-
კატეგორია
-
ხელვაჩაური
-
უბანი
-
კატეგორია
-
ხელვაჩაური
-
უბანი
„მემუარი“ - სასტუმრო, რომელიც ქალაქზე გიამბობთ და საუკეთესო მოგონებებს გპირდებათ
დანაზოგების ყველაზე დიდი პლატფორმა, Hotsale.ge აგრძელებს თქვენს საუკეთესო საზაფხულო თავგადასავლებზე ზრუნვას და „სასტუმრო მემუარი • MEMOIRE HOTEL-თან” ერთად სასიამოვნო სიახლეს გთავაზობთ:
Hotsale-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიის სასტუმროში მასშტაბური დანაზოგით დაისვენონ და საკუთარ თავსა თუ ახლობელ ადამიანებს საუკეთესო მოგონებებები უსახსოვრონ.
“სასტუმრო მემუარი” გამოირჩევა ავთენტურობით, მისი სახელობითი ნომრები უნიკალურია და არ მეორდება. ნომრებიდან იშლება ხვამლის მთის, ბაგრატისა და ხარების ეკლესიის ხედები, რაც შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის.
სასტუმრო სახელობითი ნომრებით ფრანგული უბნიდან და ხედი რომელიც ხვამლის მთა ბაგრატს, ხარების ეკლესიას და ქუთაისურ ამბებებს ერთიანად იტევს. მემუარის მთავარი სავიზიტო ბარათი წარსულისა და იმ ადამიანების ისტორიების გაცოცხლებაა, ვინც ქუთაისის ცხოვრებაში თავიანთი კვალი დატოვეს.
“მემუარის” ამბავი ქუთაისის ძველ უბანში იწყება, სადაც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობდნენ. 1892 წელს, ებრაელებისა და ფრანგების დასახლებას შორის, ორსართულიანი სახლი ააშენეს. მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ის ებრაელ ვაჭარს ეკუთვნოდა.
სასტუმროს 17 სახელობითი ნომერი, განსხვავებული ვიზუალითა თუ კონცეფციით, კონკრეტული ადამიანისადმი მიძღვნილი ერთგვარი მემუარია, 49 ადგილითა და გამორჩეული დიზაინით.
სასტუმრო “მემუარი” გვიამბობს 15 ადამიანის ისტორიას, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს მწერლობაში, ხელოვნებაში, ქორეორგაფიაში,მხატვრობაში, თეატრსა და მუსიკაში. ესენი არიან: აკაკი წერეთელი, ფელიქს ვარლა, ზაქარია ფალიაშვილი, ცისფერყანწელები, დები იშხნელები, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეები, ჯორჯ ბალანჩინი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, დავით კლდიაშვილი, ლადო მესხიშვილი, ბორის გაპონოვი, გალაკტიონი, ექვთიმე თაყაიშვილი, პეტრე ოცხელი და ვერიკო ანჯაფარიძე, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან და ესმას თვალით დანახული სასტუმროს კედლებიდან თანამედროვე პოსტერების სახით გვეგებებიან.
“მემუარში” იმ გამორჩეული ქუთაისელების ფოტოებს შეხვდებით, ქალაქი განსაკუთრებით რომ უყვარდათ და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავდნენ: ვასილ ამაშუკელი, ულამაზესი მერი შერვაშიძე და მშვენიერი აგრაფინა ჯაფარიძე, თამადობაში განთქმული პიპინია მიქელაძე, ცნობილი პედაგოგი სილოვან ხუნდაძე და სხვა. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, მოისმინონ დები იშხნელების უტკბილესი ჰანგები და ზაქარია ფალიაშვილის საოპერო კომპოზიციები. ეს მელოდიები წინა საუკუნეებში დაგაბრუნებთ და სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ.
“მემუარის” გასტრონომიული მიმართულება მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი ძველი ქუთაისია, მდიდარი ქუთაისური, ებრაული, პოლონური თუ ფრანგული ელემენტებით.”მემუარული” გემოები სტუმრებს ძველ წლებში აბრუნებს და ახსენებს თავის ახლობელ დეიდას, მეზობელსა თუ ნაცნობს, რომელიც საოცარი კულინარი იყო და ქალაქში იცნობდნენ, როგორც რომელიმე კერძის დიდოსტატს.
მონატრებული არომატებისა და გემოების გაცოცხლებაზე ქუთაისის სიყვარულით ამ ქალაქში დაბრუნებული შეფმზარეული ზრუნავს. “Მემუარში” დაგხვდებათ ღვინის სივრცეც, სადაც ცნობილი და ამავდროულად, ახალი ღვინის მარნების პროდუქციის დაგემოვნებას შეძლებთ. მთავარი გზავნილი ტურისტებისთვის იმ რვაათასწლიანი ისტორიის გაცნობაა, რომელიც საქართველოს ღვინის წარმოებასთან აკავშირებს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო ისტორიულად ღვინის სამშობლოა.
Hotsale.ge, რომელიც საქართველოში ელექტრონული კომერციის ყველაზე მსხვილი პლატფორმაა, უკვე 13 წელია ქართულ ბაზარზე პოზიციონირებს როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია. მიმდინარე მონაცემებით, მას 10 000 პარტნიორი კომპანია და 300 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.
გააკეთეთ გონივრული დანაზოგი Hotsale.ge-სთან ერთად და გაატარეთ დრო სასიამოვნოდ მთელი ზაფხულის განმავლობაში.