეთის სული და სტუმართმოყვარეობა. სასტუმროში ამჟამად 8 ნომერია, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა შექმნილი და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რათა სტუმრების დასვენება მაქსიმალურად კომფორტული იყოს. ნომრების უმეტესობას აქვს ულამაზესი ხედები ადგილობრივ პეიზაჟებზე.

 

“მარანი სანავარდო • HOTEL MARANI SANAVARDO” სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისს: განთავსება საუზმით, რესტორანი და ბარი ქართული და ევროპული სამზარეულოთი, ღვინის დეგუსტაცია და მარნის ტური, სეზონური კულინარიული მასტერკლასები, ღონისძიებების ორგანიზება ნებისმიერი ფორმატით და სეზონური ღია აუზი


"რუმბოქს კისისხევი • ROOMBOX KISISKHEVI" უნიკალური დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც მდებარეობს თელავის რაიონის სოფელ კისისხევში და იდეალურია როგორც ხანგრძლივი დასვენებისთვის, ასევე ხანმოკლე ვიზიტებისთვის.

კომპლექსი სტუმრებს სთავაზობს მყუდრო და თანამედროვე ნომრებს, სადაც მათ დახვდებათ კონდიციონერი, ტელევიზორი, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, აბაზანის ხალათები და ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალება. ნომრებში დამატებით ხელმისაწვდომია მცირე სამზარეულო.

“რუმბოქს კისისხევი • ROOMBOX KISISKHE”-ის ეზოში შეგიძლიათ დატკბეთ ბაღისა და კავკასიონის მთების ხედებით, ისარგებლოთ ღია აუზითა და ტერასით. სტუმრებისთვის უზრუნველყოფილია უფასო პარკინგი და მოხერხებული check-in/check-out სერვისი.

რუმბოქს კისისხევი მდებარეობს ერეკლე II-ის სასახლიდან დაახლოებით 7 კმ-ში, გრემის ციტადელიდან 24 კმ-ში და ალავერდის მონასტრიდან 27 კმ-ში. თბილისი საერთაშორისო აეროპორტი სასტუმროდან დაახლოებით 90 კმ-ითაა დაშორებული. 




Hotsale.ge 2011 წელს და­არ­სდა და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ელექტრო­ნულ კო­მერ­ცი­ა­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს და­ზოგ­ვას მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის და პრო­დუქ­ცი­ის მი­ღე­ბის დროს. ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლია შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის­გან: სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და კა­ფე­ე­ბი, ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრე­ბი და სა­ლო­ნე­ბი, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი, აუ­ზე­ბი და სხვა.