კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ჩაქვი
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
ჩაქვი
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
.jpg)
"ტრენერთა დღე 2024-ის" პარტნიორმა Hotsale.ge-მ მონაწილეები საგზურებით დაასაჩუქრა
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge “ტრენერთა დღე 2024-ის” პარტნიორი იყო.
ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ტრენინგ პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება, ერთმანეთთან წარმატებული საქმიანი კავშირების ხელშეწყობა. წელს სამიტი განსხვავებული თემით გაიხსნა. კერძოდ, თემა “ბედნიერება და განვითარება” ტრენერებმა აუდიტორიას შესთავაზეს ინოვაციური კონცეფციით -„მოვისმინე, მონაწილეობა მივიღე და გამოვცადე!“
ღონისძიება გამორჩეული იყო ნოვატორული პროგრამით, დაჯილდოებებითა და გამოსვლებით ბედნიერებისა და განვითარების თემაზე. ასევე, მოეწყო ისეთი ორგანიზაციების გამოფენები, რომლებიც თანამშრომლების განვითარებასა და ბედნიერებაზე ზრუნავენ.
სამიტში მონაწილეობა 200-ზე მეტმა ტრენერმა, ტრენინგ სფეროს წარმომადგენელმა და დაინტერესებულმა პირმა მიიღო.
წლევანდელი სამიტის სპიკერები იყვნენ: ალექსანდრე ჯეჯელავა: „ჩქეფ-ოსტატი“ Flow-Master; ლალი ბადრიძე და ქეთი ჟვანია ტაისონი: „როცა გეტყვი ი, მაშინ გამოდი“; პაატა პაპავა: „გამარჯობა, მე ვარ ფასილიტატორი“; თინათინ რუხაძე: „ბედნიერებას ვერ წაგვართმევენ“; მარიკა ნებიერიძე: „ცვლილება, განვითარება, ბედნიერება“; ნინო მიქავა: „როდის მოაქვს განვითარებას ბედნიერება?“; ილია ნიკაჭაძე: „მადლიერების ბედნიერება“. სამიტის მოდერატორები: თორნიკე გურული და თამარ კანაშვილი.
ტრენერთა ასოციაციის ღონისძიების ფარგლებში Hotsale.ge-მ გაათამაშა საგზურები საქართველოს პრემიუმ ტიპის შემდეგ სასტუმროებში:
სუატის რეზორტ ყაზბეგი • SUATIS RESORT KAZBEGI
Suatis Resort Kazbegi - გამოირჩევა შთამბეჭდავი ხედებითა და ბუნებით. Სასტუმრო დაკომპლექტებულია პროფესიონალი პერსონალით და დამსვენებლებს სთავაზობს გარემოს, სადაც ყველაფერია მშვიდი, კომფორტული, უსაფრთხო დასვენებისთვის და შესაძლებელია როგორც, გართობა, ისე განტვირთვა.
სასტუმროში სხვადასხვა კატეგორიის 40 ოთახია წარმოდგენილი. ფუნქციონირებს ფინური საუნა, სავარჯიშო დარბაზი და რესტორანი, რომლის ხედებიც ყაზბეგის მთებზე იშლება.
Suatis Resort Kazbegi იდეალური ადგილია კონფერენციებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. Მიმდინარე ზაფხულს სასტუმრომ დამსვენებლებს განსაკუთრებული სიახლე შესთავაზა: საცხენოსნო და კვადრო ტურები, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოსა და თავგადასავლებით სავსე დასვენებას გპირდებათ საქართველოს ულამაზეს მთებში.
სვიანა რეზორტი • SVIANA RESORTS
"სვიანა რეზორტი” გამორჩეულია დახვეწილი ინტერიერით, კომფორტული, სტუმარზე მორგებული სხვადასხვა კატეგორიის ნომრებით, ეკო კოტეჯებით, უგემრიელესი ქართულ-ევროპული სამზარეულოთი, 2 სხვადასხვა სარესტორნო სივრცით, სამაგიდო თამაშებით, საბავშვო გასართობი სივრცეებით, აუზი როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე პატარებისთვის, საუნითა და სპა პროცედურებით.რაც მთავარია, ყველა სერვისს მისაღებ ფასად მიიღებთ.
Akhaltsikhe Inn • ახალციხე ინნ
“ახალციხე ინნ” უკვე გაიხსნა და დამსვენებლებს საუკეთესო დღეების გატარებას ჰპირდება. „ინნ ჰოსფითალითის“ ქსელში შემავალი მეოთხე სასტუმრო მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. მისი კონცეფცია აერთიანებს მესხეთის კულტურასა და ისტორიას და ერწყმის თანამედროვეობას, რაც ინტერიერის დიზაინშიც არის ასახული. „ახალციხე ინნ“ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში ქალაქ ახალციხის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს.
სასტუმრო 115 ინდივიდუალური ნომრისგან შედგება. თითოეულ ოთახს აქვს ფრანგული სტილის აივანი. კომპლექსის პირველ სართულზე ბარისა და რესტორნის რამდენიმე სივრცეს შეხვდებით, სადაც მესხურ ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ. „ახალციხე ინნ-ში” განთავსებულია სპა, აუზი, ფიტნეს დარბაზი და საუნები.
აღსანიშნავია, რომ დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში უკვე, წლებია ტრენერთა ასოციაციის პარტნიორია. Hotsale.ge ამ ტრადიციის გაგრძელებასა და ღონისძიების მონაწილეებისთვის საინტერესო სიურპრიზების გაკეთებას. მომავალშიც გეგმავს.
სხვა სტატიები

