კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ქუთაისი
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
ბაღდათი
-
ქუთაისი
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
ბაღდათი
Hotsale.ge, HR Gala Night-ის პარტნიორი იყო
HR Gala Night ერთგვარი სპონტანური წარმატების ისტორია და ახალი ინიციატივაა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.
18 ოქტომბერს GMP Hospitality-ს მართვის ქვეშ მყოფმა – თბილისის ისტორიულმა სივრცემ, ფუნიკულიორმა, HR Gala Night-ს უმასპინძლა. 200-ამდე HR პროფესიონალის გაერთიანება, HR-თა პრივატულ სოციალურ გვერდზე ერთი პოსტისა და რამდენიმე კომენტარის შემდეგ სპონტანურად დაიგეგმა, როგორც არაკომერციული პროექტი და მხარდამჭერი კომპანიების მეშვეობით, ფაქტობრივად, 10 დღეში განხორციელდა.
ორგანიზატორები:
- მირანდა გაბუნია, აუთსორსული საკონსულტაციო კომპანია AACC-ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ბიზნეს პარტნიორი
- ომარ ტერტერაშვილი, Georgian Manganese, სწავლებისა და განვითარების მენეჯერი
„მიუხედავად იმისა, რომ სფეროში არაერთი კონფერენცია, ტრენინგი თუ კონგრესი ტარდება, მივხვდით რომ გვჭირდება რაღაც ახალი, განსხვავებული ფორმატი, რომელიც დაცლილი იქნებოდა კონკურენციისგან და აკადემიურობისგან. სწორედ ამიტომ, ჩვენი კოლეგების მოთხოვნითა და თხოვნით, ერთგვარი არაოფიციალური დაკვეთა მივიღეთ, რომ გვჭირდებოდა ერთი იდეის გარშემო შეკრება და გაერთიანება, სადაც დავივიწყებდით ჩვენს ყოველდღიურ რუტინას და ჩვენთვის გაკეთდებოდა საღამო, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა მხოლოდ კომუნიკაციაზე, გართობაზე, დადებითი ემოციების გაზიარებასა და მიღებაზე“, – ომარ ტერტერაშვილი.
„იდეამ არამარტო ჩვენი კოლეგები, არამედ ბევრი მეგობარი კომპანია გააერთიანა ივენთის გარშემო. პარტნიორმა ორგანიზაციებმა საოცარი საჩუქრები გაათამაშეს, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. როგორც ომარმა აღნიშნა, HR Gala Night ძალიან სპონტანურად დავგეგმეთ. თუმცა სფეროში არსებულმა ჩვენმა გამოცდილებამ და ჩვენი კოლეგების ნაკარნახევმა სურვილმა, ზუსტად დაგვანახა თუ რა გვჭირდება – არაფორმალური გარემო, დადებითი და გულწრფელი მუხტი, გართობა, ემოციების გაცვლა, პოზიტივი და ენერგია. რაც ვფიქრობ ღირსეულად გამოგვივიდა. ღონისძიების წარმატება თითოეული მონაწილე HR-ის, მხარდამჭერი კომპანიებისა და მოწვეული მუსიკოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია“, – მირანდა გაბუნია.
HR Gala Night-ის გენერალური სპონსორი და მასპინძელი იყო GMT Hospitality, რომელმაც ღონისძიებას ისტორიულ ადგილას – „ფუნიკულიორზე“ უმასპინძლა. ფუნიკულიორის სივრცე იდეალური ადგილია სხვადასხვა კორპორაციული ღონისძიებებისა თუ სადღესასწაულო თარიღების აღსანიშნავად. გამოირჩევა უნიკალური ხედებით, ინფრასტრუქტურით და, რაც ახლა ყველაზე მთავარია – მაღალი დონის სერვისითა და მენიუს მრავალფეროვანი არჩევანით.
ღონისძიების პარტნიორმა Hotsale.ge-მ სტუმრებს ტრადიციულად საინტერესო საჩუქრები მოუმზადა
Hotsale.ge-ს შესახებ: დანაზოგების ყველაზე მსხვილი პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge ყოველწლიურად ერთვება მთავარ ბიზნეს და ტექნოლოგიურ ღონისძიებებში და მხარს უჭერს აღნიშნული დარგების განვითარებას.
