კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ბაღდათი
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
ბაღდათი
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
Hotsale.ge და „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ საჩუქრებით ესტუმრა
Hotsale.ge, რომელიც „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა, ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ ესტუმრა, მის ბენეფიციარებს 3 მარტი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
Hotsale-ის ინიციატივის ფარგლებში, ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარების დასახმარებლად ჰოლდინგის სხვადასხვა შვილობილი კომპანია გაერთიანდა და საჩუქრები ერთობლივად შეაგროვეს.
„3 მარტის აღნიშვნა ხანდაზმულთა პანსიონატში გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, სიმბოლურია ეს ყველაფერი. გვინდოდა, ამ ადამიანებისთვის დედის დღე გაგველამაზებინა და გამოგვივიდა კიდეც. ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კორპორაციული სოციალური პასუხსიმგებლობის ფარგლებში აქტივობა განვახორციელეთ. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. კიდევ არაერთი მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტი გვაქვს, რომლებსაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განვახორციელებთ,“ - განაცხადა Hotsale.ge-ს ბრენდ მენეჯერმა ლანა ცხადაძემ.
ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებისთვის სტუმრობა მართლაც ძალიან ემოციური იყო. მათ კიდევ ერთხელ იგრძნეს, რომ საზოგადოება მათზე ზრუნავს და ყურადღებას აქცევს.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Hotsale.ge-ს ამ ყურადღებისთვის. სწორედ ამ კომპანიამ გაუწია ორგანიზება ჩვენთან სტუმრობას და მეგობარი კომპანიებიც ჩააყენა საქმის კურსში. როგორც ვიცი, ძალიან დიდი ერთსულოვნება და ჩართულობა იყო „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიებში. ეს არის ჰოლდინგი, რომელმაც მისი არსებობის მანძილზე ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. ამჯერად ჩვენ მოვექეცით მათი ყურადღების ცენტრში. მეც და ბებოებიც ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სტუმრები მომავალში კვლავ მოსვლას დაგვპირდნენ,“ - განაცხადა ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ დამფუძნებელმა რუსუდან ბერიძემ.
ეს მართლაც არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც Hotsale.ge და „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ სხვადასხვა ტიპის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტში ჩაერთო.
„პალიტრა მედია ჰოლდინგი“ მუდმივად ჩართულია სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში. დიდი სიხარულით შევხვდით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის, Hotsale.ge-ის ინიციატივას, რომ პანსიონატში მოვსულიყავით და ბებიები და ბაბუები გაგვეხარებინა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო Hotsale.ge-ს და ჩვენს თითოეულ შვილობილ კომპანიას, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ინიციატივაში და დიდი ყურადღება გამოიჩინეს პროექტის მიმართ,“ - აღნიშნა „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შიდა კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა თამთა მურადაშვილმა.
Hotsale.ge სამომავლოდაც გეგმავს ხანდაზმულთა პანსიონატის დახმარებასა და სხვა ტიპის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების განხორციელებას.
სხვა სტატიები
Hotsale.ge-ს რეკომენდაცია - 5 პრემიუმ კლასის სასტუმრო საქართველოში
თუ ქალაქგარეთ გასვლას გეგმავთ, თუმცა სასტუმრო ჯერ არ შეგირჩევიათ, გაეცანით Hotsale.ge-ის რჩევებს და გაატარეთ შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანებთან ერთად კომფორტულ გარემოში და რაც მთავარია, დიდი დანაზოგით....
განაგრძე კითხვა
13523
აქტიური დასვენება საქართველოში: 5 ხერხი დაუვიწყარი თავგადასავლების შესაქმნელად
საქართველო გამოირჩევა ექსტრემალური სპორტის სახეობების მრავალფეროვნებით. თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ როგორც სამთო, ისე საზღვაოსნო, სამდინარო და საჰაერო სათავგადასავლო სპორტის სახეობებით. ქართული ბუნება შესაძლებლობას გვაძლევს ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მ...
განაგრძე კითხვა
25612
რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს ვალენტინობას
დედამიწას სიყვარული ატრიალებსო და სიყვარულს კონკრეტული დღე არ ჭირდებაო, თუმცა 14 თებერვალი მთელს მსოფლიოში სიყვარულის დღედ აღირეს და ყველა შეყვარებული ადამიანი ცდილობს განსაკუთრებულად აღნიშნოს ეს დღე. მეორე ნახევარს კი დასამახსოვრებელი საჩუქარი ...
განაგრძე კითხვა
19995
5 ბავშვთა გასართობი ცენტრი თბილისში
ყველა მშობელს სურს, შვილისთვის დაბადების დღე დაუვიწყარი იყოს, რისი მიღწევაც ბავშვთა გასართობი ცენტრების საშუალებით კიდევ უფრო მარტივია. შთამბეჭდავი დეკორაციები, სახალისო თამაშები და საყვარელი გმირები პატარებს თავიანთ დღეს ნამდვილ დღესასწაულად უქცევთ....
განაგრძე კითხვა
28905
განასაკუთრებული შეთავაზება!- დაჯავშნეთ ნომერი სასტუმრო "ალბა კასტელო მარე • Campus Alba Castello Mare”-ში 190 ლარიდან!
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში - Hotsale.ge, წლებია აგრძელებს წარმატებულ თანამშრომლობას ზღვისპირა პრემიუმ სასტუმრო "ალბა კასტელო მარე • Campus Alba Castello Mare". არც ამ წელს წყდება ეს ტრადიცია და Hotsale.ge-ის მომხმარებლ...
განაგრძე კითხვა
25062