-
კატეგორია
-
თეთრიწყარო
-
უბანი
-
კატეგორია
-
თეთრიწყარო
-
უბანი
ჯეკ ლონდონის წიგნები სერიიდან `ჩემი რჩეული მსოფლიო` - აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ტომი 50% - იანი ფასდაკლებით!
876
სამუშაო საათები
ორშაბათი
: 09:30 AM
- 08:00 PM
სამშაბათი
: 09:30 AM
- 08:00 PM
ოთხშაბათი
: 09:30 AM
- 08:00 PM
ხუთშაბათი
: 09:30 AM
- 08:00 PM
პარასკევი
: 09:30 AM
- 08:00 PM
შაბათი
: 09:30 AM
- 08:00 PM
კვირა : 09:30 AM - 08:00 PM
ინფორმაცია შეთავაზების შესახებ
შეთავაზებაში შედის: ჯეკ ლონდონის წიგნები სერიიდან `ჩემი რჩეული მსოფლიო `
1 ტომის ფასი 5 ლარი 10 ლარის ნაცვლად
სასურველი ტომი შეარჩიეთ ჩამოსაშლელი სიიდან :
- ტომი პირველი - `წინაპართა ძახილი` და მოთხრობები
- ტომი მეორე - `მარტინ იდენი`
- ტომი მესამე - `სმოკ ბელი` და `სმოკი და შორტი`
ჯეკ ლონდონი (12 იანვარი, 1876 - 22 ნოემბერი, 1916) - ამერიკელი მწერალი, ყველაზე უკეთ ცნობილი, როგორც სათავგადასავლო მოთხრობებისა და რომანების ავტორი. პატარა ჯეკი დაწყებით კლასში რომ დადიოდა, თან გაზეთებს ყიდდა მეცადინეობის დაწყებამდე და სკოლის შემდეგ. ბევრს კითხულობდა, მაგრამ მხოლოდ სამკითხველოში, რადგან წიგნების შეძენა არ შეეძლო. ერთხანს კონსერვის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ \"\"ხამანწკების დამჭერი მეკობრე\"\" გახდა და გაეცნო იმ ველურ და გაბედულ ცხოვრებას, რომელსაც ადრე მხოლოდ წიგნებით იცნობდა. მეზღვაური კვლავ ქარხნის მუშად იქცა და სწორედ ამ დროს დაწერა თავისი პირველი მოთხრობა სან-ფრანცისკოს გაზეთ \"\"კოლის\"\" მიერ გამოცხადებული კონკურსისათვის. ეს იყო \"\"ტაიფუნი იაპონიის ნაპირთან\"\", რომელმაც პირველი ჯილდო მიიღო, რამაც ავტორი დიდად წააქეზა. მაგრამ გაზეთმა მისი შემდეგი მოთხრობა აღარ მიიღო და ჯეკ ლონდონის ლიტერატურული მოღვაწეობა დროებით შეფერხდა.
1894 წლის გაზაფხულზე წამოჭრილმა ეკონომიურმა კრიზისმა ჯეკ ლონდონი უმუშევარი გახადა. ცხოვრების სიძნელეებთან და რედაქციებთან მძიმე ბრძოლის შემდეგ დამშეულმა და გაწამებულმა ჯეკ ლონდონმა მაინც მიაღწია თავის მიზანს,-მწერალი გახდა. 1899 წლის იანვარში სან-ფრანცისკოს ჟურნალმა \"\"ოვერლენდ მანზლიმ\"\" გამოაქვეყნა მისი პირველი ჩრდილოური მოთხრობა \"\"მათთვის ვინც გზაშია\"\". ამას მოჰყვა სხვა მოთხრობები, რომლებიც \"\"ჩრდილოეთის ოდისეასთან\"\" ერთად გამოიცა 1900 წელს ერთ კრებულად სახელწოდებით \"\"მგლის შვილი\"\". მალე ჯეკ ლონდონი სახელგანთქმული მწერალი გახდა.