Hotsale.ge 2011 წელს დაარსდა და საქართველოს მასშტაბით ელექტრონულ კომერციაში ლიდერის პოზიციას იკავებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დაზოგვას მრავალფეროვანი მომსახურების და პროდუქციის მიღების დროს. ვებგვერდზე განთავსებულია შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიებისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.
Hotsale.ge კომპანიებს აკავშირებს ათასობით და სთავაზობს მათ ეფექტურ და გაზომვად სარეკლამო მომსახურებას, ცნობადობის გაზრდასა და ლოიალური მომხმარებლის შეძენას. თითოეული პარტნიორისთვის იგეგმება ინდივიდუალური, მათზე მორგებული მარკეტინგული კამპანია.
სხვა სტატიები
დაგეგმე იდეალური საზაფხულო დასვენება შავი ზღვის სანაპიროზე "სასტუმრო დრიმლენდ ოაზისი • DREAMLAND OASIS HOTEL"
Hotsale.ge აგრძელებს ზრუნვას შენი კომფორტული დასვენებისთვის და გაძლევს შესაძლებლობას, გამოიყენო ექსკლუზიური დანაზოგი პრემიუმ კლასის სასტუმროზე –”სასტუმრო დრიმლენდ ოაზისი • DREAMLAND OASIS HOTEL”, რომელიც მდებარეობს ჩაქვში, შავი...
განაგრძე კითხვა
10918
5 ფაქტი მეზოთერაპიის შესახებ
5 ფაქტი მეზოთერაპიის შესახებ სახის კანის მეზოთერაპია არის კანის გაახალგაზრდავების უსაფრთხო და უმტკივნეულო თანამედროვე საშუალება, რომელიც აქტიური ნივთიერებების (ჰიალურონის მჟავის, ფოსფოლიპიდების, ვიტამინების, მინერალების, მჟავების და ა.შ.) კა...
განაგრძე კითხვა
24114
მიიღე მაქსიმალური დანაზოგი, ნუ დაელოდები ფასდაკლებას
ხშირად ადამიანებისთვის გაურკვეველია ის განსხვავება, რასაც ფასდაკლება და დანაზოგი გულისხმობს. როგორც წესი, თუ მომხმარებელი რაიმე პროდუქტს ან ნებისმიერ სერვისს იძენს დანაზოგით, საუბრისას უმეტესწილად მაინც აღნიშნავს, რომ ფასდაკლებით შეიძინა. რაც ნამდვილ...
განაგრძე კითხვა
19467
ჰოთსეილი ზრუნავს
წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჰოთსეილი ერთგვარ საყოველთაო კეთილდღეობის პროექტად ჩამოყალიბდა. ფული ხომ ბევრი არასოდესაა, სწორედ ამიტომ ჩვენ ვზრუნავთ, რომ თქვენ - ჩვენს ერთგულ მომხმარებელს მოგცეთ საშუალება, დაზოგოთ გონივრულად. ჩვენთვის ყველაზე ძვირფ...
განაგრძე კითხვა
19303
სასტუმროები გუდაურში დიდი დანაზოგით
გუდაური - საქართველოს პრემიუმ სათხილამურო კურორტი, თბილისიდან მხოლოდ 2 საათის სავალზე, გთავაზობთ 70 კილომეტრზე მეტ სათხილამურო ტრასას და შთამბეჭდავ კავკასიონის ხედებს. ზღვის დონიდან 2196 მეტრზე მდებარე კურორტი იდეალურია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი...
განაგრძე კითხვა
16338
Salt - გემოს ახალი ფორმულა
SALT-ში ვიზიტი მხოლოდ ვახშამი არ არის ეს არის გამოცდილება. სივრცე შექმნილია იმისთვის, რომ სტუმრებმა თავი იგრძნონ კომფორტულად და განსაკუთრებულად: თანამედროვე ინტერიერი, დახვეწილი ტერასა და ენერგიული ბარი ქმნის გარემოს, რომელიც იდეალურია როგორც მ...
განაგრძე კითხვა
1606
სიახლე ჰოთსეილის მომხმარებელზე ზრუნვის სამსახური შესახებ
marketer.ge ჩვენი მომხმარებელზე ზრუნვის სამსახურისა და მომსახურების ხარისხის შესახებ. ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ, ონლაინ პლატფორმის საშუალებით ფასდაკლებების მიღება ქართველი ინტერნეტ მომხმარებლისთვის ახალი ხილი იყო. თუმცა, ბაზარი სწრაფად განვითარდ...
განაგრძე კითხვა
19929