სად დავისვენოთ საყვარელ ადამიანთან ერთად შაბათ-კვირას 200 ლარად

სად დავისვენოთ საყვარელ ადამიანთან ერთად შაბათ-კვირას 200 ლარად

8945

პანდემიისგან გამოწვეულმა სტრესმა და ეკონომიურმა პრობლემებმა, ალბათ, ბევრ თქვენგანს დაავიწყა, რომ ზოგჯერ შესვენება საჭიროა, თუნდაც მხოლოდ შაბათ-კვირას. და მაინც რატომ არის დასვენება საჭირო? ის აუმჯობესებს ფიზიკურ ჯანმრთელობას, გვეხმარება დავარეგულიროთ სტრესი, უკეთ გვეძინოს და თავი უფრო ენერგიულად ვიგრძნოთ. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში დიდ გავლენას ახდენს ჩვენ პროდუქტიულობაზე.

ამიტომ, პანდემიის პირობებში Hotsale.ge გიზიარებთ იმ რამდენიმე ადგილს, სადაც დასვენების დღეებს ნაყოფიერად გაატარებთ, უსაფრთხო გარემოში იქნებით და თანაც საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად.

#1 „სასტუმრო და ღვინის მარანი არგე / Hotel & Wine Cellar ARGE“

შემოდგომის გრილ და ყვითელ დღეებში კახეთს არაფერი სჯობს, მითუმეტეს თუ თან საყვარელია ადამიანი გახლავს. Hotsale.ge საუკეთესო პირობებს გთავაზობს, შენი ბედნიერი და სასიამოვნო დასვენებისთვის. ადგილიანი ნომრები საუზმითა და აუზით „სასტუმრო და ღვინის მარანი არგე / Hotel & Wine Cellar ARGE“-ში სულ რაღაც 160 ლარად.

სასტუმრო და ღვინის მარანი არგე მდებარეობს კახეთში, ქალაქი თელავიდან სულ რაღაც 3 კილომეტრში, ულამაზეს სოფელ რუისპირში. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დააგემოვნოთ ადგილზე წარმოებული არგეს ექსკლუზიური ღვინო და ჭაჭა, ასევე ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული უგემრიელესი კახური და ტრადიციული სამზარეულო.

#!#

#2 „პრომეთე ეპიკ / Prometheus Epic Hotel & Spa“

წყალტუბო ოდითგანვე განთქმული ადგილი იყო და არის თავისი სამკურნალო, ბალნეოლოგიური გარემოთი და საუკეთესო პირობებით. თუ განტვირთვის დღეები, ამ ლამაზ მხარეში გსურს, რომ მოიწყო, მაშინ, აუცილებლად უნდა ეწვიო სასტუმროს „პრომეთე ეპიკ / Prometheus Epic Hotel & Spa“.

ადგილზე დაგხვდებათ 2 ადგილიანი  ნომრები, საუზმე, ჯაკუზი და საუნა. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ყველაფერი რაც შენს სხეულსა და გონებას საუკეთესოდ დაეხმარება განტვირთვასა და დასვენებაში. ეს ყველაფერი კი შესაძლებელია Hotsal.ge-ს დახმარებით, სულ რაღაც 115 ლარად. დაისვენე შაბათ-კვირას ჩვენთან ერთად!

#3 „ბუტიკ სასტუმრო ლეთო / LETO BOUTIQUE HOTEL“

ქალაქიდან მოშორებით მანძილზე დასვენება თუ შენს გეგმებშია, მაშინ სამეგრელო ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. რთულია, რომ ამ მხარეს ესტუმრო და საოცარი ემოციებით დამუხტული არ დაბრუნდე უკან. მითუმეტეს თუ მასპინძლობას ისეთი სასტუმრო გაგიწევს, როგორიცაა „ბუტიკ სასტუმრო ლეთო / LETO BOUTIQUE HOTEL“.

აქ ყოველთვის ზუსტად იციან, თუ რა გსურს. კომპანია გთავაზობთ ნომრებს 2 სტუმარზე, საუზმით, აუზითა და სპორტ დარბაზით. ნომერში დაგხვდებათ ყველა ის ინვენტარი, რაც საუკეთესო დასვენებისთვისაა საჭირო. ეს ყველაფერი კი ჯამში 186 ლარი დაგიჯდებათ.

Hotsale.ge გისურვებთ ბედნიერ დასვენებას!