\"\"მგლის შვილის\"\" (1900) გარდა ჯეკ ლონდონმა ჩრდილოეთის თემას მიუძღვნა მოთხრობების კიდევ რამდენიმე კრებული: \"\"მის წინაპართა ღმერთი და სხვა მოთხრობები\"\" (1901), \"\"ყინვის შვილები\"\" (1902), \"\"ადამიანის რწმენა და სხვა მოთხრობები\"\" (1904), \"\"ქალის სიძულვილი\"\" (1906), \"\"სიცოცხლის სიყვარული და სხვა მოთხრობები\"\" (1906), \"\"დაკარგული სახე\"\" (1910), \"\"სმოკბელიუ\"\" (1912). ჩრდილოეთსავე მიუძღვნა რომანი \"\"თოვლის ასული\"\" (1902), აგრეთვე ვრცელი მოთხრობები \"\"წინაპართა ძახილი\"\" (1903) და \"\"თეთრი ეშვი\"\" (1906).
ჯეკ ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება რომანი \"\"მარტინ იდენი\"\", სადაც თავი მოიყარა მწერლის ცხოვრების გამოცდილებამ, მისმა ნააზრევმა და განცდილმა, პირადმა და საზოგადოებრივმა. თვითონ ავტორსაც არ უარუყვია, რომ ამ რომანის გმირი მისი მსგავსებაა, მაგრამ რა თქმა უნდა იგი მეტად განზოგადებული და შემკრებლობითი ტიპია. \"\"მარტინ იდენი\"\" კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და უახლოვდება მაქსიმ გორკის, სუინბერნის, სტივენსონის და სხვა დიდი რეალისტების ნაწარმოებებს.
მიუხედავად აღიარებისა ლონდონი კვლავ განიცდიდა გაჭირვებას და მიუხედავად ახლობელ ადამიანებთან ინტენსიური ურთიერთობისა იგი კვლავ შინაგანად ჩაკეტილ და მარტოხელა კაცად რჩებოდა. ამას თან დაერთო ავადმყოფობაც და როგორც ფიქრობენ მან თავი მოიკლა მორფის გადაჭარბებული დოზის მიღებით 1916 წლის 22 ნოემბერს.
ძვირფასო მომხმარებლებო! თბილისის მასშტაბით წიგნების გაცემა დაიწყება 6 დეკემბრიდან (5 საათის შემდეგ). წიგნების გატანის ბოლო დღეა 20 დეკემბერი.
რეგიონებში წიგნების გაცემა დაიწყება 12 დეკემბრიდან. წიგნების გატანის ბოლო დღეა 25 დეკემბერი
წიგნების შეძენის შემდეგ აუცილებელია დაუკავშირდეთ ჩვენს ცხელ ხაზს და ჩააწერინოთ სასურველი ბიბლუსის ფილიალი, სადაც გსურთ წიგნების მიღება. (Hotsale.ge-ს ცხელი ხაზი: 2 19 44 88; ორშაბათი-პარასკევი: 09.30-21.00 ; შაბათი-კვირა: 10.00-19.00. მობ.: 551 00 44 88 ორშაბათი-პარასკევი: 09.30-22.00; შაბათი-კვირა: 10.00-21.00)
მიტანის სერვისით სარგებლობის დროს მომსახურების ღირებულება 3 ლარი (თბილისი)
რეგიონებში საკურიერო მომსახურების ღირებულებაა 5 ლარი! (საკურიერო მომსახურება მოქმედებს მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და ზუგდიდი.)
ჯეკ ლონდონის წიგნები სერიიდან `ჩემი რჩეული მსოფლიო` - აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ტომი 50% - იანი ფასდაკლებით!
ღირებულება
5.00 ₾
10.00 ₾
დანაზოგი
5 ₾
ქეშბექი
დანაზოგის %
50%
5.00 %
დასრულებულია
მოითხოვე ზარი
აქციის პირობები
- წიგნის წასაღებად საჭიროა წარადგინოთ ვაუჩერის კოდი.
- თბილისის მასშტაბით წიგნების გაცემა დაიწყება 6 დეკემბრიდან (5 საათის შემდეგ).
წიგნების გატანის ბოლო დღეა 20 დეკემბერი.
- რეგიონებში წიგნების გაცემა დაიწყება 12 დეკემბრიდან. წიგნების გატანის ბოლო დღეა 25 დეკემბერი
- ვაუჩერის რაოდენობა ერთ მომხმარებელზე შეზღუდული არ არის
- მიტანის სერვისით სარგებლობის დროს მომსახურების ღირებულება 3 ლარი (თბილისი), რეგიონებში 5 ლარი