გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

როგორ მოვუაროთ კბილებს და შევუნარჩუნოთ მათ სიჯანსაღე

როგორ მოვუაროთ კბილებს და შევუნარჩუნოთ მათ სიჯანსაღე

13621

გარდა იმისა რომ ჯანსაღი კბილები ლამაზი ღიმილის წინაპირობაა და ყველა ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს, ასევე ჯანსაღი კბილები და ღრძილები ადამიანის ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ერთ-ერთი ინდიკატორია.

რაზეა დამოკიდებული კბილების სიჯანსაღე, როგორ შევინარჩუნოთ მისი სითეთრე და დავიცვათ კბილები დაზიანებისაგან ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მიღებაში Hotsale.ge დაგეხმარებათ.

#!#

კბილების სიჯანსაღე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ამასთან ერთად ჩვენ დიდ ზიანს ვაყენებთ მას, ჩვენი მავნე ჩვევების გამო. თამბაქოს მოწევა აზიანებს როგორც კბილებს, ასევე ღრძილებსაც. ალკოჰოლის, ყავის, შავი ჩაის, გაზიანი და ენერგეტიკული სასმელების დიდი რაოდენობით და რეგულარული მოხმარება იწვევს კბილის ემალის ფერის ცვლილებას/გამუქებას, გათხელებას და ეროზიას, საბოლოოდ კი კარიესამდე მივყავართ. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი კვება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კბილების ფერისა და სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის. რძე და რძის პროდუქტები, თევზეული, საქონლისა და ფრინველის ხორცი, ხილი და ბოსტნეული სასარგებლოა კბილებისა და ღრძილებისთვის. ყველაზე მეტ ზიანს კი თქვენს კბილებს ტკბილეულის ხშირი მიღება აყენებს.

#!#

კბილების პროფესიული წმენდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკაში. პროფესიული ჰიგიენის პროცედურა შეუნარჩუნებს კბილებს ბუნებრივ სითეთრესა და სილამაზეს, გააქრობს უსიამოვნო სუნსა და სისხლდენას ღრძილებიდან. სტომატოლოგების რჩევით,იდეალური ჰიგიენის შესანარჩუნებლად, პროცედურა უნდა ჩატარდეს არაუმეტეს 1-2 ჯერ თვეში.სწორედ ამიტომ #ჯერHotsale.geზენახე, რადგან ჩვენს ონლაინ სივრცეში, ფართო არჩევანს შეხვდებით ამ კატეგორიაში.

#!#

თუკი საბოლოო შედეგამდე ხართ მისული, და უკვე გაქვთ კარიესი, მაშინ სპეციალური მკურნალობა გჭირდებათ. კარიესი არის პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება. შედეგად ყალიბდება კარიესული ღრუ. კარიესის მკურნალობა გულისხმობს, კარიესის ღრუს წმენდას და შევსებას საჭირო საბჟენი მასალით. მკურნალობის შედეგად აღდგება კბილის ქსოვილის მთლიანობა და აღმოიფხვრება კარიესის პროგრესირება. სწორედ ამიტომ Hotsale.ge გირჩევთ კბილის დაბჟენის პროცედურებს. მაღალი სტანდარტის სტომატოლოგიური კლინიკების ფართო არჩევანითა და თქვენზე მორგებული ფასით. 

#!#

როგორ მოვიქცეთ, თუ კი ჩვენი კბილის ემალის ფერი არ გვაკმაყოფილებს და ესთეტიკურ დისკომფორტს გვიქმნის? ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე პოპულარული და ასევე ეფექტური მეთოდია კბილების ZOOM-ის აპარატით გათეთრება. Zoom წარმოადგენს კბილების გათეთრების უახლეს ტექნოლოგიას თანამედროვე სტომატოლოგიაში. მაქსიმალურად ეფექტური და რაც მთავარია უსაფრთხო შედეგისთვის პროცედურისას გამოიყენება სპეციალური LED ნათურის ცივი სხივი, რომელიც გამორიცხავს კბილის ქსოვილის და გარშემო სტრუქტურების გადახურებას(დაზიანებას). თუკი გაითვალისწინებთ სტომატოლოგის რჩევას გათეთრების პროცედურის შემდეგ, მიღებული შედეგის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება მრავალი წლით.

#!#

რატომ Hotsale.ge ? იმიტომ, რომ #აქყველაზემეტსდაზოგავ და ყველაფერია თქვენი ლამაზი ღიმილისთვის !