გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

"სხვადასხვა ქვეყნიდან მიკავშირდებიან და ჩემს ნამუშევრებს მოუთმენლად ელოდებიან" - ზიზი ამირანაშვილის გზა იურისტობიდან SFX ვიზაჟისტობამდე

"სხვადასხვა ქვეყნიდან მიკავშირდებიან და ჩემს ნამუშევრებს მოუთმენლად ელოდებიან" - ზიზი ამირანაშვილის გზა იურისტობიდან SFX ვიზაჟისტობამდე

248

წარ­მო­იდ­გი­ნეთ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც იუ­რის­ტის მკაც­რი და ფორ­მა­ლუ­რი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ფე­რე­ბით, სპე­ცე­ფექ­ტე­ბი­თა და უსა­ზღვრო ფან­ტა­ზი­ით ჩა­ა­ნაც­ვლა. ზიზი ამი­რა­ნაშ­ვი­ლი სწო­რედ ის არ­ტის­ტია, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რებ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებს თვალს. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც SFX (სპე­ცი­ა­ლუ­რი ეფექ­ტე­ბის) მა­კი­ა­ჟი ჯერ კი­დევ აუთ­ვი­სე­ბე­ლი და სი­ახ­ლე­ე­ბით სავ­სე მი­მარ­თუ­ლე­ბაა, ზი­ზიმ შეძ­ლო არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ნი­შის პოვ­ნა, არა­მედ ამ სფე­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გა­ტა­ნაც. ზიზი თა­ვად გვიყ­ვე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბის, ინ­სპი­რა­ცი­ი­სა და იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც მისი თი­თო­ე­უ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი ატა­რებს.

ზიზი, მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ და­ი­წყო თქვე­ნი გზა მა­კი­ა­ჟი­სა და SFX-ის სამ­ყა­რო­ში?

ბევ­რს უკ­ვირს, როცა იგებს, რომ პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ვარ. ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­მარ­თალს უკავ­შირ­დე­ბო­და, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად ყო­ველ­თვის მი­ზი­დავ­და ხე­ლოვ­ნე­ბა. თა­ვი­დან მა­კი­ა­ჟი უბ­რა­ლოდ ჰობი იყო, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, რომ ამ სფე­რო­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის სრუ­ლად გა­მო­ხატ­ვა შე­მეძ­ლო.

 

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი Beauty-მა­კი­ა­ჟით და­ვი­წყე, თუმ­ცა მა­ლე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი ეფექ­ტე­ბის - SFX მა­კი­ა­ჟის მი­მარ­თუ­ლე­ბამ გა­მი­ტა­ცა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სფე­რო ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ ახა­ლია და ბევრ გა­მოწ­ვე­ვას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სწო­რედ ამან მომ­ცა მო­ტი­ვა­ცია, მუდ­მი­ვად მეს­წავ­ლა და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­მე­ცა­და.

 

რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის SFX მა­კი­ა­ჟი?

ჩემ­თვის SFX უბ­რა­ლოდ მა­კი­ა­ჟი არ არის. ეს ის­ტო­რი­ის თხრო­ბაა. თი­თო­ე­ულ ტრანსფორ­მა­ცი­ას თა­ვი­სი იდეა, ემო­ცია და კონ­ცეფ­ცია აქვს. ხში­რად ერთ ვი­დე­ო­ზე რამ­დე­ნი­მე დღე ვმუ­შა­ობ: ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა ჩა­ნა­ფიქ­რით, შემ­დეგ მო­დის ეს­კი­ზი, მა­სა­ლე­ბის შერ­ჩე­ვა, გა­და­ღე­ბა და, ბო­ლოს, მონ­ტა­ჟი. სა­ბო­ლო­ოდ მა­ყუ­რე­ბე­ლი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წამს ხე­დავს, თუმ­ცა ამ წა­მე­ბის უკან უზარ­მა­ზა­რი შრო­მა დგას.

