-
კატეგორია
-
თერჯოლა
-
უბანი
-
კატეგორია
-
თერჯოლა
-
უბანი
ტოპ 5 ეგზოტიკური ადგილი საქართველოში, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიო
პანდემიამ საშულაება მოგვცა, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავით საქართველოს იმ კუთხეებზე, რომელსაც იშვიათად ვსტუმრობთ ხოლმე. ნებისმიერი გემოვნების ადამიანისათვის გამოინახება ისეთი ადგილი, რომელიც შენს სურვილებსა და მოლოდინებს არა თუ ესადაგება, არამედ აჭარბებს კიდეც.
ამიტომ, გიზიარებთ იმ ეგზოტიკურ ადგილებს, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ, თუ ლაშქრობა, მოგზაურობა და სიახლეების ძიება გიყვართ. თანაც ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასებში, რადგან Hotsale.ge-ის დახმარებით შესაძლებლობა გეძლევათ, დაზოგოთ თანხა და კომფორტულად დაისვენოთ.
#რაჭა
მართალია, რომ რაჭა ყველასთვის ცნობილი და გამორჩეული მხარეა, თავისი ლამაზი ბუნებითა და სიმშვიდით. ამიტომ, თუ სუფთა ჰაერზე განტვირთვა და ბუნების წიაღში მყუდრო დასასვენებლი ადგილი გინდათ, მაშინ გირჩევთ, რომ ეწვიოთ რაჭის გლემპინგს ან ტყის სიღრმეში ჩაძირულ კოტეჯებეს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას მოგწყვეტთ და საოცარი ხედებით დაგატკბობთ.
#აჭარა
აჭარის ხსნებისას ადამიანების უმეტესობას, მხოლოდ ზღვა ახსენდება მაშინ, როდესაც მის მაღალმთიან რეგიონებში საოცარი ბუნება და ნოტიო ჰავაა. თუ ყველასგან და ყველაფრისგან მოწყვეტა და შორს, ცასთან ახლოს, სიწყნარისა და სილამაზის შეგრძნება გსურს, Hotsale.ge გირჩევს, რომ „ფერედაის ინნ / PARADISE INN“-ს ესტუმროთ და პირადი სამოთხე მოიწყოთ. იქ დაგხვდებათ ულამაზესი ბუნება და განსახვევბული გარემო, სახლის კინოთეატრთან ერთად.
#ყაზბეგი
თუ სასტურმოებსა და ხახლმრავალ ადგილებს ერიდები, მაშინ „ჩემი ობიექტი / MY OBJECT“-ის კოტეჯები სწორედ შენთვისაა. ყაზბეგის თვალუწვდენელი მთებისა და კოცონის ირგვლივ მეგობრებთან ერთად დასვენებასა და მუგზაურობას არაფერი სჯობს. საუკეთესო პირობები შენი ბედნიერი წუთებისთვის.
#მესტია
„მთის ქოხები / MOUNTAIN CABINS“-ში თუ ჯერ არ ყოფილხარ, წინ დიდი სიამოვნება გელოდება. მესტიის ულამაზესი ხედები, კეთილმოწყობილი კოტეჯები და სიწყნარე, რომელიც საუკეთესო ტანდემს ქმნის. დაზოგე თანხა და დატკბი ყოველი წამით.
#წყალტუბო
თუ გსურს ძველი შენობების მონახულება და ულამაზესი ადგილების დათვალიერება, მაშინ წყალტუბოში აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ. შესვენებისთვის „ვიტა გარდენია / VITA GARDENIA HOTEL&SPA“ -ში გაჩერებას გირჩევთ. დიდ ფართობზე გაშენებული ულამაზესი ბაღი და მცენარებით დაფარული მიწის საფარი, ყველა პირობას იძლევა თქვენი განსაკუთრებული დასვენებისთვის.