Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
-
Kiketi
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
Kiketi
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
"ჰოთსეილი" იცვლის კონცეფციას
Hotsale.ge ს დირექტორის, თათული ზაკალაშვილის ინტერვიუ, კომპანიის კონცეფციის ცვლილებისა და იმ სიახლეების შესახებ რასაც იგი მომხმარებელს პირდება, BPN -ზე.
კომპანია „ჰოთსეილი“, რომელიც საქართველოში ელექტრონული კომერციის ყველაზე მსხვილი პლატფორმაა, კონცეფციას იცვლის და ამიერიდან მომხმარებელს მომსახურებას არა ვაუჩერის, არამედ მოსაწვევის საფუძველზე შესთავაზებს.
კომპანიის კონცეფციის ცვლილება უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს და ის ფასდაკლებების ვებგვერდიდან ეტაპობრივად დანაზოგების მასტიმულირებელ მთავარ პლატფორმად გარდაიქმნა.
კომპანიაში განხორციელებული სიახლეები შესახებ დეტალურად სასაუბროდ „ჰოთსეილის“ დირექტორს თათული ზაკალაშვილს მივმართეთ
რას გულისხმობს ჰოთსეილის კონცეფციის ცვლილება? რა სიახლეს სთავაზობთ მომხმარებელს?
Hotsale.ge ელექტრონული კომერციის ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე. სწორედ ჩვენმა გამოცდილებამ და განვითარების ეტაპმა აქცია ვებგვერდი უნიკალურ, დანაზოგების მასტიმულირებელ პლატფორმად ქვეყანაში. მაშასადამე, „ჰოთსეილი“ აღარ არის ფასდაკლებების ვებგვერდი. იგი მომხმარებელზე ზრუნვის განსაკუთრებული კონცეფციით გამოირჩევა, რაც ცალსახად ხდის ვებგვერდით მოსარგებლეთა დანაზოგს ჭკვიანურს.
რას ნიშნავს მოსაწვევი და რით განსხვავდება ის ვაუჩერისგან?
მოსაწვევს ჩვენი ლოიალური მომხმარებელი თავდაპირველად მიიღებს პრემიუმ კლასის სასტუმროებისგან. ჩვენი გუნდი სასტუმროს მენეჯმენტთან შეთანხმებით მუშაობს, რათა მომხმარებელმა თავი იგრძნოს განსაკუთრებულად. მოსაწვევი მათდამი ჩვენი პატივისცემის ნიშანია, ასევე გარანტი იმისა, რომ მიიღებენ მაღალი ხარისხის მომსახურებას. თავის მხრივ, ჩვენი პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისათვისაც ეს მომხმარებელთან ურთიერთობის ახლებური რეგულატორი იქნება.
„ჰოთსეილი“ გახდა დანაზოგის მასტიმულირებელი მთავარი არხი. როგორ ეხმარებით მომხმარებლებს დანაზოგის გაკეთებაში?
„ჰოთსეილის“ პრიორიტეტი მომხმარებელზე ზრუნვაა. ამიტომ ჩვენ გვაქვს მომხმარებელზე ზრუნვის სამსახური, რომელიც მუდმივად აკვირდება, იკვლევს და ამოწმებს მომსახურების ხარისხს, ცდილობს ვებგვერდის ერთგულ მომხმარებლებს საუკეთესო კომპანიები შესთავაზოს მრავალფეროვანი პროდუქტისა თუ მომსახურების მისაღებად. ასევე, მომხმარებელს შეუძლია საკუთარი აზრი ვებგვერდზე დააფიქსიროს, შეაფასოს კომპანია და მომსახურება 5 ვარსკვლავიანი სისტემით და დატოვოს კომენტარი. მეორე მხრივ, ბიზნესის განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ ჩვენს პარტნიორ კომპანიას ვაკავშირებთ უდიდეს აუდიტორიასთან, ვხვდებით მათ და ვეხმარებით განავითარონ როგორც მომსახურებისა თუ პროდუქტის ხარისხი, ასევე შეიძინონ ლოიალური მომხმარებლი. სწორედ მსგავსი კომპლექსური მიდგომებთ ვავითარებთ დანაზოგების იმ სივრცეს, რომელიც მუდმივად პროგრესირებს.
მომხმარებელზე ზრუნვის სამსახური რა პრინციპით მუშაობს და როგორია მიღწეული შედეგი?
მომხმარებელზე ზრუნვის სამსახური მუშაობს ორი მიმართულებით: მჭიდრო კავშირშია როგორც მომხმარებელთან, ასევე კომპანიებთან. ჩვენი გუნდი მუდმივად იკვლევს მომხმარებლის კმაყოფილებას, რაც ხარისხის მტკიცე გარანტია.
