-
კატეგორია
-
ხელვაჩაური
-
უბანი
-
კატეგორია
-
ხელვაჩაური
-
უბანი
ენტონი ბერჯესის ორტომეული სერიიდან `ჩემი რჩეული მსოფლიო` 50% - იანი ფასდაკლებით
1691
სამუშაო საათები
ორშაბათი
: 09:30 AM
- 08:00 PM
სამშაბათი
: 09:30 AM
- 08:00 PM
ოთხშაბათი
: 09:30 AM
- 08:00 PM
ხუთშაბათი
: 09:30 AM
- 08:00 PM
პარასკევი
: 09:30 AM
- 08:00 PM
შაბათი
: 09:30 AM
- 08:00 PM
კვირა : 09:30 AM - 08:00 PM
ინფორმაცია შეთავაზების შესახებ
შეთავაზებაში შედის: ენტონი ბერჯესის ორტომეული სერიიდან `ჩემი რჩეული მსოფლიო`
1 ტომის ფასი 5 ლარი 10 ლარის ნაცვლად
სასურველი ტომი შეარჩიეთ ჩამოსაშლელი სიიდან :
- ენტონი ბერჯესი - ტომი 1 - მექანიკური ფორთოხალი
- ენტონი ბერჯესი -ტომი 2 - ცალი ხელით ტაშისკვრა. 99 რომანი
ბრიტანელი მწერლის, ესეისტის, კომპოზიტორის, ენტონი ბერჯესის მრავალმხრივი შემოქმედებიდან, ქართველი მკითხველისთვის გამორჩეული ნაწარმოებები შევარჩიეთ: მისთვის ჩვეული, ინტელექტუალური ექსპერიმენტით აღბეჭდილი რომანები _ „მექანიკური ფორთოხალი“ და „ცალი ხელით ტაშისკვრა“ _ და სტატიების კრებული „99 რომანი“, რომელიც მეოცე საუკუნის ინგლისურენოვანი პროზის საუკეთესო ნიმუშებს წარმოგვიდგენს.
ტომი პირველი - მექანიკური ფორთოხალი
ინგლისელი მწერლის, ენტონი ბერჯესის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რომანი „მექანიკური ფორთოხალი“, რომელიც 1962 წელს გამოჩნდა ინგლისის წიგნის ბაზარზე. ეს არის არასრულწლოვანი კანონდამრღვევის მიერ პირველ პირში მოთხრობილი ამბავი, რომელიც პირქუშ სინამდვილეში ვითარდება. ამბავი იმისა, თუ როგორ გადის არასრულწლოვანი დამნაშავე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებულ გამოსასწორებელ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ამბავი ერთი მელომანი სადისტისა, რომელიც ძალადობის ინსტინქტის ჩასახშობად გამიზნული, არანაკლებ სადისტური მეცნიერული ექსპერიმენტის მსხვერპლი შეიქნა.
ტომი მეორე - ცალი ხელით ტაშისკვრა. 99 რომანი
ჰაუარდი ტელევიქტორინის წინა ღამითაც ძველებურად თავდაჯერებული იყო. მთხოვა, შექსპირის პიესებში შემემოწმებინა. რაღაც წიგნი დამაკავა და იქიდან ვეკითხებოდი, ვინ იყვნენ ამა თუ იმ პიესის პერსონაჟები ან როდის დაიწერა ეს პიესები და ა. შ. ჰაუარდმა თვალის დაუხამხამებლად ყველა კითხვაზე სწორად მიპასუხა. მერე კვლავ ჩვეული უცნაური სიტყვით გამოვიდა:
- ააააჰ, იმ დროს ალბათ ათასწილად უკეთესი იქნებოდა ცხოვრება. მაშინ სისხლსავსე კაცები და ქალები ცხოვრობდნენ, ელს ლიტრობით სვამდნენ (სხვათა შორის, მაშინ უფრო მაგარ ელს ხარშავდნენ) და ცხენზე ამხედრებული დაჯირითობდნენ, საჭესთან სიგარეტს კი არ ეწეოდნენ ან “დეილი უინდოუში” დაბეჭდილ ნაგავს და სიბინძურეს კი არ კითხულობდნენ და საღამოობით ტელევიზორის ეკრანებს კი არ მისჩერებოდნენ. არც ის “პოლარისის” რაკეტები და ეგეთი რამეები არსებობდა. ცხოვრობდა ხალხი პატიოსნად და ჯანმრთელად, შვილები მშობლებს აბუჩად კი არ იგდებდნენ და დასცინოდნენ, არამედ პატივს სცემდნენ. როცა ომი გაჩაღდებოდა, ხმლებით იბრძოდნენ, სისხლს ღვრიდნენ, ერთმანეთს გადაუდგებოდნენ და თავებს აჭრიდნენ, ისე კი არა, დღეს სრულიად უდანაშაულო ხალხს წყალბადის ბომბებით და ათასნაირი ნაღმებით რომ აფეთქებენ. როცა მღეროდნენ, წესიერ, შინაარსიან სიმღერებს მღეროდნენ და არა ამ გაურკვეველ აბდაუბდას, ფირფიტებზე რომ იწერენ და მილიონობით მოზარდზე ყიდიან. კი, გასაგებია, - თქვა მან, მაგრამ მე სიტყვა არ დამიძრავს, - მაშინ არაჰიგიენური გარემო იყო, პოლიეთილენში გახვეული პურისა და ბეკონის თხელი ნაჭრების ყიდვის ბედნიერებას მოკლებულნი იყვნენ, არც ცენტრალური გათბობა ჰქონდათ და არც – სარეცხი მანქანები, მაგრამ მაშინ მაინც ახლანდელზე უკეთესად ცხოვრობდნენ.
