-
კატეგორია
-
მცხეთა
-
უბანი
-
კატეგორია
-
მცხეთა
-
უბანი
სასტუმრო, რომელმაც 2 კვირაში Hotsale.ge-ზე 1000-ზე მეტი ჯავშანი გაყიდა
წელს, შიდა ტურიზმის ხელშეწყობიდან გამომდინარე, როგორც მთის, ისე ზღვის კურორტის სასტუმროებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ზოგიერთი მათგანი Hotsale.ge- ზე ყოველკვირეულად ასობით ჯავშანს ყიდის და ნამდვილ ბესტსელერად იქცა. მაგალითად, გაყიდვებით ჩემპიონები არიან სასტუმრო „ეიფორია“ და „კასტელო მარე“, რომელთაც რამდენიმე დღეში, საერთო ჯამში დაახლოებით 2 000 ჯავშანი გაყიდეს.
განთავსების ობიექტის ძებნისას უამრავი საინტერესო და მიმზიდველი შეთავაზება გვხვდება, ამიტომ რთულია საუკეთესოს არჩევა. როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღებას გვიმარტივებს სასტუმროს დამსვენებელთა რაოდენობა და მათგან მიღებული უკუკავშირი.
ამასთან, განთავსების ობიექტის შესახებ ინფორმაციას თვალი შეგვიძლია, „ჰოთსეილზეც“ მივადევნოთ.
უდიდესი პოპულარობით სარგებლობს „კასტელო მარე“, რომელმაც რამდენიმე დღეში „ჰოთსეილზე“ 900-მდე ჯავშანი გაყიდა.
„კასტელო მარე“ ციხისძირში, ზღვის სანაპიროზეა გაშენებული, სადაც მუდამ სასიამოვნო ნიავი უბერავს, უგემრიელესი კერძები და მშვიდი გარემო კი საუკეთესო დასვენებას გპირდებათ. სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი „კასტელო მარე“ სხვა დანარჩენი სასტუმროებისგან თავისი ისტორიით, უნიკალურობითა და ხარისხით გამოირჩევა. მან ფაქტობრივად, გამოაცოცხლა ციხისძირში გაჩერებული ტურიზმი.
სასტუმროს დამსვენებლებს შეუძლიათ, ისიამოვნონ მისი აუზით, რომელიც ზღვას გადაჰყურებს ან პატარა ზომის, ღია მატარებლით თავად ჩავიდნენ სანაპიროზე. აქ ყველაფერია სრულყოფილი დასვენებისთვის.
ასევე, დღეს, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ზღვისპირა სასტუმროდ შეიძლება „ეიფორია“ ჩაითვალოს, რადგან მას შემდეგ, რაც ის „ჰოთსეილზე“ 39%-იანი დანაზოგით გამოჩნდა, 1000-ზე მეტი ჯავშანი გაყიდა. დასვენების მსურველთა რაოდენობა კი ყოველდღიურად იმატებს.
„ეიფორია“ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ზღვასთან ახლოს, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი პრემიუმ კლასის აპარტამენტები გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და კომფორტით.
„ეიფორიას“ გარდა, როგორც ზღვისპირეთში, ისე მთაში გამოიკვეთა რამდენიმე ყველაზე პოპულარული სასტუმრო, საიდანაც ერთ-ერთს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. აღნიშნული სასტუმროებიდან ყველა მათგანი წარმოდგენილია „ჰოთსეილზე“ და საკმაოდ მიმზიდველ დანაზოგსაც გთავაზობთ. რაც მთავარია, ყველა მათგანი პრემიუმ კლასისაა და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
პოპულარულია „კოლხიდა რეზორტიც“, რომელიც „ჰოთსეილზე“ 25%-იანი დანაზოგითაა წარმოდგენილი და იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ დაახლოებით, ერთ კვირაში 700 ჯავშანი გაყიდა.
გიგანტური ხეების ქვეშ მოწყობილი აუზი, ნათელი და კომფორტული სასტუმროს ნომრები, 3-ჯერადი კვება და მრავალფეროვანი მენიუ, სპორტული ობიექტები, ბავშვების გასართობი სივრცეები, ანიმატორები და ურეკის მზე სასიამოვნო დასვენების საწინდარია.
„ორბი ბიჩ თაუერი“ „ჰოთსეილის“ კიდევ ერთი ბესტსელერია 50%-იანი დანაზოგით. „ორბის“ აპარტამენტები ცნობილია ულამაზესი ზღვის ხედითა და კომფორტული, მაღალი კლასის ნომრებით. რამდენიმე დღეში ის 500-მდე მომხმარებელმა შეიძინა.
თუ წელს შეკვეთილში დასვენება გაქვთ გადაწყვეტილი, „ჰოთსეილის“ მომხმარებელთა რეკომენდაციით, „ბლექ სი რივიერას“ ან „ივერია ელს“ უნდა ესტუმროთ.
„ბლექ სი რივიერა“ - ეს არის სასტუმრო შეკვეთილში, რომელიც ცნობილია ულამაზესი ეზოთი და სულ რამდენიმე ფეხის ნაბიჯზე მდებარე ზღვის სანაპიროთი. რამდენიმე დღეში „ჰოთსეილის“ მეშვეობით ის უკვე 270-მა დამსვენებელმა დაჯავშნა.
თუ აკვა აერობიკა გიზიდავთ და ზაფხულის საღამოების საინტერესოდ გატარება გსურთ, „ივერია ელს“ უნდა ეწვიოთ. მისი ღია აუზი და კინოთეატრი დაუვიწყარ დასვენებას გპირდებათ. საბავშვო სივრცეები კი გართობის საშუალებას თქვენს პატარებსაც მისცემს. „ჰოთსეილის“ დანაზოგით უკვე მისი 155 ჯავშანია გაყიდული.
ისინი, ვინც წელს ზღვისპირეთში დასვენებას ვერ ახერხებენ ან ეს სიამოვნება აგვისტოს მეორე ნახევარში გადადეს, „ჰოთსეილის“ მონაცემების მიხედვით, ამ სამ ყველაზე პოპულარულ სასტუმროში ისვენებენ: „სასტუმრო შაორი“ და „ჰოლიდეი ინნ თელავი“.
თითოეულ მათგანს მომსახურების განსხვავებული სტილი და მრავალფეროვანი სერვისები აქვს. „სასტუმრო შაორი“ რაჭაში შაორის ულამაზესი ტბის მიმდებარედ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და „ჰოთსეილზე“ განთავსების შემდეგ სწრაფად გახდა მოთხოვნადი და პოპულარული. სუფთა ჰაერი, მაღალი ხეები, სიმწვანე და სიგრილე - ეს უპირატესობები მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. წელს ის საკმაოდ პოპულარულია, რასაც „ჰოთსეილის“ სტატისტიკაც მოწმობს. დაახლოებით, ერთ კვირაში სასტუმრომ უკვე 311 ჯავშანი გაყიდა.
„ჰოლიდეი ინნ თელავში“ ფუნქციონირებს როგორც ღია და დახურული აუზები, ისე რესტორანი, სადაც ტრადიციულ კახურ კერძებს ამზადებენ. სასტუმრო „ჰოთსეილზე“ ცოტა ხნის წინ განთავსდა და უკვე 40-მდე ჯავშანი აქვს გაყიდული.