ზამთრის კურორტები საქართველოში
ზამთარი საქართველოში განსაკუთრებულია, ის მდიდარია ზამთრის კურორტებით, რომლებიც სათხილამურო სპორტისა და დასვენების მოყვარულთათვის იდეალურია. თუ ხარ ადამიანი, რომლისთვისაც თოვლით დაფარული მთები და სუფთა ჰაერი განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო ვარიან...
განაგრძე კითხვა
9195

Hotsale.ge მობაილ აპლიკაციას ქმნის
Hotsale.ge 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და იკავებს ლიდერის პოზიციას ელექტრონული კომერციის სფეროში. დაარსების დღიდან დღემდე კომპანია ცდილობს, რომ მომხმარებელს შესთავაზოს რაც შეიძლება მრავალფეროვანი მომსახურება თუ პროდუქცია. ამჟამად Hotsale.ge აერთიან...
განაგრძე კითხვა
10127

რატომ არის კომპანიებისთვის Hotsale.ge-სთან თანამშრომლობა მომგებიანი
10 000 პარტნიორი კომპანია, 300 000 რეგისტრირებული მომხმარებელი - ეს არის დანაზოგების ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hotsale.ge, რომელიც 11 წელია, მხარს უჭერს ბიზნესს და მომხმარებლის ინტერესებს მაქსიმალურად ითვალისწინებს....
განაგრძე კითხვა
10935

2020 წლის ბესტსელერად ქცეული წიგნი, რომელიც გოგონებისთვის მოტივაციის წყაროა
მსოფლიო ლიტერატურა მდიდარია ისეთი შინარსიის წიგნებით, სადაც ქალების სიძლიერესა და უსაზღვრო შესაძლებლობებს ხაზი მკაფიოდ აქვს გასმული. ვკითხულობთ წიგნებს ძლიერ, შემდგარ ქალებზე, რომლებმაც საკუთარი გზა და თავი იპოვეს. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტ...
განაგრძე კითხვა
14303

როგორ ჩავიტაროთ სახის ღრმა წმენდა სახლის პირობებში
იმისათვის, რომ კანი ჯანსაღად გამოიყურებოდეს, აუცილებელია რეგულარული წმენდა საღამოობით, ხოლო პროფესიონალური წმენდა - 4-5 კვირაში ერთხელ. რით განსხვავდება სახის წმენდა სახლის პირობებში პროფესიონალურ სალონში წმენდისგან? ერთად გავერკვეთ. რი...
განაგრძე კითხვა
40622

Your Ultimate Guide to Georgia: 3 Must-Stay Destinations for Every Traveler!
In this article, we will explore three exceptional places to stay in Georgia. Embarking on a journey to this captivating country? Pack your travel bag and get ready for an adventure like no other! As your trusted companion, hotsale.ge - a leader in t...
განაგრძე კითხვა
28644