კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
კატეგორია
-
ურეკი
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
ურეკი
-
ყველა
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
Hotsale.ge ფინანსური ანგარიშგების კონფერენცია 2025-ის პარტნიორი იყო
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge ფინანსური ანგარიშგების კონფერენცია 2025 -ის პარტნიორი იყო.
ფინანსური ანგარიშგების კონფერენცია 2025 - ფინანსური სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შეხვედრას 200-მდე პროფესიონალი ესწრებოდა
19 სექტემბერს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში “ნექსია აკადემიის” ეგიდით ფინანსური ანგარიშგების კონფერენცია 2025 გაიმართა. ფინანსური სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შეხვედრას 200-მდე პროფესიონალი ესწრებოდა.
კონფერენციის პროგრამა ფინანსური მართვის, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და სამართლებრივი რეგულაციების თანამედროვე საკითხებს მოიცავდა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სფეროს უახლეს სტანდარტებს გაცნობოდნენ და ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციის საუკეთესო პრაქტიკები განეხილათ.
5-საათიანი შეხვედრის ფარგლებში განიხილესი ისეთი თემები, როგორიცაა: წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და დეკლარირებული მონაცემების შესაბამისობა, დაკავშირებული მხარეებისგან მიღებული სესხების აღრიცხვა ფასს სტანდარტების შესაბამისად, სესხის კაპიტალად გადაკვალიფიცირება, სახელმწიფო გრანტების ბუღალტრული აღრიცხვა, მარაგებისა და ძირითადი საშუალებების გაუფასურება, ძირეული განსხვავებები სრულ ფასს-სა (IFRS) და მსს ფასს-ს (IFRS for SMEs) შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი რეგულაციები და ბუღალტრებისა და აუდიტორების პასუხისმგებლობა.
კონფერენციის სპიკერები გახლდნენ 15+ წლიანი გამოცდილების მქონე ტრენერები, მათ შორის Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი, ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტის განვითარების დირექტორი ლიკა კოღუაშვილი, ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის დირექტორები ანა გაბედავა და პაატა შარაბიძე და სხვა.
ღონისძიების პარტნიორმა, დანაზოგების ყველაზე მასშტაბურმა პლატფორმამ Hotsale.ge-მ, რომელიც წლებია “ნექსია აკადემიას” მეგობარია, სტუმრებს საჩუქრები მოუმზადა. ღონისძიების მონაწილეებმა კახეთის პრემიუმ ტიპის სასტუმროების ვაუჩერები მიიღეს საჩუქრად. გაგაცნობთ აღნიშნულ სასტუმროებს:
“მარანი სანავარდო • HOTEL MARANI SANAVARDO”
სასტუმრო მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გაიხსნა და სტუმრებს კომფორტისა და ქართული ტრადიციების ჰარმონიულ ნაზავს სთავაზობს. მისი მთავარი კონცეფციაა, სტუმრებმა სრულად შეიგრძნონ კახეთის სული და სტუმართმოყვარეობა. სასტუმროში ამჟამად 8 ნომერია, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა შექმნილი და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რათა სტუმრების დასვენება მაქსიმალურად კომფორტული იყოს. ნომრების უმეტესობას აქვს ულამაზესი ხედები ადგილობრივ პეიზაჟებზე.
“მარანი სანავარდო • HOTEL MARANI SANAVARDO” სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისს: განთავსება საუზმით, რესტორანი და ბარი ქართული და ევროპული სამზარეულოთი, ღვინის დეგუსტაცია და მარნის ტური, სეზონური კულინარიული მასტერკლასები, ღონისძიებების ორგანიზება ნებისმიერი ფორმატით და სეზონური ღია აუზი
.jpg)
"რუმბოქს კისისხევი • ROOMBOX KISISKHEVI" უნიკალური დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც მდებარეობს თელავის რაიონის სოფელ კისისხევში და იდეალურია როგორც ხანგრძლივი დასვენებისთვის, ასევე ხანმოკლე ვიზიტებისთვის.
