კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
თბილისი
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Tbilisi
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
ზამთრის კურორტები საქართველოში
ზამთარი საქართველოში განსაკუთრებულია, ის მდიდარია ზამთრის კურორტებით, რომლებიც სათხილამურო სპორტისა და დასვენების მოყვარულთათვის იდეალურია. თუ ხარ ადამიანი, რომლისთვისაც თოვლით დაფარული მთები და სუფთა ჰაერი განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო ვარიანტია, მაშინ გუდაური, ბაკურიანი და მესტია სწორედ შენთვისაა.
გუდაური მდებარეობს თბილისიდან დაახლოებით 120 კილომეტრში და ზღვის დონიდან 2,000 მეტრზე. ეს კურორტი პოპულარულია თხილამურებისა და სნოუბორდის მოყვარულთათვის, რადგან აქ 70 კილომეტრზე გადაჭიმული ტრასებია, რომლებიც ყველა დონის გამოცდილების მქონე ადამიანისთვისაა განკუთვნილი. გუდაურში სრიალის გარდა შესაძლებელია ჰელისკინგი, ფრირაიდინგი და პარაპლანით ფრენა. აქტიური დღის შემდეგ, დამსვენებლებს შეუძლიათ ისიამოვნონ ბარებითა და რესტორნებით, სადაც ტრადიციული ქართული კერძები და ღვინო დაგხვდებათ…გუდაური გამორჩეული ადგილია ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის და თავგადასავლების მაძიებლებისთვის.

ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის რაიონში და იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. კურორტი მთელ წელს იზიდავს ტურისტებს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ზამთარში.ბაკურიანი ყველა დონის მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს ემსახურება. კურორტს აქვს სამი განსხვავებული სათხილამურო ზონა: დიდველი, კოხტა და მიტარბი, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია. ბავშვებისა და დამწყებებისთვის სპეციალური სასრიალო ტრასები და სათხილამურო სკოლებია, რაც კურორტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. აქ ასევე არის გასართობი პარკები, სადაც პატარები მშვენივრად გაერთობიან. ბაკურიანის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მდებარეობაა ბორჯომის ნაკრძალთან ახლოს. აქ შეგიძლიათ დატკბეთ მინერალური წყლებით, სუფთა ჰაერით და ულამაზესი ბუნებით, რაც ზამთრის დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

მესტია სვანეთის რეგიონში მდებარეობს და გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. მესტია და მის გარშემო მდებარე კურორტები, როგორებიცაა თეთნულდი და ჰაწვალი, ზამთარში განსაკუთრებით პოპულარულია. მოთხილამურეებისთვის და ალპინისტებისთვის ეს რეგიონი შესანიშნავი არჩევანია სხვადასხვა სირთულის მქონე სასრიალო ტრასებისა და მწვერვალების დასაპყრობად.
ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს და გთავაზობთ 5 სასრიალო ტრასას, რაც დამწყებთათვისაც და პროფესიონალთათვისაც შესაფერისია. აქ არის ორი საბაგირო და ღამის სრიალის შესაძლებლობა, რაც სეზონისა და ამინდის პირობებზეა დამოკიდებული.
თეთნულდი, რომელიც მესტიიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სასრიალო ტრასებით გამოირჩევა. მისი სიმაღლე მერყეობს 2260-დან 3160 მეტრამდე, რაც უზრუნველყოფს თოვლის კარგ ხარისხსა და სრიალის ხანგრძლივ სეზონს.
მესტიაში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ სვანეთის უნიკალური კოშკები და ეთნოგრაფიული მუზეუმი, რაც თქვენს ვიზიტს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის.

Hotsale.ge გთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებებს ზამთრის კურორტებზე. აქ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის სასურველი შეთავაზებები 90 ლარიდან. ნახე აქ: t.ly/cDs-M
სხვა სტატიები
EVELINE COSMETICS GEORGIA-ს პროდუქცია უკვე HOTSALE.GE-ზეა!
სიახლე ჰოთსეილზე! ჩვენი პარტნიორების სიას შემოუერთდა EVELINE COSMETICS GEORGIA, რომელიც დაფუძნდა პოლონეთში 1984 წელს. კომპანია აწარმოებს სახისა და სხეულის, თმის მოვლის საშუალებებსა და დეკორატიულ კოსმეტიკას. პროდუქცია შედის და პოპულარობით სარგებლობს ...
განაგრძე კითხვა
20117
აქტიური დასვენება საქართველოში: 5 ხერხი დაუვიწყარი თავგადასავლების შესაქმნელად
საქართველო გამოირჩევა ექსტრემალური სპორტის სახეობების მრავალფეროვნებით. თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ როგორც სამთო, ისე საზღვაოსნო, სამდინარო და საჰაერო სათავგადასავლო სპორტის სახეობებით. ქართული ბუნება შესაძლებლობას გვაძლევს ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მ...
განაგრძე კითხვა
25544
6 რჩევა აკნესთან საბრძოლველად
გამონაყარის ძირითადი მიზეზი ცხიმის ჯირკვლების ჩახერგვაა რაც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. Ზოგიერთი მათგანის დარეგულირება დამოუკიდებლადაა შესაძლებელი, მაგ: კომედოგენური კოსმეტიკა, დაუბალანსებელი კვება. Მაგრამ აკნეს გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰორმონალ...
განაგრძე კითხვა
17320
VACU MAGIC: კიმ კარდაშიანის გახდომის საიდუმლო
ახალი თაობის ფიტნეს ინსტრუმენტი როცა საქმე ეხება სხეულის ფორმასა და წონაში კლებას, კიმ კარდაშიანის მსგავსი ცნობადი სახეები ხშირად ირჩევენ ყველაზე ინოვაციურ და ეფექტურ მეთოდებს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი არის "VACU MAGIC" – ფიტნეს ინსტრუმენ...
განაგრძე კითხვა
14643