ჩვენ, ასევე, ვუწევთ კონსულტაციას პარტნიორ კომპანიებს საუკეთესო შედეგის და მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. ვიკვლევთ ბაზარს და ვეხმარებით კომპანიებს შეინარჩუნონ ლიდერი პოზიციები. ამ გზით ვზრუნავთ იმაზე, რომ საქართველოში დაინერგოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება. კონსულტაციის შემდგომ ვახდენთ ხელახალ გადამოწმებას იმისა, თუ რამდენად გაუმჯობესდა სერვისი. ჩვენი ქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ კონსულტაციით. სწორედ ესაა რეალური შედეგი.
„ჰოთსეილის“ მთავარი მისიაა, მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. ამას რა ხელსაწყოებით ახერხებთ?
მომხმარებელზე ზრუნვა - ესაა ის მთავარი ნიშა, რომელსაც ვავითარებთ, უკვე რვა წელია. პლატფორმა კომფორტულია, შესყიდვის პროცესი კი მარტივი, ბრენდის, პროდუქტისა და პლატფორმის მუდმივი განვითარების შედეგად ჩვენი გუნდი აღწევს იმ შედეგს, რომ მომხმარებელმა იგრძნოს თავი კომფორტულად, დაფასებულად და მშვიდად.
მიმდინარე წელს კიდევ რა სიახლეები იგეგმება?
„ჰოთსეილის“ გუნდი მუდმივად ვავითარებთ პლატფორმას. სიახლეებს მოსაწვევების დანერგვით ვიწყებთ და მუდმივად ვიზრუნებთ, რომ ვებგვერდი მაღალტექნოლოგიური და კომფორტული იყოს. ყოველთვის მოვუსმენთ ჩვენს მომხმარებელს და ვუპასუხებთ მათ სურვილებსა და გამოწვევებს. სწორედ ამ მიმართულებით ბევრი სასიამოვნო სიალხე გელით მომავალშიც.
სხვა სტატიები
5 ფაქტი მეზოთერაპიის შესახებ
5 ფაქტი მეზოთერაპიის შესახებ სახის კანის მეზოთერაპია არის კანის გაახალგაზრდავების უსაფრთხო და უმტკივნეულო თანამედროვე საშუალება, რომელიც აქტიური ნივთიერებების (ჰიალურონის მჟავის, ფოსფოლიპიდების, ვიტამინების, მინერალების, მჟავების და ა.შ.) კა...
განაგრძე კითხვა9081
როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი ღიმილი
ჯანსაღი კბილები ნიშნავს ლამაზ ღიმილს, ლამაზი ღიმილი კი თქვენი თავდაჯერებულობის საწინდარია. მერლინ მონროს ფრაზას თუ გავითვალისწინებთ - „ღიმილი საუკეთესო მაკიაჟია, რომელიც შეიძლება რომ ქალმა ატაროს“. თუმცა, ეს ყოველივე საჭირო და აუცილებელია...
განაგრძე კითხვა13525
HR მენეჯმენტის კურსი 34%-იანი დანაზოგით და სტაჟირების შესაძლებლობით
Hotsale.ge და Linton Academy დამეგობრდნენ, Linton Academy - არის XXI საუკუნის HR ტექნოლოგიური საგანმანათლებლო ჰაბი, რომელიც დაარსებულია შპს „ Linton Group” - ის ბაზაზე 2022 წელს და აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობ...
განაგრძე კითხვა7461
როგორ მოვუწყოთ ბავშვს ჯადოსნური დაბადების დღე მაღალი დანაზოგით
ყველა ბავშვებისთვის დაბადების დღე ის დღესასწაულია, რომელსაც თითქმის მთელი წელი ელოდებიან და ყველაზე ბედნიერად გრძნობენ თავს. ვინაიდან ასოცირდება ზღაპრულ, დაუვიწყარ ემოციებთან, გართობასთან და უამრავ საჩუქართან. ეს დღე არანაკლებ ემოციური და მნიშვნელოვა...
განაგრძე კითხვა22010
Indulge in Georgian Gastronomy: Unveiling Three Exquisite Dining Destinations with Hotsale.ge Deals
In this article, we will tantalize your taste buds with three extraordinary dining destinations in Georgia. Are you ready to embark on a culinary adventure in this enchanting country? Grab your appetite and let's explore the flavors waiting to be dis...
განაგრძე კითხვა3416
ინექციური პროცედურები - გზა სილამაზისკენ ქირურგიული ჩარევის გარეშე
ადამიანები სრულყოფილებისკენ ვისწრაფვით. ყოველთვის ვცდილობთ, განვვითარდეთ, ვისწავლოთ, შევცვალოთ ჩვენი გარემო უკეთესობისკენ, მივიღოთ სიახლეები. ერთხმად ვთანხმდებით, რომ 21-ე საუკუნე ინოვაციურია ყველა მიმართულებით - სინათლის სისცწაფით იცვლება, ვით...
განაგრძე კითხვა14563