-
კატეგორია
-
სიღნაღი
-
უბანი
-
კატეგორია
-
სიღნაღი
-
უბანი
სამედიცინო სერვისები 80%-მდე შეღავათით და კონსულტაცია ცნობილი ექიმებისგან - ყველაფერი Online.mkurnali.ge-ის შესახებ!
Mkurnali.ge-სა და Hotsale.ge -ს ერთობლივი პროექტი Online.mkurnali.ge უკვე ჩაეშვა და მის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მნიშვნელოვანი დანაზოგით მიიღონ.
კონკრეტულად, როგორ შეგვიძლია Online.mkurnali.ge-ის მომსახურებით სარგებლობა და რა სახის სამედიცინო სერვისებია ვებ-გვერდზე წარმოდგენილი, ამის შესახებ დეტალურად ახალი პლატფორმის წარმომადგენელს ნინო მარგიშვილს ვესაუბრეთ:
რატომ გადაწყვიტა Hotsale.ge-ის გუნდმა ონლაინ მკურნალის შექმნა და რას ემსახურება ვებ-გვერდი?
ჩვენ მომხმარებლებისთვის ამგვარი სერვისის შეთავაზებაზე აქამდეც ვფიქრობდით, თუმცა ამჟამად არსებულმა ვითარებამ დაგვანახა, რომ ამის საჭიროება ნამდვილად იყო. Online.mkurnali.ge, Hotsale.ge-სა და ყველასთვის კარგად ცნობილი მედია პორტალის Mkurnali.ge-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით, ხარისხიანი სერვისების მიღებაში დაეხმარება და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი დანაზოგით.
ჩვენი მიზანი იყო, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ვებ-გვერდზე სხვადასხვა ავტორიტეტული კლინიკა და მედიკოსის სერვისია წარმოდგენილი, ამ მხრივ, მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს.
რა სახის სამედიცინო მომსახურების მიღებას შეძლებენ ონლაინ მკურნალის მომხმარებლები თქვენი ვებ-გვერდის მეშვეობით?
Online.mkurnali.ge-ის მეშვეობით ჩვენს მომხმარებელს საშუალება ექნება მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება სპეციალურ ფასად. ეს შეეხება როგორც ერთეულ სერვისებს, მაგალითად, ექიმის კონსულტაციას, სხვადასხვა კვლევას, (ლაბორატორიული თუ რედიოლოგიური), კომპლექსურ კვლევებს და ბინაზე გამოძახების სერვისს ( ექოსკოპია, ლაბორატორია ექიმის კონსულტაცია ბინაზე).
ჩვენი მომხმარებელი ვებ-გვერდზე შესვლითანავე შეამჩნევს, რომ სერვისები კატეგორიებად გვაქვს დაყოფილი, რათა სასურველი კლინიკის თუ ექიმის მოძიება სწრაფად შეძლონ.
რაც შეეხება დანაზოგებს, იქნება თუ არა ის Hotsale.ge-ის მსგავსად მასშტაბური?
დიახ, რადგან ვებ-გვერდი Hotsale.ge-ის ჩართულობით არის შექმნილი, რა თქმა უნდა, მისი პარტნიორები Online.mkurnali.ge-ისთანაც თანამშრომლობენ. სერვისები კი 80%-მდე დანაზოგით იქნება წარმოდგენილი, ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე და ამაში ჩვენი მომხმარებლები თავად დარწმუნდებიან.
რა პროცედურა უნდა გავიაროთ, რომ Online.mkurnali.ge-ის სერვისით ვისარგებლოთ? როგორია ექიმთან ვიზიტის დაჯავშნის პროცესი?
დანაზოგით სარგებლობისა და დაჯავშნის პროცესი თითქმის ისეთივეა, როგორიც Hotsale.ge-ზე. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად მარტივი და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისი შევქმნათ, ამიტომ მათ მხოლოს პრომო კოდის შეძენა და შემდეგ ექიმთან ჩაწერა დასჭირდებათ. ექიმთან ჩაწერისთვის და სხვა სახის საინფორმაციო მომსახურების მისაღებად, ჩვენ შევქმენით ქოლ-ცენტრი. მომხმარებლები ქოლ-ცენტრის დახმარებით, Online.mkurnali.ge-ის სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
COVID-19-ის მქონე პაციენტების მომსახურება რამდენად არის გათვალისწინებული ონლაინ მკურნალის პლატფორმაზე და კონკრეტულად, როგორ?
COVID-19 ინფიცირებულ პაციენტებს, შეგვიძლია, სპეციალურ ფასად შევთავაზოთ, სამედიცინო სერვისებით ბინაზე უზრუნველყოფა, ჯადაცვის სამინისტროს რეკომენდაციების და პროტოკოლის სრული დაცვით. ასევე, ვებ-გვერდზე განთავსებულია COVID-19-სგან თავის დასაცავად შექმნილი სამედიცინო აღჭურვილობა და სხვადასხვა აქსესუარი, რომელიც როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე პაციენტებს გამოადგებათ.
როგორც ვიცი იგეგმება Facebook ჯგუფის შექმნა, რომელშიც ექიმები დისტანციურად გაუწევენ კონსულტაციას პაციენტებს. როდიდან დაიწყებს ჯგუფი ფუნქციონირებას?
დიახ, იგეგმება აღნიშნული ჯგუფის შექმნა, სადაც ჩვენი ქვეყნის წამყვანი სპეცისლეტები ჩაგვერთვებიან და სხვადასხვა აქტუალურ სამედიცინო თემაზე ონლაინ-ლექციების მეშვეობით ისაუბრებენ. ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაუსვან ექიმს. ამ და კიდევ ბევრ საინტერესო შეთავაზებზე აქტიურად მუშაობს მთელი გუნდი და უახლოეს მომავალში ვამცნობთ მომხმარებელს. Facebook ჯგუფში დამატება ყველა დაინტერესებული პირისთვის თავისუფალი იქნება. აქვე გვექნება სხვადასხვა შეთავაზება, პროექტი, რომლითაც ჯგუფის წევრები ისარგებლებენ.
კოპალ დენტი • KOPAL DENT
დაზოგე 475 ₾
დენტ ადეპტი • DENT ADEPT
დაზოგე 162 ₾
პროფიდენტი პლიუსი • PROFIDENT PLUS
დაზოგე 47 ₾
დარჩენილია