 

 

რამ­დე­ნად რთუ­ლია ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მა­სა­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თოდ არ იყი­დე­ბა და ხში­რად უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­ტა­ნა მი­წევს. თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ სწო­რედ ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი მა­ი­ძუ­ლებს, უფრო კრე­ა­ტი­უ­ლი ვიყო. როცა ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მია, ზოგ­ჯერ ფან­ტა­ზი­აც ნაკ­ლე­ბად მუ­შა­ობს, ხოლო გა­მოწ­ვე­ვე­ბი, პი­რი­ქით, ახალ იდე­ებს მაძ­ლევს.

 

 

თქვე­ნი ვი­დე­ო­ე­ბი მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს აღ­წევს. რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის ამის მი­ზე­ზი?

ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის გრძნო­ბენ, როცა კონ­ტენ­ტი გულ­წრფე­ლად იქ­მნე­ბა. არას­დროს ვცდი­ლობ, უბ­რა­ლოდ ტრენ­დს ავ­ყვე. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თი­თო­ე­ულ ვი­დე­ოს სა­კუ­თა­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­დეს. ალ­ბათ, სწო­რედ ამი­ტომ მი­კავ­შირ­დე­ბი­ან სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან და ჩემს ნა­მუ­შევ­რებს მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბი­ან.

 

რო­გორ არ­ჩევთ პარტნი­ო­რებ­სა და იმ კომ­პა­ნი­ებს, ვის­თა­ნაც თა­ნამ­შრომ­ლობთ?

ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნდო­ბაა. არა­სო­დეს ვთა­ნამ­შრომ­ლობ მხო­ლოდ იმის­თვის, რომ რეკ­ლა­მა გა­ვა­კე­თო. თუ რა­ი­მეს ვუ­ზი­ა­რებ ჩემს აუ­დი­ტო­რი­ას, ჯერ თა­ვად უნდა მქონ­დეს გა­მოც­დი­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვიყო მის ხა­რისხში.

 

სწო­რედ ამ მიდ­გო­მით ვთა­ნამ­შრომ­ლობ ისეთ კომ­პა­ნი­ებ­თან, რო­გო­რი­ცაა HotSale. ეს პარტნი­ო­რო­ბა ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რად­გან HotSale, რო­მე­ლიც 2011 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ნულ კო­მერ­ცი­ა­ში უდა­ვო ლი­დე­რია, ზუს­ტად იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს იზი­ა­რებს, რა­საც მე. ესე­ნია ხა­რის­ხი და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა. მათი პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბე­ბით ისარ­გებ­ლონ სას­ტუმ­რო­ებ­ში, ეს­თე­ტი­კურ ცენ­ტრებ­ში, რეს­ტორ­ნებ­სა და ბავ­შვთა გა­სარ­თობ სივ­რცე­ებ­ში. მათ აქვთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას გა­ცი­ლე­ბით უფრო მარ­ტივ­სა და სა­სი­ა­მოვ­ნოს ხდის. როცა ასე­თი პარტნი­ო­რო­ბა ბუ­ნებ­რი­ვად ერ­წყმის იმ კონ­ტენტს, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ვქმნი, ვფიქ­რობ, ამას მა­ყუ­რე­ბე­ლიც კარ­გად გრძნობს და ნდო­ბის ხა­რის­ხიც, შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ლია.

 

რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

მინ­და, სა­ქარ­თვე­ლო­დან კი­დევ უფრო მეტი ხა­რის­ხი­ა­ნი SFX კონ­ტენ­ტი გა­ვი­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რი­ამ­დე. მუდ­მი­ვად ვსწავ­ლობ ახალ ტექ­ნი­კებს, ვე­ძებ გან­სხვა­ვე­ბულ იდე­ებს და მსურს, ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბით კი­დევ ერთხელ და­ვამ­ტკი­ცო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია ისე­თი კონ­ტენ­ტის შექ­მნა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი კუ­თხის მა­ყუ­რე­ბელს და­ა­ინ­ტე­რე­სებს.

 

ყვე­ლა­ზე მე­ტად კი მი­ხა­რია, როცა ჩემი ის­ტო­რია სხვე­ბის­თვი­საც მო­ტი­ვა­ცი­ის წყა­რო ხდე­ბა. ის ადას­ტუ­რებს, რომ პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა, ახა­ლი გზის და­წყე­ბა და სა­კუ­თა­რი საქ­მის პოვ­ნა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.