კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ჩაქვი
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
-
Chakvi
-
ყველა
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
პირველი ირლანდიური პაბი თბილისში
თბილისში 1997 წელს, ბევრისთვის საყვარელ და ნოსტალგიურ, თუმცა ბნელ პერიოდში, ე.წ 90-იანებში, როცა ჯერ კიდევ უშუქობა იყო, ქალაქში გაიხსნა პირველი ირლანდიური პაბი რომელსაც ,,ნალი’’ დაარქვეს.
ის იყო იმ პერიოდის ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი, სადაც სანთლის მქრქალი შუქისა და გენერატორის ხმაურის მიუხედავად, ყველა კარგ და სასიამოვნო დროს ატარებდა. როგორც მაშინ, დღესაც, ,,ნალი’’ არის სივრცე, რომელსაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი დღემდე სტუმრობს.

თავდაპირველად პაბი საკმაოდ პატარა იყო, თუმცა წლების განმავლობაში გაფართოვდა და დაიხვეწა. მალევე მას, 1999-ში, ამავე წელს ჩამოყალიბებული ბენდი ,,ნალი’’ შეუერთდა, სხვა მრავალ ახალბედა ბენდთან და მომღერალთან ერთად, რომლებიც მსმენელს, დახვეწილ და გემოვნებიან ცოცხალ მუსიკას - როკენროლის, ქანთრის და ბლუზის სტილში დღემდე სთავაზობს.


პაბი მალევე იქცა უცხოელი სტუმრების საყვარელ ადგილად. ვიზიტორები პაბს უმეტესად ბრიტანეთიდან და ამერიკიდან სტუმრობდნენ, თუმცა პაბში გვხვდება კუპიურების კუთხე, რომელიც 1998 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრის კუპიურას სამახსოვროდ ინახავს, თავისი ხელწერილებით, მოწოდებებით და ისტორიებით.
სტუმრები ,,ნალი’’-ში გემოვნებიანი მუსიკის, მრავალფეროვანი კერძებისა და ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის უგემრიელესი ირლანდიური ლუდის, ,,გინესის’’ დასაგემოვნებლად დადიოდნენ და დღესაც დადიან. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ პაბში არსებული ინვენტარი დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, რაც თითქოს დროში გვამოგზაურებს.
.jpg)
ნალის ატმოსფერო შექმნილია სიყვარულით და დეტალებისადმი ყურადღებით, ის არის იდეალური ადგილი წვეულებებისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისთვის ან უბრალოდ განტვირთვისთვის. მყუდრო და მეგობრული ატმოსფერო, ბევრს ახსენებს თავის სტუდენტობის პერიოდს, რომელიც უამრავ ცნობილ სახეს მსახიობებს თუ პოლიტიკოსებს სწორედ აქ აქვთ გატარებული. ხელის თხოვნები, მხიარულება, არაერთი ბედნიერი მოგონება ახსოვთ სტუმრებს. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ პაბში დღემდე იგრძნობა წლების წინანდელი მუხტი, ჯანსაღი და მეგობრული გარემო, რომელიც დღესდღეობით ასეთი მნიშვნელოვანია.
.jpg)
“ნალი სთეიჯ პაბი • NALI STAGE PUB” დანაზოგების ყველაზე დიდი პლატფორმის, Hotsale.ge-ის პარტნიორია, ამ მეგობრობის საფუძველზე კი მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 30%-მდე დანაზოგით სხვადასხვა შეთავაზებებზე
სხვა სტატიები
რა არის სახის კანის აპარატურული კარბონის პილინგი ?
დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ ინფორმაციას სახის კანის აპარატული კარბონის პილინგის შესახებ თუ რისთვისაა ის აუცილებელი და სასარგებლო ასევე მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ თუ სად შეძლებთ ამ პროცედურის გაკეთებას ყველაზე ხარისხიანად და ბიუჯეტურ ფასად....
განაგრძე კითხვა
25868
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი როცა უბრალოდ რელაქსი გჭირდება
ხანდახან ყველას გვჭირდება ადგილი, სადაც ყოველდღიური ხმაური ქრება, სხეული მოდუნდება და გონება სიმშვიდეს პოულობს. თბილისში ასეთი ადგილი ნამდვილად არსებობს-თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი, რომელიც ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის N9-ში მდებარეობს. &nbs...
განაგრძე კითხვა
5331
4 სპორტული აქტივობა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად
ჯანსაღი ცხოვრების წესი თავის თავში აერთიანებს ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას, რაც ყველა ასაკის ადამიანისთვისაა აუცილებელი. სპორტულ აქტივობებში ჩართვა ერთ-ერთი გზაა ადამიანის საერთო კეთილდღეობის მისაღწევად და ცხოვრების აქტიური წესის შესანარჩუნებლად.&...
განაგრძე კითხვა
25652
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულ გუნდს საჩუქრები გადასცა
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ბიზნესლიგის მეხუთე ტურის თამაშის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. თამაში პარასკევს, 16 იანვარს 19:00-ზე Biltmore hotel tbilisi-ს ბოლრუმში გაიმართა....
განაგრძე კითხვა
5997
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის ახალი სეზონის პირველი თამაშის გამარჯვებულ გუნდს საჩუქრები გადასცა
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ბიზნესლიგის ახალი სეზონის გახსნითი თამაშის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. სეზონის გახსნითი თამაში პარასკევს, 20 სექტემბერს 19:30-ზე Courtyard by Marriott Tbilisi-ს ბოლრუმში გაი...
განაგრძე კითხვა
20070