კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ჩაქვი
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
ჩაქვი
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი

Hotsale ტურიზმის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მე-7 ცერემონია წარმატებით დასრულდა. წელს გამარჯვებული 19 ნომინაციაში გამოვლინდა. ნომინაციები ისეა შედგენილი, რომ სტუმარმასპინძლობის სფერო სრულად მოიცვას და, საბოლოოდ, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას შეუწყოს ხელი. გამარჯვებულებს 16-კაციანი დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს. ტურიზმის ეროვნულ ჯილდოს თავისი სექტორის „ოსკარადაც“ მოიხსენიებენ.
დაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანია Hotsale-ია, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების მომწოდებელი კომპანიაა. კომპანიამ გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო პიარ კამპანია ან ბლოგერი ქვეყნის შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად“. ნომინაციამ შეაფასა პიარ კამპანია, მის ორგანიზატორები და ბლოგები, რომელმაც პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინა დამსვენებელზე, უბიძგა მათ დანიშნულების ადგილის მონახულებისკენ და ქვეყნის შიდა ტურიზმის ამუშავებას შეუწყო ხელი.
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ჯილდოს მიღება. წლებია, ენერგიასა და მონდომებას არ ვიშურებთ, რომ საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ეს ჯილდო კი გახდება უდიდესი მოტივატორი, რომ ჩვენი საქმე სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი წარმატებით ვაკეთოთ. შიდა ტურიზმი არის მიმართულება, რომელსაც სტუმარმასპინძლობის განვითარებასა და საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ ჩვენი შრომა დაფასდა. განახლებული ძალებითა და ენერგიით გავაგრძელებთ მუშაობას,“ - განაცხადა Hotsale-ს დირექტორმა თათული ზაკალაშვილმა.
როგორც პროექტის ორგანიზატორები განმარტავენ, მათი მიზანია, წაახალისონ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ტურიზმის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებელი მარინა ჩაიკა აღნიშნავს, რომ ბაზრის ყოველწლიური ანალიზის შედეგად ხდება ნომინაციების შექმნა და მონაწილეების გამოვლენა.
„საქართველოში პირველად 2011 წელს ჩამოვედი ტურისტული ვიზიტით. მას შემდეგ საქართველო მუდმივად ჩემს გონებაში იყო. ვხედავდი, რომ ტურიზმი ქვეყანაში ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და ბაზრის აქტორებისთვის დამატებითი მოტივაციის მიცემა იყო საჭირო. ამ მოტივაციას კი მათ ჯილდო, გაწეული შრომის დაფასება აძლევს. სამომავლოდ, პროექტი აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ყოველწლიურად ბაზრის ანალიზის შედეგად ვიკვლევთ, სად არის კონკურენცია და შესაბამისად, ვადგენთ ნომინაციებსაც. აღნიშნულით კონკურენციის ზრდასაც ვუწყობთ ხელს. კონკურენცია კი საბოლოოდ ხარისხს ზრდის. მომავალი წლისთვის სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით ვაპირებთ ნომინაციის დამატებას,“ - განაცხადა მარინა ჩაიკამ.
პროექტს დიდი მხარდაჭერა აქვს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
სხვა სტატიები

HR მენეჯმენტის კურსი 34%-იანი დანაზოგით და სტაჟირების შესაძლებლობით
Hotsale.ge და Linton Academy დამეგობრდნენ, Linton Academy - არის XXI საუკუნის HR ტექნოლოგიური საგანმანათლებლო ჰაბი, რომელიც დაარსებულია შპს „ Linton Group” - ის ბაზაზე 2022 წელს და აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობ...
განაგრძე კითხვა
11113

სად დავისვენოთ საყვარელ ადამიანთან ერთად შაბათ-კვირას 200 ლარად
პანდემიისგან გამოწვეულმა სტრესმა და ეკონომიურმა პრობლემებმა, ალბათ, ბევრ თქვენგანს დაავიწყა, რომ ზოგჯერ შესვენება საჭიროა, თუნდაც მხოლოდ შაბათ-კვირას. და მაინც რატომ არის დასვენება საჭირო? ის აუმჯობესებს ფიზიკურ ჯანმრთელობას, გვეხმარება დავარეგულიროთ...
განაგრძე კითხვა
15654

როგორი ვალენტინი ხარ შენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ვალენტინობის დღე ახლოვდება და ალბათ ბევრი ფიქრობს, როგორ გაატაროს საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად. საინტერესოა, რომ ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი ხშირად განაპირობებს იმას, თუ როგორ გამოვხატავთ სიყვარულს. მოდი, ვნახოთ, რას გვეუბნება ვარსკვლავები ჩვენს რომანტ...
განაგრძე კითხვა
7261
.jpg)
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. თამაშის მერვე ტური 19 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა. ...
განაგრძე კითხვა
24966
.png)
Hotsale.ge ფინანსისტთა და ბუღალტერთა რიგით მესამე დაჯილდოების მხარდამჭერი გახდა - სიუპრიზები, რომლებიც სტუმრებს ელოდებათ
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge 2022 წლის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ღონისძიების პარტნიორი გახდა. გაიარე რეგისტრაცია 10 დეკემბრამდე და მიიღე 5 ცალი გათამაშების ბილეთი, რომელიც 22 დეკემბერს გალა დაჯილდოებაზე გათამაშდე...
განაგრძე კითხვა
14198
 (2).jpg)
დუბაის ტური ექსკლუზიურ ფასად მხოლოდ Hotsale.ge-ის მომხმარებლებისთვის
Hotsale.ge და “გასა • GEORGIAN AVIA SERVICE AGENCY GASA” დამეგობრდნენ, ამ პარტნიორობის ფარგლებში კი Hotsale.ge-ის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა დაჯავშნონ დუბაის ტური ექსკლუზიურ ფასად. აქცია სრულდება 7 აპრილს 17:00 საათზე...
განაგრძე კითხვა
17556