-
კატეგორია
-
ბათუმი
-
უბანი
-
კატეგორია
-
ბათუმი
-
უბანი
Premium კლასის სასტუმრო Colosseum Marina Hotel - დაუვიწყარი დასვენების გემო! მათთვის, ვისთვისაც კომფორტი და უმაღლესი ხარისხი ცხოვრების წესია!
2539
სამუშაო საათები
ორშაბათი
: 12:00 AM
- 12:00 AM
სამშაბათი
: 12:00 AM
- 12:00 AM
ოთხშაბათი
: 12:00 AM
- 12:00 AM
ხუთშაბათი
: 12:00 AM
- 12:00 AM
პარასკევი
: 12:00 AM
- 12:00 AM
შაბათი
: 12:00 AM
- 12:00 AM
კვირა : 12:00 AM - 12:00 AM
ინფორმაცია შეთავაზების შესახებ
შეიძინეთ ფასდაკლების ვაუჩერი 10 ლარად და მიიღეთ 25% ფასდაკლება სასტუმროში `კოლიზეუმ მარინა`
ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში ადგილზე იხდით ფასდაკლებულ ფასს ნომერში ერთი დღე-ღამის განმავლობაში!
გადახდა წარმოებს ლარში ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით შეძენის დღისთვის!
აქციაში მოცემული ფასები მაგალითისთვის 168 / 225 ლარი კონვერტირებულია ეროვნულ ვალუტაში!
ფასები:
- Standard Double – 75 დოლარი 100 დოლარის ნაცვლად
- Standard Single – 67.5 დოლარი 90 დოლარის ნაცვლად
- Superior Double – 90 დოლარი 120 დოლარის ნაცვლად
- Superior single – 82.5 დოლარი 110 დოლარის ნაცვლად
- Family Connected Room(Double) – 120 დოლარი 160 დოლარის ნაცვლად
- Family Connected Room (Single) – 112.5 დოლარი 150 დოლარის ნაცვლად
- Executive Suite (Double) – 135 დოლარი 180 დოლარის ნაცვლად
- Executive Suite (Single) – 127 დოლარი 170 დოლარის ნაცვლად
- Colosseum Terrace Suite (double) – 150 დოლარი 200 დოლარის ნაცვლად
- Colosseum Terrace Suite (single) – 142 დოლარი 190 დოლარის ნაცვლად
Colosseum Marina Hotel- დაუვიწყარი დასვენების გემო www.youtube.com
წლის ნებისმიერ სეზონზე \"კოლიზეუმ მარინა\" მათთვისაა, ვისთვისაც კომფორტი და უმაღლესი ხარისხი ცხოვრების წესია!
ადგილმდებარეობა:
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „კოლიზეუმ მარინა“ ბათუმის დასავლეთ ნაწილში, ზღვის პირას მდებარეობს. მის განკარგულებაშია საკუთარი პლაჟი და მიმდებარე კეთილმოწყობილი ტერიტორია. 10-სართულიანი All inclusive კონცეფციის სასტუმრო 101 ნომერს აერთიანებს. გამორჩეულ არქიტექტურასა და დახვეწილ დიზაინთან ერთად, თითოეულ ოთახს დამატებით უპირატესობას ზღვის პოეტური ხედი სძენს. საკუთარი პლაჟი, საცურაო აუზები, კომფორტული ოთახები, რესტორნები, ბარები, სპა - ამ და სხვა კომპონენტების ერთობლიობა საოცნებო დასვენებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.
\"\"კოლიზეუმ მარინა\"\" ბათუმის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს მდებარეობს. ქალაქის ტურისტულ ცენტრთან ფეხით მისვლას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება. აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსპორტით მისასვლელი მაქსიმალური დრო 10 წუთს შეადგენს, ხოლო რკინიგზის სადგურიდან- 15 წუთს. სასტუმროს ადგილმდებარეობა დამატებითი კომფორტია როგორც ოჯახებისთვის, ისე ტურისტებისა და საქმიანი სტუმრებისთვის. სრულყოფილ ოთახებთან ერთად, \"\"კოლიზეუმ მარინაში\"\" ღია და დახურული საცურაო აუზები, ჩოგბურთის კორტები, 120 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი და სატრენაჟორო დარბაზი ფუნქციონირებს. დროის უფრო მხიარულად გატარების მსურველებს კი ცოცხალი მუსიკა, ენერგიული DJ და კარაოკე ელით, რომელიც 60 სტუმარს იტევს.
ოთახები
ნებისმიერი კატეგორიის ოთახში კომფორტი და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი გარანტირებული გაქვთ! სრულფასოვანი დასვენებისთვის იდეალურ გარემოსა და მაქსიმალურ კომფორტს უმცირესი ნიუანსების დონეზე გათვალისწინებული ყველა პირობა უზრუნველყოფს.
სასტუმროს უკლებლივ ყველა ოთახს აქვს აივანი, საიდანაც შესაძლებლობა გაქვთ ზღვისა და სანაპიროს შთამბეჭდავი პანორამული ხედებით დატკბეთ. თანამედროვე ინტერიერი, კომფორტული საწოლი, სააბაზანო ოთახი და მყუდრო გარემო დაუვიწყარ დასვენებას უზრუნველყოფს. თითოეული ოთახის საფასურში შედის საუზმე, სპა ცენტრითა და ღია აუზით სარგებლობა.
სტანდარტული, სუპერიორის ტიპისა და ექსკლუზიური ოთახების გარდა, თქვენს განკარგულებაშია საოჯახო ნომრებიც. ერთმანეთთან გამავალი კარით დაკავშირებული ოთახები საუკეთესო არჩევანია იმ შემთხვევაში, თუ დასვენებას ოჯახთან ერთად გეგმავთ.
