-
კატეგორია
-
ქობულეთი
-
უბანი
-
კატეგორია
-
ქობულეთი
-
უბანი
როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი ღიმილი
ჯანსაღი კბილები ნიშნავს ლამაზ ღიმილს, ლამაზი ღიმილი კი თქვენი თავდაჯერებულობის საწინდარია. მერლინ მონროს ფრაზას თუ გავითვალისწინებთ - „ღიმილი საუკეთესო მაკიაჟია, რომელიც შეიძლება რომ ქალმა ატაროს“. თუმცა, ეს ყოველივე საჭირო და აუცილებელია არა მხოლოდ ქალბატონებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც.
ამიტომ, Hotsale.ge გირჩევთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროცედურასა თუ ყოველდღიურ რუტინას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ ლამაზი ღიმილის შენარჩუნება დიდი ხნით გსურთ.
#1 ჰიგიენა და კვება
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კბილების მოვლის პროცესში ჰიგიენური ნორმების დაცვაა, რაც გულისხმობს დილა-საღამოს კბილების გახეხვას, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ნადების გაჩენა. ასევე, აუცილებელია, ეგრეთ წოდებული „თეთრი დიეტა“, რაც ნიშნავს მუქი ფერის სასმელის თუ საკვების შემცირებას დღის რაციონში. მაგალითად, როგორიცაა: ჩაი, კოკა-კოლა, ყავა, წითელი ღვინო და ა.შ.
#2 კბილების პროფესიონალური წმენდა
კბილების პროფესიონალური წმენდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკაში. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ 4-6 თვეში ერთხელ, თუ გსურთ იდეალური ჰიგიენის შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რბილი ნადები, რომელიც ყოველდღიურად რჩება ჩვენს კბილებზე, გარდაიქმნება კბილის ქვად, რაც დროთა განმავლობაში იწვევს კარიესსა და უსიამოვნო სუნს პირის ღრუში.
ამიტომ, Hotsale.ge გირჩევთ რამდენიმე კლინიკას, სადაც დაგეხმარებიან კბილების პროფესიონალურად წმენდაში, მოგემსახურებიან მაღალი კვლაიფიკაციის ექიმები და თან დაზოგავთ თანხას, რაც პროცედურას კიდევ უფრო სასიამოვნოს და მარტივს ხდის. „ქეიემ დენტალი / KM DENTAL“ და „სტომატოლოგიური კლინიკა ელეორ / DENTAL CLINIC ELEOR“ გთავაზობთ კბილების პროფესიონალური წმენდის სრულ პაკეტს მაღალი დანაზოგით.
ხოლო, იმ შემთხვევაში თუ პროფესიონალურ წმენდასთან ერთად, გსურთ კბილების გათეთრება ZOOM-ის აპარატით მაშინ, აუცილებლად, უნდა ეწვიოთ კლინიკა „ესთეტიკ რუმი / AESTHETIC ROOM“-ს.
#3 კბილების დაბჟენა
იმ შემთხვევისთვის, თუ კარიესი უკვე გაქვთ, მას მხოლოდ პროფესიონალური წმენდით შეიძლება ვეღარ უშველოთ. არსებობს კარიესის რამდენიმე სტადია სიღრმის მიხედვით. ესენია: ლაქის სტადია, ზედაპირული კარიესი, საშუალო კარიესი და ღრმა კარიესი.
კარიესის მკურნალობა გულისხმობს, ღრუს წმენდას და შევსებას საჭირო საბჟენი მასალით. მკურნალობის შედეგად აღდგება კბილის ქსოვილის მთლიანობა, რაც ხელს უშლის კარიესის პროგრესირებას.
ამიტომ, Hotsale.ge გირჩევთ ”GEODENT & AESTHETICS“-ის კლინიკას, სადაც მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური ექიმები და დაგიბჟენენ კბილის კარიესს მაღალი ხარისხის ჰელიო ბჟენით. ასევე, გირჩევთ „ინოვაციური სტომატოლოგიური კლინიკა“-ს, რომელიც გთავაზობთ კბილის დაბჟენის სრულ პაკეტს მაღალი ხარისხის ჰელიო პლომბით.
აქ ყველაფერია თქვენი ლამაზი ღიმილისთვის!
დენტარეა • DENTAREA
დაზოგე 125 ₾
ელეორ • ELEOR
დაზოგე 70 ₾
დარჩენილია