კომპლექსი სტუმრებს სთავაზობს მყუდრო და თანამედროვე ნომრებს, სადაც მათ დახვდებათ კონდიციონერი, ტელევიზორი, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, აბაზანის ხალათები და ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალება. ნომრებში დამატებით ხელმისაწვდომია მცირე სამზარეულო.
“რუმბოქს კისისხევი • ROOMBOX KISISKHE”-ის ეზოში შეგიძლიათ დატკბეთ ბაღისა და კავკასიონის მთების ხედებით, ისარგებლოთ ღია აუზითა და ტერასით. სტუმრებისთვის უზრუნველყოფილია უფასო პარკინგი და მოხერხებული check-in/check-out სერვისი.
რუმბოქს კისისხევი მდებარეობს ერეკლე II-ის სასახლიდან დაახლოებით 7 კმ-ში, გრემის ციტადელიდან 24 კმ-ში და ალავერდის მონასტრიდან 27 კმ-ში. თბილისი საერთაშორისო აეროპორტი სასტუმროდან დაახლოებით 90 კმ-ითაა დაშორებული.

Hotsale.ge 2011 წელს დაარსდა და საქართველოს მასშტაბით ელექტრონულ კომერციაში ლიდერის პოზიციას იკავებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დაზოგვას მრავალფეროვანი მომსახურების და პროდუქციის მიღების დროს. ვებგვერდზე განთავსებულია შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.
სხვა სტატიები
დაისვენე პრემიუმ კლასის სასტუმროში მაღალი დანაზოგით - Hotsale.ge-ისა და სასტუმრო "გრანდ გლორია • The Grand Gloria Hotel" ერთობლივი შეთავაზება
სსასტუმრო „გრანდ გლორია • The Grand Gloria Hotel“ წარმოადგენს მაღალი კლასის 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ბათუმში, რომელიც მდებარეობს სანაპიროს პირველ ზოლში - საუკეთესო ლოკაცია შავი ზღვისპირა ქალაქში....
განაგრძე კითხვა
3404
Hotsale.ge-მ ფინანსისტთა და ბუღალტერთა III დაჯილდოების გამარჯვებულები დაასაჩუქრა
Hotsale.ge-მ ყველაზე მასშტაბური ფინანსური დაჯილდოების გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. ფინანსისტთა და ბუღალტერთა რიგით III დაჯილდოება 22 დეკემბერს Grand Hall-ში გაიმართა და მისი მიზანი იყო პროფესიის პრესტიჟისა და ფინანსური სექტორის მიღწევების შ...
განაგრძე კითხვა
15856
კასს დაიმონდ რეზორტი • KASS DIAMOND RESORT hotsale.ge-ზე
აღმოაჩინე საქართველოს უნიკალური ბუნება, შენთან ახლოს ისე, როგორც არასდროს! თუ თავად არ განიცადე, რთულია წარმოიდგინო ბუნების ხელუხლებელ ქმნილებაზე, კანიონზე გადაჭიმული შუშის ხიდი, რომელიც გგონია ფეხქვეშ გამოგეცლება, მაგრამ ზუსტად ამ დროს, გრძნობ რომ ...
განაგრძე კითხვა
17217
როგორ გავუმკლავდეთ სტრესს - 5 რჩევა, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ
სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ადამიანს თუ შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ არასოდეს განუცდია სტრესი. ეს მდგომარეობა ყველასათვის ნაცნობია, მაგრამ ინდივიდუალურად განიცდიან მას. ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან უმტკივნეულოდ ჩაიაროს, მაგრამ ზოგისთვის სტრესმა შეიძლება ჯ...
განაგრძე კითხვა
17703
"ჰოთსეილი" იცვლის კონცეფციას
Hotsale.ge ს დირექტორის, თათული ზაკალაშვილის ინტერვიუ, კომპანიის კონცეფციის ცვლილებისა და იმ სიახლეების შესახებ რასაც იგი მომხმარებელს პირდება, BPN -ზე. კომპანია „ჰოთსეილი“, რომელიც საქართველოში ელექტრონული კომერციის ყველაზე მსხვილი პლატ...
განაგრძე კითხვა
14547