- რა იცი? - ვკითხე მე. - იმ დროს არ გიცხოვრია და რა იცი?
- ვიცი, - წამოიყვირა ჰაუარდმა. - ვიცი და მორჩა.
როცა ასეთ განწყობაზე იყო, მასთან კამათი არ ღირდა. ჩემს თანამედროვე სკოლაში შექსპირი არ გვისწავლია, რადგან მასწავლებლების აზრით, არ მოგვეწონებოდა და მოგვბეზრდებოდა. შანსი არც კი მოგვცეს, არც კი შეუმოწმებიათ, მართლა მოგვბეზრდებოდა თუ არა. თუმცა, იმდროინდელ ნახატებზე მინახავს ხალხი, მაგალითად, სერ უოლტერ რელი ან სერ ფრენსის დრეიკი ფურფუშებით მორთული საყელოებით, გრძელი თმით, წვერით და რამერუმეებით და კოსტიუმირებული წვეულებისთვის გამოწყობილ ბიტნიკებს ვამგვანებდი. ჰო, საყურეები მაშინ კაცებსაც ეკეთათ. იმ ნახატების ნახვისას სიბნელის, სისასტიკის და სიმყრალის გრძნობა მიჩნდებოდა, ჰაუარდი კი იმ დროს ისე აქებდა, თითქოს თავისი ნახმარი ავტომობილივით გაყიდვას უპირებდა.
ენტონი ბერჯესი `ცალი ხელით ტაშისკვრა`
ძვირფასო მომხმარებლებო! თბილისის მასშტაბით წიგნების გაცემა დაიწყება 6 დეკემბრიდან (5 საათის შემდეგ). წიგნების გატანის ბოლო დღეა 20 დეკემბერი.
რეგიონებში წიგნების გაცემა დაიწყება 12 დეკემბრიდან. წიგნების გატანის ბოლო დღეა 25 დეკემბერი
წიგნების შეძენის შემდეგ აუცილებელია დაუკავშირდეთ ჩვენს ცხელ ხაზს და ჩააწერინოთ სასურველი ბიბლუსის ფილიალი, სადაც გსურთ წიგნების მიღება. (Hotsale.ge-ს ცხელი ხაზი: 2 19 44 88; ორშაბათი-პარასკევი: 09.30-21.00 ; შაბათი-კვირა: 10.00-19.00. მობ.: 551 00 44 88 ორშაბათი-პარასკევი: 09.30-22.00; შაბათი-კვირა: 10.00-21.00)
მიტანის სერვისით სარგებლობის დროს მომსახურების ღირებულება 3 ლარი (თბილისი)
რეგიონებში საკურიერო მომსახურების ღირებულებაა 5 ლარი! (საკურიერო მომსახურებამოქმედებს მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთიდა ზუგდიდი.)
ენტონი ბერჯესის ორტომეული სერიიდან `ჩემი რჩეული მსოფლიო` 50% - იანი ფასდაკლებით
ღირებულება
5.00 ₾
10.00 ₾
დანაზოგი
5 ₾
ქეშბექი
დანაზოგის %
50%
5.00 %
დასრულებულია
მოითხოვე ზარი
აქციის პირობები
- წიგნის წასაღებად საჭიროა წარადგინოთ ვაუჩერის კოდი.
- თბილისის მასშტაბით წიგნების გაცემა დაიწყება 6 დეკემბრიდან (5 საათის შემდეგ).
წიგნების გატანის ბოლო დღეა 20 დეკემბერი.
- რეგიონებში წიგნების გაცემა დაიწყება 12 დეკემბრიდან. წიგნების გატანის ბოლო დღეა 25 დეკემბერი
- ვაუჩერის რაოდენობა ერთ მომხმარებელზე შეზღუდული არ არის
- მიტანის სერვისით სარგებლობის დროს მომსახურების ღირებულება 3 ლარი (თბილისი), რეგიონებში 5 ლარი