გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

წარმატების ფორმულა: როგორ აქცევს "ლე მანონი" სილამაზეს პროფესიად და თავდაჯერებულობად

წარმატების ფორმულა: როგორ აქცევს "ლე მანონი" სილამაზეს პროფესიად და თავდაჯერებულობად

136

თა­ნა­მედ­რო­ვე ეს­თე­ტი­კურ ინ­დუსტრი­ა­ში წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ ტექ­ნი­კურ უნა­რებს არ გუ­ლის­ხმობს; ის მო­ი­თხოვს ხა­რის­ხის, ეთი­კის და მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის სინ­თეზს. სწო­რედ ამ პრინ­ცი­პებ­ზე დაყ­რდნო­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­და აკა­დე­მია და ეს­თე­ტი­კუ­რი ცენ­ტრი "ლე მა­ნო­ნი", რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მა­ნო­ნი აბუ­ლა­ძე, სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი სი­ზუს­ტი­სა და ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის შერ­წყმა სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრი­ის მა­ღალ სტან­დარ­ტებ­თან და რა­ტომ არის სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა სა­უ­კე­თე­სო ინ­ვეს­ტი­ცია ყვე­ლას­თვის?

 

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს მა­ნო­ნი აბუ­ლა­ძეს­თან - აკა­დე­მია და ეს­თე­ტი­კუ­რი ცენ­ტრი „ლე მა­ნო­ნის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან:

 

ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნო­ნი, თქვენ ხელ­მძღვა­ნე­ლობთ ეს­თე­ტი­კურ ცენ­ტრსა და აკა­დე­მი­ას - „ლე მა­ნო­ნი“. მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ და­ი­წყო ეს გზა?

 

ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი გზა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი და აუ­დი­ტო­რი ვარ; წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან და ანა­ლი­ტი­კურ სფე­რო­ში, სა­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო სი­ზუს­ტე, ეთი­კა და დე­ტა­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა.

 

თუმ­ცა, ყო­ველ­თვის მი­ზი­დავ­და სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრია, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­მე­ტა­ნა. სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის შერ­წყმით შე­იქ­მნა 2024 წელს აკა­დე­მია და ეს­თე­ტი­კუ­რი ცენ­ტრი „ლე მა­ნო­ნი“ - სივ­რცე, სა­დაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, უსაფრ­თხო­ე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე ეს­თე­ტი­კა ერ­თი­ან­დე­ბა.

 

რა არის „ლე მა­ნო­ნის“ მთა­ვა­რი ფი­ლო­სო­ფია?

 

 

ჩვე­ნი ფი­ლო­სო­ფია ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - ხა­რის­ხი, უსაფრ­თხო­ე­ბა და შე­დე­გი. ვფიქ­რობ, სი­ლა­მა­ზე მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბას არ მო­ი­ცავს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს სარ­კე­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით უყუ­რებს, უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ბედ­ნი­ე­რი ხდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, თი­თო­ე­ულ მომ­ხმა­რე­ბელ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მით ვმუ­შა­ობთ.

 

დღეს მომ­ხმა­რებ­ლებს ძა­ლი­ან დიდი არ­ჩე­ვა­ნი აქვთ. რა­ტომ უნდა აირ­ჩი­ონ „ლე მა­ნო­ნი“?

 

იმი­ტომ, რომ ჩვენ მხო­ლოდ პრო­ცე­დუ­რას არ ვთა­ვა­ზობთ - ვთა­ვა­ზობთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ მიდ­გო­მას. ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რას წინ უძღვის კონ­სულ­ტა­ცია, შე­ფა­სე­ბა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შედ­გე­ნი­ლი გეგ­მა. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა სწრა­ფი, არა­მედ სწო­რი და ხან­გრძლი­ვი შე­დე­გი. გარ­და ამი­სა, მუდ­მი­ვად ვნერ­გავთ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და მე­თო­დებს, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან კლი­ნი­კებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

 

რო­მე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბია დღეს ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი თქვენს ცენ­ტრში?

 

 

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ინექ­ცი­უ­რი კოს­მე­ტო­ლო­გია, ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცია, ენ­დოს­ფე­რო თე­რა­პია, სხე­უ­ლის კო­რექ­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი, ტა­ტუს მო­შო­რე­ბა, მა­სა­ჟი. ასე­ვე, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია მო­თხოვ­ნა აპა­რა­ტუ­რულ პრო­ცე­დუ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც არა­ქი­რურ­გი­უ­ლი გზით ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ში.