Colosseum Terrace suite - სასტუმროს ყველაზე ელეგანტური და მდიდრული ოთახია, სადაც განსაკუთრებულ კომფორტს 2 დიდი ტერასა ქმნის. თბილ სეზონზე კომფორტული შეზლონგები ერთდროულად მზის აბაზანების მიღებისა და ზღვის პანორამული ხედებით ტკბობის საშუალებას გაძლევთ.
სასტუმროს ყველა ოთახი აერთიანებს შემდეგ კომპონენტებს:
- ზღვის/აუზის ხედი
- ელექტრონული გასაღები
- ხალათი და ერთჯერადი ჩუსტები (მათ შორის, სტანდარტულ ოთახებშიც - სტუმრის მოთხოვნით)
- გამადიდებელი სარკე
- ელექტრონული სეიფი
- უფასო WI-FI
- ტელეფონი
- Smart TV
- ელექტრო ჩაიდანი
- საშხაპე კაბინა
- WC
- თმის საშრობი
- ცენტრალური კონდიცირების ინდივიდუალური მართვის სისტემა
- კარადა
- ბარგის სადგამი
- ჰიგიენური საშუალებები
- მინი ბარი
- მაგიდა და სკამები აივანზე
- უფასო ჩაი და ყავა ოთახში
რესტორნები და ბარები
სასტუმროს მეორე სართულზე განთავსებული და 200 სტუმარზე გათვლილი რესტორანი “Cena” მყუდრო გარემოში უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. აღნიშნული ლოკაცია იდეალური სივრცეა კერძო წვეულების მოსაწყობადაც.
აუზის ბარი „Palaestra” სეზონურად ტერასიდან გადაშლილი მომაჯადოებელი ხედის ფონზე ცოცხალ მუსიკას, კოქტეილების მრავალფეროვან არჩევანსა და ევროპულ კერძებს შემოგთავაზებთ.
სასტუმროს ლობი-ბარი “Entranta” იდეალური ადგილია ევროპული სამზარეულოს, კოქტეილების ფართო არჩევანისა და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის დასაგემოვნებლად.
სპა თერაპია
თუ სხეულისა და სულის ჰარმონიას, კომფორტულ გარემოსა და სრულ რელაქსაციას ეძებთ, სასტუმროს სპა-თერაპიით უნდა ისარგებლოთ. თქვენს განკარგულებაშია სპა-პროცედურების მრავალფეროვანი არჩევანი, როგორიცაა: სარელაქსაციო, კომბინირებული, რეფლექსური და ფიტნეს მასაჟი, მანუალური და ანტიცელულიტური თერაპია, ვულკანური ქვების თერაპია, ზურგის, კისრისა და მხრების მასაჟი, ლიმფოდრენაჟული და საბავშვო მასაჟი.
შეხვედრები და ღონისძიებები
`კოლიზეუმ მარინას` საკონფერენციო დარბაზი “Collegium” საუკეთესო ადგილია შეხვედრებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩასატარებლად. სასტუმროში ყველა პირობაა შექმნილი საქმიანი პროექტების წარმატებულად განხორციელებისთვის.
`კოლიზეუმ მარინას` უპირატესობათა ჩამონათვალშია:
- ზღვის პირველ სანაპირო ზოლში მდებარეობა
- ოთახები ზღვის ხედით
- ოთახები საკუთარი ტერასებით
- კონსიერჟი
- სწრაფი რეგისტრაცია
- ფიტნეს ცენტრი
- სპა მომსახურება
- ღია და დახურული აუზები
- აუზისა და ლაუნჯ ბარები
- ქართული და ევროპული სამზარეულო რესტორანში
- საკონფერენციო დარბაზი
- საკუთარი პლაჟი
- მზის ქოლგები პლაჟზე
- შეზლონგები, პირსახოცები და მაგიდა
- ავტოსადგომი
- Laundry Service
შშმ პირებისთვის სასტუმრო „კოლიზეუმ მარინა“ ადაპტირებულია და შემდეგ კომპონენტებს
მოიცავს:
- ადაპტირებული პარკინგი
- ადაპტირებული მისასვლელი სასტუმროსთან
- ადაპტირებული შესასვლელი
- ადაპტირებული მისასვლელი ლიფტთან
- ერთი ადაპტირებული სტანდარტული ოთახი
- ერთი ადაპტირებული საპირფარეშო
1 ვაუჩერით იღებთ ფასდაკლებას ორადგილიან ნომერზე 1 დღე-ღამის განმავლობაში!
შეიძინეთ იმდენი ვაუჩერი, რამდენი დღითაც ჯავშნით ნომერს!
Premium კლასის სასტუმრო Colosseum Marina Hotel - დაუვიწყარი დასვენების გემო! მათთვის, ვისთვისაც კომფორტი და უმაღლესი ხარისხი ცხოვრების წესია!
ღირებულება
168.00 ₾
225.00 ₾
დანაზოგი
47 ₾
ქეშბექი
დანაზოგის %
25%
5.00 %
დასრულებულია
მოითხოვე ზარი
აქციის პირობები
- მომსახურების მიღება შესაძლებელია ვაუჩერის შეძენისთანავე 14 აპრილის ჩათვლით
- აუცილებელია წინასწარ დარეკვა და ნომრის დაჯავშნა
- მომსახურების მისაღებად საჭიროა წარადგინოთ თქვენი ვაუჩერის კოდი და პირადობის მოწმობა.
- ვაუჩერის რაოდენობა ერთ მომხმარებელზე არ არის შეზღუდული.
- 1 ვაუჩერით იღებთ ფასდაკლებას ორადგილიან ნომერზე 1 დღე-ღამის განმავლობაში!