გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

რა გავაკეთოთ სახლში ყოფნის დროს – სასარგებლო რჩევები

რა გავაკეთოთ სახლში ყოფნის დროს – სასარგებლო რჩევები

12172

ვირუ­სის გა­და­ცე­მის ჯაჭ­ვი უნდა შე­წყდეს – სწო­რედ ეს არის ის მთა­ვა­რი მე­სი­ჯი, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში აქ­ტი­უ­რად გა­ი­მის და რო­მე­ლიც COVID-19-თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი ია­რა­ღია. გა­და­ცე­მის ჯაჭ­ვის შე­წყვე­ტის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სახ­ლში დარ­ჩე­ნა და ნაკ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია. ამ პი­რო­ბებ­ში კი აქ­ტი­უ­რად ჩნდე­ბა კი­თხვა – რა გა­ვა­კე­თო სახ­ლში? ახლა სწო­რედ ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ში და­გეხ­მა­რე­ბით:

წა­ი­კი­თხეთ წიგ­ნე­ბი

ალ­ბათ, ყვე­ლა და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ფი­ლა მო­მენ­ტი, რო­დე­საც გარ­კვე­უ­ლი წიგ­ნის წა­კი­თხვა სურს, მაგ­რამ უდ­რო­ო­ბის გამო ვერ ახერ­ხებს. ახლა კი მათ წა­სა­კი­თხად სა­უ­კე­თე­სო დროა. მაშ ასე, გა­იხ­სე­ნეთ ყვე­ლა წიგ­ნი, რომ­ლის წა­კი­თხვაც გა­სულ წლებ­ში გინ­დო­დათ და ვერ შე­ძე­ლით და გა­მო­ი­წე­რეთ readersland.ge-ის სა­შუ­ა­ლე­ბით. კუ­რი­ე­რი წიგ­ნებს თქვენ­თვის სა­სურ­ველ დრო­სა და ად­გილ­ზე მო­გარ­თმევთ.

ივარ­ჯი­შეთ

ახლა, როცა ფიტ­ნეს დარ­ბა­ზე­ბიც და­კე­ტი­ლია და დღის უდი­დეს ან სრულ ნა­წილს სახ­ლში ატა­რებთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ დღის რუ­ტი­ნა­ში მცი­რე ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა მა­ინც ჩას­ვათ. ამის­თვის, მცი­რე სა­ვარ­ჯი­შო ინ­ვენ­ტა­რი დაგ­ჭირ­დე­ბათ. მათი შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია hotsale.ge-ს პარტნი­ორ სპორ­ტულ მა­ღა­ზი­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ფა­სად და კუ­რი­ე­რი სახ­ლში მო­გი­ტანთ.

გა­ი­კე­თეთ მა­სა­ჟი

სახ­ლში ყოფ­ნა რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი სა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი ერ­თფე­როვ­ნე­ბით იღ­ლე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი და სტრე­სუ­ლი ხდე­ბა. მუდ­მი­ვად სახ­ლში ყოფ­ნა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მე­ტად რთუ­ლია და ამი­ტომ ადა­მი­ა­ნებს გან­ტვირ­თვის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბა სჭირ­დე­ბათ. ამ დროს ძა­ლი­ან კარ­გია მა­სა­ჟი, რო­მე­ლიც ამ­შვი­დებს და ამავდრო­უ­ლად, ორ­გა­ნიზმს აძ­ლი­ე­რებს. სან­დო და მა­ღაკ­ვა­ლი­ფი­ცუ­რი მა­სა­ჟის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა ად­გილ­ზე მის­ვლით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ითა­მა­შეთ სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი

სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ და ნა­ყო­ფი­ე­რად გა­ტა­რე­ბის ერთ–ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ამ დროს აქ­ტი­ურ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია მო­თა­მა­შე­ებს შო­რის და მათი მე­ტად და­ახ­ლო­ე­ბა ხდე­ბა. სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა ბავ­შვე­ბის­თვის, რად­გან ისი­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის თა­ნად­გო­მას გრძნო­ბენ. მე­ო­რე მხრივ კი, სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი დიდ როლს თა­მა­შობს ბავ­შვე­ბის გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბის შე­ძე­ნა ონ­ლა­ინ შე­გიძ­ლი­ათ.

აკე­თეთ ხელ­საქ­მე

ფსი­ქო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ ხში­რად დავ­კავ­დეთ ხელ­საქ­მით, რად­გან ეს ადა­მი­ანს ამ­შვი­დებს და პო­ზი­ტი­უ­რად გა­ნა­წყობს. არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში კი ხელ­საქ­მე მარ­თლაც სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა დრო­ის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ტა­რე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი ეხე­ბა რო­გორც ბავ­შვებს, ისე ზრდას­რუ­ლებს. უფ­რო­სებ­მა შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი მი­ვი­წყე­ბუ­ლი უნა­რე­ბი გა­იხ­სე­ნოთ და და­ი­წყოთ ქსო­ვა, კერ­ვა ან ქარ­გვა. შე­გიძ­ლი­ათ, სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნა ონ­ლა­ინ შე­ი­ძი­ნოთ და მას კუ­რი­ე­რი სახ­ლში მო­გი­ტანთ. რაც შე­ე­ხე­ბა პა­ტა­რებს, მათ­თვის არ­ჩე­ვა­ნი მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. კა­ტა­ლო­გის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­არ­ჩი­ეთ თქვე­ნი შვი­ლის­თვის სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ცია და ხელ­საქ­მე და კუ­რი­ე­რი მა­საც ად­გილ­ზე მო­გი­ტანთ.