 

ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­ი­ზარ­და ინ­ტე­რე­სი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბით. ამ კუ­თხით რას სთა­ვა­ზობს „ლე მა­ნო­ნი“ მომ­ხმა­რებ­ლებს?

 

 

ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზრუნ­ვა არა მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზე­ზე, არა­მედ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სა­ერ­თო კე­თილ­დღე­ო­ბა­ზეც. სწო­რედ ამი­ტომ, „ლე მა­ნონ­ში“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა სამ­კურ­ნა­ლო და სპორ­ტულ მა­საჟს.

 

სამ­კურ­ნა­ლო მა­სა­ჟი ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სკო­ლი­ო­ზის, ხერ­ხე­მალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მის, კის­რის, ზურ­გი­სა და წე­ლის ტკი­ვი­ლე­ბის, კუნ­თო­ვა­ნი და­ჭი­მუ­ლო­ბი­სა და სპაზ­მე­ბის დროს. ასე­ვე, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ტრავ­მე­ბი­სა და გა­დატ­ვირ­თვის შემ­დეგ. რაც შე­ე­ხე­ბა სპორ­ტულ მა­საჟს, ის გან­კუთ­ვნი­ლია რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის, ასე­ვე აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. სპორ­ტუ­ლი მა­სა­ჟი ხელს უწყობს კუნ­თე­ბის სწრაფ აღ­დგე­ნას, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის შემ­დეგ დაღ­ლი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა­სა და ტრავ­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ას.

 

ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­აა, თი­თო­ე­ულ მომ­ხმა­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზოთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მას­ზე მორ­გე­ბუ­ლი მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბათ ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­ში.

 

ცნო­ბი­ლია, რომ „ლე მა­ნო­ნი“ მხო­ლოდ მომ­სა­ხუ­რე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბაც აქვს...

 

დიახ, გა­ნათ­ლე­ბა ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. აკა­დე­მი­ა­ში ტარ­დე­ბა კლა­სი­კუ­რი და აპა­რა­ტუ­რუ­ლი კოს­მე­ტო­ლო­გი­ის, ინექ­ცი­უ­რი კოს­მე­ტო­ლო­გი­ის, ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ი­სა და სხე­უ­ლის კო­რექ­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი კურ­სე­ბი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­მა მი­ი­ღონ არა მხო­ლოდ სერ­ტი­ფი­კა­ტი, არა­მედ რე­ა­ლუ­რი ცოდ­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც მათ ფი­ნან­სურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მის­ცემს.

 

რო­გორც მე­წარ­მე ქალი, რას თვლით თქვენს ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად?

 

 

ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გან­დობს სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბას, ან რო­დე­საც კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იწყებს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას და წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს, ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა.

 

რო­გო­რია თქვე­ნი ხედ­ვა მო­მავ­ლის­თვის?

 

მინ­და, „ლე მა­ნო­ნი“ გახ­დეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სან­დო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეს­თე­ტი­კუ­რი ბრენ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვგეგ­მავთ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვას, სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და იმ სტან­დარ­ტე­ბის შექ­მნას, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ ეს­თე­ტი­კურ ინ­დუსტრი­ა­ში ხა­რის­ხის ახალ ნიშ­ნულს და­ამ­კვიდ­რებს.

 

რას ეტყო­დით „ამ­ბე­ბის“ მკი­თხვე­ლებს?

 

არა­სო­დეს შე­წყვი­ტოთ სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა. სი­ლა­მა­ზე არ არის ასა­კი, მოდა ან იდე­ა­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბა. სი­ლა­მა­ზე არის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს დროს უთ­მობს, ეს ყო­ველ­თვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ვეს­ტი­ცი­აა.

 

ჩვენ გვჯე­რა, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა იყოს. სწო­რედ ამი­ტომ, "ლე მა­ნო­ნი" აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­ზო­გე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი პლატ­ფორ­მა Hotsale.ge -სთან. პლატ­ფორ­მა­ზე მუდ­მი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მია სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ და­გეგ­მოთ თქვე­ნი ვი­ზი­ტი ბევ­რად უფრო ხელ­საყ­რელ ფა­სად, 33%-მდე და­ნა­ზო­გით.

 

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის და შე­თა­ვა­ზე­ბის სა­ნა­ხა­ვად გა­და­დი ბმულ­ზე

 

მა­ნო­ნი აბუ­ლა­ძე

დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი

აკა­დე­მია და ეს­თე­ტი­კუ­რი ცენ­ტრი „ლე მა­ნო­ნი“

იუ­რის­ტი | აუ­დი­ტო­რი | ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს მე­ნე­ჯე­რი