- უნდა ვიყოთ მშვიდად.
- დავჯდეთ.
- გაზომვა უნდა წარმოებდეს 3-4 წუთის განმავლობაში, რადგან პირველი მაჩვენებლები ხშირად არასწორია.
- თუ პაციენტს აქვს ცივი თითი.
- თუ ფრჩხილზე უსვია ლაქი, განსაკუთრებით - ლაქის სქელი ფენა. ჯერ უნდა მოიშოროთ ის და მერე გამოიყენოთ პულსოქსიმეტრი.
- თუ სატურატორის ელემენტი ჯდება, ის დაბალ მაჩვენებელს გაჩვენებთ.
რაც მთავარია, შეუძლებელია ადამიანს დაბალი სატურაცია ჰქონდეს და მას არავითარი სიმპტომები არ აწუხებდეს, მას უნდა ჰქონდეს ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდში ან მსგავსი სიმპტომები. თუ ასეთი არაფერი გაქვთ და სატურაციის მაჩვენებელი დაბალია, სავარაუდოდ რაღაცას არასწორად აკეთებთ. გადაამოწმეთ კიდევ რამდენჯერმე და თუ მეორე გაზომვაზე სხვა მაჩვენებელი მიიღეთ, შეგიძლიათ დამშვიდდეთ.
თუ ჟანგბადის დეფიციტს ყურადღებას არ მივაქცევთ, იგი შეიძლება გაღრმავდეს და განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა, რაც საკმაოდ მძიმე გართულებაა.