კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
თბილისი
-
ყველა
-
თბილისი
-
ბათუმი
-
ბორჯომი
-
თელავი
-
სიღნაღი
-
გონიო, კვარიათი
-
ქობულეთი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
ბაკურიანი
-
გუდაური
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
საირმე
-
მესტია
-
შეკვეთილი, ურეკი
-
სურამი, წაღვერი
-
ქუთაისი, წყალტუბო
-
ახალციხე
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
რუსთავი
-
ზუგდიდი
-
თუშეთი
-
ბაზალეთი
-
თიანეთი, სიონი
-
ბახმარო
-
გორი
-
ახმეტა
-
ბოლნისი
-
კიკეთი
-
ყვარელი
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ციხისძირი
-
დუბაი
-
დუშეთი
-
წალკა
-
ჩაქვი
-
გრიგოლეთი
-
თბილისი
-
ყველა
-
თბილისი
-
ბათუმი
-
ბორჯომი
-
თელავი
-
სიღნაღი
-
გონიო, კვარიათი
-
ქობულეთი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
ბაკურიანი
-
გუდაური
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
საირმე
-
მესტია
-
შეკვეთილი, ურეკი
-
სურამი, წაღვერი
-
ქუთაისი, წყალტუბო
-
ახალციხე
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
რუსთავი
-
ზუგდიდი
-
თუშეთი
-
ბაზალეთი
-
თიანეთი, სიონი
-
ბახმარო
-
გორი
-
ახმეტა
-
ბოლნისი
-
კიკეთი
-
ყვარელი
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ციხისძირი
-
დუბაი
-
დუშეთი
-
წალკა
-
ჩაქვი
-
გრიგოლეთი

Hotsale.ge-მ „Leo ინსტიტუტის“ დამფუძნებელს საჩუქარი გადასცა
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge აგრძელებს „ლურჯ ოკეანესთან“ თანამშრომლობას. 5 დეკემბერს „პუბლიკას“ ლაუნჯში გაიმართა ცნობილი ავტორისა და Leo ინსტიტუტის დამფუძნებლის, სამი კოენის წიგნის - „ცხოვრება შიშს მიღმა“ - პრეზენტაცია და თემატური ვორქშოპი, სადაც Hotsale.ge პარტნიორის სტატუსით იყო წარმოდგენილი.
სამი კოენი Leo ინსტიტუტის დამფუძნებელი და Leo მეთოდოლოგიების ავტორია. იგი უკვე 40 წელზე მეტია ეხმარებოდა ადამიანებს იპოვონ, გაიაზრონ და მიაწიონ თავიანთ მიზნებს. მისი წიგნები კი ერთგვარი ინსტრუმენტია წარმატებით სავსე ცხოვრების შექმნისთვის.
„ცხოვრება შიშს მიღმა“ - ასე ჰქვია ახალ წიგნს, რომელშიც ავტორი შიშისა და ღელვის გავლენაზე, ასევე მათი დაძლევის მეთოდებსა და ცხოვრების ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს.
„ჩვენ გამუდმებით ვინმეს მოხიბვლას ვცდილობთ ან ისეთ რამეზე ვშფოთავთ, რაც არ გვეხება. ღელვა და ხალისი ვერ თანაარსებობს, შედეგად კი ხალისისთვის ჩვენს ცხოვრებაში ადგილი აღარ რჩება. თუ კარგად დააკვირდები, ყოველწამიერად, დაინახავ, რამდენ რამეს აკეთებ, არ აკეთებ, ამბობ და არ ამბობ, საიმისოდ, რომ დაუმტკიცო საკუთარ თავსა და სხვებს რაღაც „შენზე“; დაინახავ საჭიროებას, რომ აღგიქვამდნენ „ასეთად“ და ეცდები, თავიდან აირიდო, რომ აღგიქვამდნენ „ისეთად“. თუკი ამ წიგნს მხოლოდ თეორიულად არ მიუდგები და ეცდები, გამოიყენო, როგორც ინსტრუმენტი, აღმოაჩენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რეალობა (არჩევანი) გაქვს – „ნიღბიანი“ და „უნიღბო“, შიშით და შიშს მიღმა...“, - ვკითხულობთ წიგნის აღწერაში.
წიგნის პრეზენტაციას მოჰყვა თემატური ვორქშოპი. ღონისძიების დასასრულს კი Hotsale.ge-მ ავტორს სიმბოლური საჩუქარი გადასცა. როგორც კომპანიის ბრენდმენეჯერი ლანა ცხადაძე აღნიშნავს, ეს არის წიგნი, რომელშიც შიშის დაძლევის ყველაზე ეფექტური მეთოდებია წარმოდგენილი: „სამი კოენმა აგვიხსნა, თუ როგორ შეიძლება წიგნში აღწერილი მეთოდოლოგიის პრაქტიკაში გამოყენება და ცხოვრება შიშს მიღმა, ანუ ცხოვრება სრული ადამიანური შესაძლებლობებით. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, სადაც Hotsale.ge პარტნიორის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ჩვენს კომპანიას „ლურჯ ოკეანესთან“ ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს და მომავალშიც ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში პარტნიორობას,“ - აღნიშნა ლანა ცხადაძემ.
Hotsale.ge-ის შესახებ: Hotsale.ge პალიტრა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ის არის ლიდერი ქვეყანაში ელექტრონული კომერციის სფეროში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დაზოგვას მრავალფეროვანი მომსახურების და პროდუქციის მიღების დროს. ვებგვერდზე განთავსებულია შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.
Hotsale.ge კომპანიებს ათასობით მომხმარებელთან აკავშირებს და მათ ეფექტურ და გაზომვად სარეკლამო მომსახურებას, ცნობადობის გაზრდასა და ლოიალური მომხმარებლის შეძენას სთავაზობს.
სხვა სტატიები
.jpg)
საუკეთესო ბურგერი თბილისში
მონატრებულ მეგობრებთან შეხვედრა ალბათ წარმოუდგენელია მადისაღმძვრელი საკვების გარეშე, სიმარტივისა და გემოს კომბინაციის გამო ბურ-ბარები ერთ-ერთ ყველაზე პოპულალურ ადგილად რჩება საქართველოში. ქართულ ბაზარზე არაერთი საბურგერე გამოჩნდა, რომელთა შორის...
განაგრძე კითხვა
3845
.jpg)
როგორ მოვამზადოთ სახის კანი ზაფხულისთვის
სახის კანის დატენიანება ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ზაფხულში. როდესაც ტემპერატურა იმატებს, იზრდება მზის ზემოქმედების საფრთხეც. ამ დროს, ჩვენი სახის კანიდან ხდება წყლის აორთქლება, ანუ დეჰიდრატაცია. სწორედ ამიტომ აუცილებელი ხდება სახის ...
განაგრძე კითხვა
10327

მეტი დასვენება = მეტი დანაზოგი- ანუ როგორ დავისვენოთ მაქსიმალურად, მინიმალური დანახარჯით
ზაფხულის მოსვლასთან ერთად ყველა მოუთმენლად ველით დღეებს, როდესაც ჩავალაგებთ სამგზავრო ჩანთას და მთელი წლის ნანატრ დასვენების დღეებს მოვიწყობთ. ზოგს მთა გვირჩევია, ზოგსაც ზღვა, მაგრამ იცით რა გვაერთიანებს ყველას? კი სწორად მიხვდით - გვინდა დასვენები...
განაგრძე კითხვა
6752